კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისევ ჩანაცვლების დიეტა

ყველა მაღალკალორიულ საუზმესა თუ სასუსნავს აქვს შედარებით უფრო მსუბუქი და, შესაბამისად, უფრო სასარგებლო ალტერნატივა. მაგალითად: თუ ტკბილის ჭამა მოგინდათ, ჯობია, მიირთვათ სუფლე შოკოლადის გარსით, ვიდრე შოკოლადიანი „ბატონი“, რადგან, ერთ ცალ სუფლეში სულ რაღაც 3 გრამი ცხიმია, „ბატონში“ კი – რამდენჯერმე მეტი.

გიყვართ ბუტერბროდები? ცეხვილი პურის ორ ნაჭერზე დააწყვეთ მჭლე ლორის თითო თხელი ნაჭერი, სალათის ფოთოლი და პომიდვრის ნაჭრები. ასეთი ბუტერბროდი 50 პროცენტით მოგიმატებთ ენერგიას, თანაც, 70 პროცენტით ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ვიდრე თეთრი პურის ნაჭერზე დაწყობილი ძეხვი „სალიამი“.

პარადოქსია, მაგრამ, ბოსტნეულის, ხორცისა და პურის ჰამბურგერი გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სარდელები; თანაც, ნაკლებად ცხიმიანიცაა.

უცხიმო შებოლილი ხორცის, თუნდაც „საექიმო“ („დოქტორსკი“) ძეხვის ჯანმრთელი ალტერნატივაა უმად გამოყვანილი (გამომშრალი) უცხიმო ხორცის ნაჭრით მომზადებული ბუტერბროდი.

მართალია, მიწის თხილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ, 100 გრამი არაქისი 50 გრამ ცხიმს შეიცავს, მაშინ, როცა ამავე რაოდენობის მარილიან ჩხირებს სულ რაღაც 0,5 გრამი ცხიმის შემცველობა აქვს. ამიტომ, შეეცადეთ, ხელით მოაშოროთ გარედან მიკრული მარილის კრისტალები და მიწის თხილის ნაცვლად, ჩხირებით გაინებივროთ თავი.

თუ ჩირიან და თაფლიან „მიუსლის“ დილის საუზმეზე მიირთმევთ, სადილობამდე აივსებით ენერგიით, 1 ჩაის ჭიქა სიმინდის „ფანტელები” კი შაქრის მთელი დღის ნორმას შეგივსებთ. ალბათ, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომელი უნდა აირჩიოთ.

თვით დაბალცხიმიან არაჟანსაც კი სჯობია იოგურტი.

შაქარი ნატურალური თაფლით ჩაანაცვლეთ, მაგრამ, ზომაზე მეტი არ მოგივიდეთ.

ხორცეულიდან, უმჯობესია, ხბოს, ინდაურის ან კურდღლის ხორცზე შეაჩეროთ არჩევანი.

პურის ნაცვლად „ხლებცი“ მიირთვით, შემწვარი კარტოფილის ნაცვლად კი – კანიანად გამომცხვარი.

მაიონეზი საერთოდ ამოიღეთ მენიუდან და მის ნაცვლად ტომატ-პასტა გამოიყენეთ (შეგიძლიათ, ცოტა მდოგვი შეურიოთ).

ყველის მაგივრობას უცხიმო ხაჭო გაგიწევთ, ხოლო, თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ, უკოფეინო ყავაზე გადადით, ორივეს კი მწვანე ჩაი ან ლიმონიანი (უშაქრო) წყალი ჯობია.

скачать dle 11.3