უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია კოდი - 066
გააკეთე სწორი არჩევანი და აირჩიე უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია”!
უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია” განაგრძობს 24-წლიან ტრადიციას – მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ევროპული სტანდარტების დანერგვით
უმაღლესი სასწავლებლის – „ჯორჯიას” მისიაა:
ფუნდამენტური ღირებულებების მქონე შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, ინტელექტუალური განვითარების შესაბამისი კრეატიული გარემოს ორგანიზება და სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა.
უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიაში” ფუნქციონირებს შემდეგი ფაკულტეტები:
* ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – (კოდი 0660101) – სწავლის ღირებულებაა 2 350 ლარი.
* ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (კოდი 0660201) – სწავლის ღირებულებაა 2 250 ლარი.
რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია”?
I. შეღავათები სწავლის ქირის გადასახადში:
• აბიტურიენტებს, რომლებიც მოიპოვებენ 100-პროცენტიან გრანტს, გათავისუფლდებიან სწავლის დარჩენილი გადასახადისგან;
• აბიტურიენტს, რომელიც პირველ და მეორე ნომრად აირჩევს ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს სწავლის საფასური შეუმცირდებათ სწავლების პირველ წელს;
• სწავლების განმავლობაში უცვლელია გადასახადი;
• სტუდენტებს, რომლებსაც ექნებათ მაღალი აკადემიური რეიტინგი და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობაში, შეუმცირდებათ სწავლის გადასახადი;
II. უმაღლეს ევროპულ სტანდარტებზე აპრობირებული სასწავლო პროცესი მიჰყავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციურ პროფესურას, რომელთა ძირითადი ღირებულებაა სწავლების მაღალი ხარისხი;
III. უმაღლეს სასწავლებელში დანერგილია ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას და, ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის გამჭვირვალობას, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მათი მშობლებისათვის.
მარინე კობალავა – უმაღლესი სასწავლებლის –ñ „ჯორჯიას” ვიცე-რექტორი და, ამავდროულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
იყავით წარმატებული უმაღლეს
სასწავლებელ „ჯორჯიასთან” ერთად!
თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქუჩა #4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა), III სართ.
ტელეფონები: 231-66-71, 236-91-60. www.usgeorgia.edu.ge