კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა, ავტომობილის გამოცვლა. მაქვს ორი ვარიანტი – უნდა ვიყიდო „ჰიუნდაი” ან „კია”. ფასით და კლასით არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. რომელ ბრენდს მირჩევთ? ვიზუალურად „კიას” მოდელები უფრო მომწონს.

პასუხი: ზოგადად, ბოლო წლებში „ჰიუნდაიმ” არა მარტო „კია”, არამედ ბევრი ცნობილი ბრენდიც კი დათრგუნა. ასე რომ, ამ კითხვის პასუხად, ბევრს არ ვიფიქრებ, რადგან პრაქტიკულობით, ნაკლები სერვისის მოთხოვნით და კიდევ სხვა მრავალი კომპონენტის უპირატესობით, ერთმნიშვნელოვნად გირჩევთ „ჰიუნდაის”.  

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს დედალ-მამალი დისკი, რა განსხვავებაა მათ შორის და ხომ არ ნიშნავს ეს წინა და უკანა წამყვან თვლებში განსხვავებას?

პასუხი: პირველი, რაც თავიდანვე მინდა, ვთქვა: წინა და უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს სხვადასხვა ტიპის დისკები სჭირდება და როგორც არ უნდა მოგვეწონოს ის ვიზუალურად, დამოუკიდებლადაც კარგი რომ იყოს, თქვენს ავტომობილთან არაფერ შუაშია. თუმცა, „დედალ-მამალი” დისკი თვლების წამყვანობასთან კავშირში არ არის. წინა წამყვანი ავტომობილის გული გარეთ არის გამოწეული, ხოლო საბურავთან უფრო ახლოს, წრე შიგნითაა შეწეული. უკანა წამყვანზე კი პირიქით – გული სიღრმეში შედის, ანუ შიგნით არის შეწეული, ზედა წრე კი, გარეთ გამოდის. დედალ-მამალი დისკი მხოლოდ სპორტული ავტომობილისთვისაა განკუთვნილი. სპორტულ, უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ მანქანაზე, წინ და უკან სხვადასხვა ტიპის, „დედალ-მამალი” დისკები დგება და უკანა დისკების ზედა წრე კიდევ უფრო ღრმად არის გაგანიერებული. რადგან „უკანა წამყვანი” ავტომობილის მოცურების ალბათობა გაცილებით დიდია, მას რაც შეიძლება განიერი საბურავი სჭირდება, რომ მოჭიდება მეტი ჰქონდეს და უკანა მხარე მდგრადი იყოს. სწორედ ამიტომ არის დისკის გულიც შიგნით შეწეული, რომ ბორბალი რაც შეიძლება გარეთ დადგეს ავტომობილისგან, ანუ გარეთ გამოვიდეს. სტანდარტულ დისკს თუ დააყენებთ, ძარასთან მიმართებაში საბურავი სწორად დადგება და უფრო ვიწრო ბაზა გექნებათ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”, 1993 წლის, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი” გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. მაინტერესებს, რა ღირს ეს დეტალი? საერთოდ, შეიძლება თუ არა მანქანის მართვა, სანამ ამ დეტალს შევიძენ ან სხვა გზით მისი შერემონტება?

პასუხი: დავიწყოთ ჰაერის მზომის ფასით – სერიოზული განსხვავებებია ფასში იმის მიხედვით, თუ რომელი ფირმის ნაწილს იძენთ. კარგი ხარისხის „ვოზდუხამერი” საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე, ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში” შეიძინოთ. სადაც მართალია, ნახმარ, მაგრამ სამაგიეროდ, მანქანის ორიგინალ ნაწილს იშოვით. მით უფრო, რომ ამ ავტომობილის ნაწილები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება მანქანის მართვას ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გაფუჭებული ჰაერმზომი სხვა არც ერთ დეტალს არ დააზიანებს, მაგრამ წვას სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს არის ის ნაწილი, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და საწვავს უფრო დიდი რაოდენობით აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი რაც შეიძლება მალე შეცვალოთ.     

 

скачать dle 11.3