ქათამი ყველის სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი ქათმის ბარკლის ძირი, 400 გრამი მდნარი ყველის ფირფიტები, 4 კბილი ნიორი, წყალი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ბარკლის ძირები ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, ორი თითის დადებაზე რომ დაიფაროს. მოაყარეთ შავი პილპილი (მარილი, უმჯობესია, სულ ბოლოს მოაყაროთ). ხორცი შუშეთ დაბალ ცეცხლზე, 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ყველის ფირფიტები (ან კუბიკები), კარგად აურიეთ. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და 10 წუთის განმავლობაში თბილად გააჩერეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი გემოვნებით და გახეხილი ნიორი. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი. შეგიძლიათ, მიირთვათ შემწვარ კარტოფილთან ერთად.