ნუშის დესერტი
საჭირო ინგრედიენტები: 300 მილილიტრი რძე, 3 კვერცხი, 150 გრამი ფქვილი, 2-3 სადილის კოვზი შაქარი, 1,4 ჩაის კოვზი მარილი, 1/4 ჭიქა ნუში, კარაქი შესაწვავად, შაქრის პუდრი – მოსაყრელად.
მომზადების წესი: რძეში კარგად აურიეთ ფქვილი, კვერცხი, შაქარი, მარილი. მიღებული თხელი ცომი დაასხით კარაქიან ტაფაზე და თავდახურული დადგით ნელ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში. მზა ომლეტი დაანაწევრეთ პატარა ნაჭრებად და შებრაწეთ ორივე მხრიდან. გამზადებული ომლეტის ნაჭრები გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ ნუში და შაქრის პუდრი.