კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ პოზირებდა მიხეილ კალმახელიძის ობიექტივის წინ ადრიანა ლიმა და როგორ გაყიდა მან პიერ კარდენის ჩვენების ფოტოები

მიხეილ კალმახელიძე წლების განმავლობაში ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში ცხოვრობდა. ის პროფესიით ფოტოგრაფია და უკვე რამდენიმე წელია, ყოველ სეზონზე ძირითადად ბარსელონის მოდის კვირეულებს იღებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ მიხეილი თბილისში ჩამოვიდა და ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საკუთარი ფოტოსტუდია გახსნა. 

მიხეილ კალმახელიძე: დაახლოებით 7-8 წლის წინ მამასთან წავედი ესპანეთში და იქ გადავწყვიტე ფოტოგრაფიის შესწავლა. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და ბარსელონაში ამის საშუალება მომეცა. დავამთავრე „არტ სკოლა”, ერთი-ორჯერ მომიწია მოდის სფეროში მუშაობა, ძალიან დამაინტერესა. ამიტომ, ამ სფეროს გავყევი, დღეს ძირითადად მოდას ვიღებ. მახსოვს „დიზელისთვის” ვმუშაობდი. ერთ-ერთი წვეულება გადავიღე. ძალიან ბევრი მოდელი იყო მოწვეული, ასევე, მაღაზიიდან სტუმრები – საკმაოდ კარგი და საინტერესო სიტუაცია იყო. ზოგადად „დიზელის” ორგანიზებული ივენთები ძალიან საინტერესოა. ბევრ რამეზე საუბრობ იქ. თან, რაც მთავარია ფოტოგრაფს ყველანაირად უწყობენ ხელს. ასევე, ესპანეთში ძალიან აინტერესებდათ, ჩემი როგორც კავკასიელის ხედვა. 

– მოდი, მომიყევი როგორ დაიწყო შენი, როგორც ფოტოგრაფის საქმიანობა მოდის სფეროში. 

– თავიდან ვმუშაობდი „ვაის მედია გრუპში”, რომელიც ხშირად აწყობს ივენთებს – ჩამოყავთ ცნობილი მომღერლები, პრეზენტაციებს მართავენ. რაც შეეხება მოდის კვირეულს, „ჰეინეკენი” ატარებდა წლების წინ და „ვაის მედია გრუპი” იყო მათი წარმომადგენელი. ასე მოვხვდი „ფეშენ-ვიქზე.” შემდეგ გამოჩნდა ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომელსაც მანუელი ჰქვია და დიდი, წარმატებული სააგენტო აქვს. ეს სააგენტო მუშაობს ასევე პარიზში, მილანში – ერთ-ერთი ძლიერი სააგენტოა და მანუელი ბარსელონაში ამ სააგენტოს წარმომადგენელია. მან ჩემი ფოტოები ნახა, მოვიდა ჩემთან, დაათვალიერა, ძალიან მოეწონა და შემომთავაზა, მისი მარჯვენა ხელი გავმხდარიყავი. საბოლოოდ, იმდენს მივაღწიე, მისი მეწილე გავხდი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ბარსელონას „ფეშენ-ვიქზე”, თუმცა ყველაზე კარგად პირველი ემოციები მახსოვს. როგორც წესი, მოდის კვირეულებს ძალიან ბევრი ფოტოგრაფი ესწრება. რომ შეხვალ, ფოტოგრაფების ადგილას შენი სახელი უნდა დააკრა, რომ მერე იქ სხვა არავინ დადგეს. მე ადრე მივედი, რომ სიტუაციას კარგად გავცნობოდი. რომ დავინახე, სხვები აწებებდნენ სახელებს, მეც დავაწებე. წასვლამდე ბევრი რამის სწავლა დამჭირდა, ყველაფერს ვეცნობოდი, ვკითხულობდი. პირველ დღეს ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე, რომ არაფერი გამომპარვოდა. თან, ამ გადაღებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. თან, ჩვენ ექსკლუზივებზე ვმუშაობდით, მთლიანად ვყიდდით და მარკებთან, ჟურნალებთან პირდაპირ გავდიოდით კონტაქტზე. ასე რომ, წარმატებული იყო პირველი გადაღება, თუმცა ცოტა დაბნეული ვიყავი: ყველაფრის მოსწრება მინდოდა, რაც საჭირო არ იყო, იმასაც ვიღებდი. ბოლოს უკვე თითი მტკიოდა. საბოლოოდ, მოეწონათ ჩემი ფოტოები, მაგრამ მერე იყო მათი დათვალიერება, დამუშავება – ეს, რომ მახსენდება, ახლაც ცუდად ვხდები. შერჩევაში მანუელის დახმარებაც დამჭირდა. გამაცნო ის დეტალები, რომელიც ასეთ დროს უნდა გამეთვალისწინებინა. ბექსტეიჯში გადაღება განსაკუთრებულად მომწონს – ბევრი ლამაზი გოგონაა და კარგი საჭმელებიც. თუმცა, მოდის კვირეულზე მოდელებს რომ უღებ ფოტოებს, ამ დროს ყველაზე დიდ ყურადღებას დეტალებს აქცევ – სწორი და კარგი ფოტო უნდა გადაიღო. როცა სხვა ტიპის გადაღება გაქვს, დაკვეთაზე მუშაობ, პირდაპირ გეუბნებიან: რა უნდა გადაიღო. მაგალითად „მანგომ” დაიქირავა სხვადასხვა ფოტოგრაფები. მე უნდა გადამეღო ჩანთები, სხვას – სამკაულები და ასე შემდეგ, რადგან ერთ ფოტოგრაფს ამ ყველაფრის გადაღება გაუჭირდებოდა. როდესაც ასეთ ბრენდებთან მუშაობ, „ფეშენ-ვიქს” იღებ, მერე უკვე გამოცდილ, ძველ ფოტოგრაფად ითვლები. ძალიან საინტერესო იყო პიერ კარდენის ჩვენების გადაღება. თავისი წიგნიც მაჩუქა. რომ გადავიღეთ, შემდეგ ვთხოვე, კოლექციის ფოტოების გამოფენა გამეკეთებინა. მის წარმომადგენლებს მივმართე და მომცეს უფლება სააგენტოს სახელით გამეკეთებინა გამოფენა. დავპატიჟეთ დიდი კომპანიები, მაღაზიები, რადგან ძირითადად მაღაზიებიდან ვიღებთ დიდ დაკვეთებს. გამოფენა-გაყიდვა იყო, გავყიდე ფოტოები. 

