კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა ასაკში უნდა მივიყვანო ძაღლი ვეტერინართან? ჯერჯერობით ძაღლი არ მყავს, ველოდებით ლეკვის დაბადებას და წინასწარ მაინტერესებს ვეტერინართან ვიზიტების შესახებ ინფორმაცია. 

პასუხი: როცა ლეკვს მოგიყვანენ, თუ ის წინა პატრონს არ მიუყვანია ვეტერინართან, მაშინ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან, თუ ძაღლი არასდროს გყოლიათ, არასდროს გეცოდინებათ მოვლის წესები. ვეტერინარი დაგეხმარებათ, გასწავლით როგორ მოუაროთ ლეკვს  და შეგირჩევთ კვების რეჟიმს; ასევე, ლეკვის ასაკისა და ჯიშის შესაბამისად შეგიდგენთ პროფილაქტიკური ღონისძიებების გეგმას და ასე შემდეგ. რაც შეეხება კლინიკებს, უნდა შეარჩიოთ ისეთი, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. 

კითხვა: აუცილებელია, ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?

პასუხი: ძაღლების აცრა ერთი თვის კი არა, 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალი კლასიფიკაციის ვაქცინა შეიცავს რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს; ასეთია: ენტერიტი, ჰეპატიტი, ძაღლის ჭირი, პარაგრიპი, ლეპტოსპიროზი და ძაღლსაშენების ხველების სინდრომი. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები მისი გადარჩენის საშუალებას იძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე მეტად საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, ენტერიტი კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ენტეროვირუსი  და ვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით. ეს იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ, ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ მისი სუნი, ცხოვრებაში აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, გულისცემა აჩქარებული აქვს და თანდათან აპათიური ხდება.

კითხვა: გაზაფხულზე ცხოველებში არა ერთი პრობლემა იჩენს თავს. მითხრეს, სასურველია, თუ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ალერგიულ გამოვლინებებს მიაქცევთო. რისგან შეიძლება ალერგიის გამოწვევა? 

პასუხი: გაზაფხულზე ხეები ყვავილობას იწყებენ და ბევრი ძაღლისთვის პრობლემაც სწორედ აქედან იწყება. როგორც ვიცით, გაზაფხულზე ხშირია წვიმიანი ამინდები, წვიმის დროს კი აყვავებული ხეებიდან ჩამოირეცხება ყვავილის მტვერი, რომელიც, მიკრონაწილაკებთან, ტკიპებთან და ალერგენებთან ერთად, ჰაერს ამტვრიანებს, რამაც, შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ძაღლზე და სხვადასხვა ალერგიები გამოიწვიოს. ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მცენარისა და მტვრის ტკიპებისგან; ასევე, მწერებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიწვიონ კანის ინფექციები, ქავილი, ცემინება, თვალების სიწითლე, ცრემლდენა და სხვა ალერგიული რეაქციები. თუ თქვენს ძაღლს ალერგია აქვს, ამას ადვილად შეამჩნევთ, რადგან მას  აუცილებლად ექნება ქავილი და საკუთარი სხეულის ლოკვას დაიწყებს. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიხატოს ბეწვის ცვენითა და ქერტლის გაჩენით. ამ შემთხვევაში ბეწვი მალე ცხიმიანდება და ახასიათებს სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი. თუ თქვენს ძაღლს მსგავსი რამ შენიშნეთ, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ, რათა ზედმეტი გართულება არ მოჰყვეს. ამ დროს საჭიროა ზომების მიღება, რაც გამოიხატება იმაში, რომ, პირველ ყოვლისა, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მეტად სერიოზული პრობლემის გადაწყვეტაში.

 

скачать dle 11.3