გამომცხვარი „კოცონის კარტოფილი“
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი კარტოფილი, 2 სადილის კოვზი სუფრის მარილი, 3 სადილის კოვზი ფქვილი, 100 გრამი ნაღების კარაქი, 1 კონა ცოცხალი, ახალი კამა, 2-3 კბილი ნიორი.
მომზადების წესი: წინასწარ გააცხელეთ აირღუმელი 180-200 გრადუსზე. სასურველია, შეარჩიოთ ერთი ზომის კარტოფილი, საშუალო და გლუვი. გარეცხეთ ძალიან კარგად, სათითაოდ. ცელოფნის პატარა პარკში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი და ასრისეთ, რომ ერთმანეთს კარგად შეერიოს. იმავე პარკში ჩაყარეთ კარტოფილი და ენერგიული ნჯღრევით ამ ნაზავში კარგად ამოგანგლეთ. დააწყვეთ კარტოფილი გამოსაცხობ ტაფაზე და მოათავსეთ უკვე გაცხელებულ აირღუმელში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მზად იქნება. შეამოწმეთ ხის ჩხირით. საოცრად არომატული, მადის აღმძვრელი და გემრიელია.
ახლა მოამზადეთ სოუსი. შეგიძლიათ, ხაჭო და ნიორი აურიოთ ერთმანეთში მწვანილთან ერთად, ან მოშუშეთ ხახვი პომიდვრითა და ყველით, ერთი სიტყვით, არჩევანი საკმაოდ დიდი გაქვთ. ყველაზე უბრალო სოუსი კი ასე მზადდება: დარბილებულ კარაქს შეურიეთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და დანაყილი ნიორი. კარტოფილს კანი გააცალეთ, ცხელივე დასრისეთ ჩანგლით და წაუსვით სოუსი.