ქათამი ფრანგულად – ნინა წკრიალაშვილისგან
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ქათმის ფილე, 3 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 200 გრამი ნებისმიერი სახის ყველი, 6 სადილის კოვზი მაიონეზი, 6 სადილის კოვზი არაჟანი, ცოტა წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური; მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეთი.
მომზადების წესი: მოხარშეთ კარტოფილი და ქათმის ფილე. ორივე დაჭერით მომცრო, ოთხკუთხა ნაჭრებად და ცალ-ცალკე შებრაწეთ ზეთში. გამოსაცხობ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და დაყარეთ მასზე კარტოფილი. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, გახეხილი ან დანაყილი ნიორი, გახეხილი ყველი და ძალიან წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი. ზევიდან გადაუსვით სოუსი: ერთმანეთში კარგად არეული მაიონეზი, არაჟანი, პილპილი და მარილი. ტაფა მოათავსეთ ღუმელში, ნელ ცეცხლზე. როცა ზემოდან მოსხმული არაჟნისა და მაიონეზის სოუსი ოქროსფერი გახდება, კერძი მზად არის.