კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: აღდგომის შემდეგ კვირაში ქორწილი მაქვს და, მინდა, ძალიან კარგად გამოვიყურებოდე. როგორ მოვუარო კანს, რომ ქორწილისთვის განსაკუთრებულად ლამაზი ვიყო?

პასუხი: საკმაო დრო გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი კანის ხარვეზები გამოასწოროთ.

კვირაში ორჯერ გაიკეთეთ პილინგი სახეზე, ყელზე, დეკოლტესა და ხელებზე (არ არის სასურველი უხეში პილინგის გაკეთება). თუ კანი შეგიწითლდათ, არ შეგეშინდეთ, რამდენიმე დღეში გაგივლით. შემდეგ, ასევე კვირაში ორჯერ, გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღბები (როგორც კანზე, ისე თმაზე), მცენარეული ნახარშების აბაზანები და კონტრასტული შხაპი, რათა სხეულის კანი გახდეს მკვრივი და ელასტიკური. გარდა ამისა, აუცილებელია (კვირაში ერთხელ) მასაჟის გაკეთება როგორც სახეზე, ისე მთელ სხეულზე. ქორწილის წინა დღეს კი გაიკეთეთ შოკოლადის ან თაფლის მასაჟი (თუ ალერგიული ხართ, თაფლისგან თავი შეიკავეთ).

თუ ქორწილის წინა დღეებში ან ქორწილის დღეს სახე ან თვალები შეგიშუპდათ, გამოიყენეთ წყალმცენარეებისა და კოლაგენის შემცველი მომენტალური ნიღაბი (შეგიძლიათ, პროფილაქტიკისთვის, წინასწარ მოიმარაგოთ) მას კანიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე და ჭიმავს კანს.

კითხვა: როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოს პატარძალმა, რომ დახვეწილი გარეგნობა ჰქონდეს?

პასუხი: იმისთვის, რომ კოსმეტიკა არ ჩამოეღვენთოს, მაკიაჟის ქვეშ პატარძალმა (და სხვა ქალბატონებმაც) უნდა წაისვას „ბაზა“; საქორწილო მაკიაჟისთვის კი გამოიყენოს პასტელის ფერები, რომელთაგან უპირატესობა უნდა მიანიჭოს „ჩრდილებისა“ და პომადის ატლასისებურ ტექსტურას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალებს – მიანიჭეთ მათ სიღრმე და იდუმალი გამომეტყველება. გარდა ამისა, აუცილებელია, იზრუნოთ ღიმილზე – ის უნდა იყოს მომხიბლავი და დამაბრმავებელი.

კითხვა: მაინტერესებს, საჭირო ნივთიერებების რამდენ პროცენტს შეიწოვს კანი კოსმეტიკური საშუალებებიდან და რამდენს – საკვებიდან?

პასუხი: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოსმეტიკური საშუალებებიდან კანი შეიწოვს საჭირო ნივთიერებების 20 პროცენტს, ხოლო საკვებიდან – 80 პროცენტს.

კითხვა: რომელი საკვების მიღებაა აუცილებელი იმისთვის, რომ კანი ნაადრევად არ დაბერდეს და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს?

პასუხი: დილაობით აუცილებელია, მიირთვათ უცხიმო „ჰერკულესის“ ფაფა თაფლით; მცენარეული ზეთები და ჩაი (ამავე პროდუქტებით, შეგიძლიათ, მოამზადოთ შინაური ნიღბები), ხილი, ბოსტნეული, რძისა და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ჩვეულებრივი სასმელი წყალი.

 

скачать dle 11.3