– როგორც ვიცი, შენს ობიექტივში „ვიქტორიას სეკრეტის” მოდელებიც მოხვედრილან.

– კი, ადრიანა ლიმაც მყავს გადაღებული. ჩვეულებრივი გოგონაა, საშუალო სიმაღლის. ერთ-ერთ „ფეშენ-ვიქზე” გამოდიოდა. ერთი ფოტოც მაქვს გადაღებული, სადაც თითქოს აჭარულს  ცეკვავს. „ვიქტორიას სეკრეტის” ესპანელი მოდელია ლაურა, კიდევ რებეკა, მათთანაც ვიმუშავე. ასევე, ვმუშაობდი მოდელ ბიჭთან, რომელიც „112-ის” სახეა. მასზე ფილმიც კი გადაიღეს. რაც მთავარია, ისინი როგორც თავის, ასევე შენს საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. ამიტომ, ბოლომდე იხარჯებიან და შენც თავისუფლად აკეთებ შენს საქმეს. ასევე, გადავიღე ცნობილი ბლოგერი, რომელიც „შანელისთვის” წერს, ესპანელი გოგონაა. ბევრ ესპანელ დიზაინერთან მაქვს ნამუშევარი და ასევე, ყველასთან, ვინც „ფეშენ-ვიქში” მონაწილეობისთვის ჩამოდიოდა. ვთანამშრომლობდი „რეი ბანთან”, ასევე სხვადასხვა ჟურნალისთვის მიწევდა გადაღებები. დავდიოდი ივენთებზე, საკმაოდ საინტერესო სამუშაო მქონდა. 

– რატომ ჩამოხვედი საქართველოში? 

– მინდა, საქართველოში დავრჩე. ამიტომაც გავაკეთე ფოტოსტუდია. ამით მინდა, თავი „დავიბა”. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ თბილისში აღარ ტარდება მოდის კვირეულები, რაც ძალიან მეწყინა. იქაც აინტერესებდათ თბილისისა და ვილნიუსის მოდის კვირეულები. მეც ვრეკავდი, რომ გამეგო, რა ხდებოდა. მინდოდა, ჩამოვსულიყავი, გადამეღო, მაგრამ ყოველ დარეკვაზე, ხან სად გადამამისამართებდნენ, ხან კიდევ სად. ეს იმათ რომ აუხსნა, ცოტა უხერხული გამოვა. თბილისში რომ ჩამოვედი, ესპანეთიდან დამირეკეს და მითხრეს: თბილისის „ფეშენ-ვიქი“ აღარ იქნებაო. ახლა მინდა, ჩემს სტუდიაში ვიმუშავო. მაინტერესებს, ხალხი როგორ გაიგებს სხვა სტილს, თუ მოეწონებათ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ ვილნიუსიდან და მკითხეს: თუ გადავიღებდი ვილნისუსის მოდის კვირეულს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ექსკლუზივი მინდოდა. არ უთქვამთ უარი, ყველანაირ ხარჯებს ისინი მინაზღაურებენ და მე მერე მივცემ გარკვეულ მასალას. რაც მთავარია, საქართველოს სახელით მივდივარ. 

 

скачать dle 11.3