ანეკდოტები
– აუ‚ მაგარი სიზმარი მესიზმრა: ოთხ მტვირთავს ჩემი ხელფასი მოჰქონდა...
– ახდენას ტყუილად ნუ ელოდები‚ კუპონების დრო დაგსიზმრებია...
***
გამოიგონეს ახალი საათი – რამდენ გინებასაც „გაიგონებს“‚ 1 დანაყოფით წინ მიდის. დააყენეს რესტორნებში. 24 საათის შემდეგ მივიდნენ იმერულ რესტორანში შესამოწმებლად. ხედავენ, საათი 5 წუთით წინაა; ქართლის რესტორანში – 20 წუთით წინ. კახეთის რესტორანში საერთოდ აღარ დახვდათ. – სად წაიღეთ საათი? – იკითხეს. – ეგა საათი იყო? ჩვენ კიდენა, ვიფიქრეთ‚ ზამთარში ვინტილატორი რა ჩემ... გვინდაო და მოვხსენით...
***
დაიხსომეთ‚ თუ თქვენი ცოლი დაქალთან საუბრისას ამბობს: „გოგო‚ ჩემიც ეგრე“... – ალბათობა იმისა‚ რომ გაქებენ, ნულის ტოლია.
***
სვანმა პატრულმა ქალი გააჩერა – მართვის მოწმობა მაჩვენეთო.
– ეგ რა არის?
– აი‚ რაზეც თქვენი სახეა გამოსახული.
ქალმა კარგა ხანს იჩხრიკა ჩანთაში და ბოლოს ამოიღო სარკე‚ ჩაიხედა და პატრულს მიაწოდა. პატრულმა დახედა სარკეს:
– მაშინვე გეთქვა‚ პატრული რომ იყავი!
***
ორგანიზაციამ დირექტორის თანაშემწის ვაკანსია გამოაცხადა. მოთხოვნა – საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება‚ კომპიუტერისა და უცხო ენების ცოდნა.
დაიწყო ქასთინგი. დირექტორთან შედის ძაღლი... ორ ფეხზე‚ ბეწვი უბრწყინავს‚ მიესალმა იქ მსხდომებს‚ დაჯდომის უფლება ითხოვა და სავარძელში მოკრძალებულად ჩაჯდა.
ყველა გაოცებული უყურებს.
– აბა, გვაჩვენეთ‚ რა შეგიძლიათ‚ – მიმართა დირექტორმა.
ძაღლი კომპიუტერს მიუჯდა‚ ხუთ წუთში შეადგინა შეთავაზებულ თემაზე დოკუმენტი – მოკლედ ჩამოყალიბებული‚ გასაგები აზრით‚ სტილისტურად გამართული და გრამატიკულად უშეცდომო‚ გაგზავნა მითითებულ მისამართზე‚ შემდეგ მცირე პროგრამაც შექმნა. ყველა შოკშია.
– რომელი უცხო ენა იცით?
– მიაუ...
***
ზარმაცები ყველაფერს აკეთებენ სწრაფად‚ რომ სამუშაო დროზე დაამთავრონ და ხარისხიანად‚ რომ მეორედ არ მოუწიოთ გაკეთება...
***
კითხვაზე: „რას აკეთებ?“ მარტო ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მოისმინო პასუხი: „არაფერს‚ ვმუშაობ“.
***
როცა დალევ‚ აუცილებლად გაგახსენდება‚ რამდენი ადამიანი ელოდება შენს ზარს სწორედ ახლა... ღამის ორის ნახევარზე...
***
„ხვალიდან ადრე დავიძინებ‚” – ეს იგივეა‚ რაც „ხვალიდან სიგარეტს ვაგდებ‚” ან – „ხვალიდან დიეტაზე გადავდივარ...”