კარტოფილი სოკოთი ქოთანში
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 300 გრამი ქამა სოკო, 250 გრამი ნაღები (10-პროცენტიანი), მარილი, შავი პილპილი, დაფქული მუსკატის კაკალი, ცოტა კოჭა, 100 გრამი მაგარი ყველი.
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით რგოლებად, ხახვი – წვრილ ჩხირებად, სოკო შუა-შუა (ძალიან დიდები – ოთხად). ცეცხლგამძლე ქოთანში ფენებად ჩააწყვეთ ჯერ კარტოფილი, მერე ხახვი და სოკო. ინგრედიენტები ისე გაანაწილეთ, რომ ორ-ორ ფენად დაალაგოთ. ცალკე მოამზადეთ სოუსი: ნაღებს შეურიეთ მარილი, პილპილი, კოჭა და მუსკატის კაკალი, კარგად ამოურიეთ და მოასხით ქოთანში ჩაწყობილ ბოსტნეულს. შედგით ქოთანი 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, 30-40 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და 5-7 წუთით ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში. უგემრიელესი კერძი მზად არის.