რა ხდება რევმატიზმის გამომწვევი მიზეზი
რა ხდება რევმატიზმის გამომწვევი მიზეზი
რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ხდება ინფექცია, შემდეგ კი, ორგანიზმის დასუსტების გამო, დაავადება გრძელდება. რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან. ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება.
ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებს არა მარტო ბაქტერია სტრეპტოკოკზე, არამედ, ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზეც და იწვევს მის დაზიანებას. თუ ეს მოხდა, მაშინ ვითარდება რევმატიზმი, რომელიც პერიოდული გამწვავებით დიდხანს გრძელდება.
რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება შემაერთებელი ქსოვილისგან აგებული ორგანოები, კერძოდ, გულის სარქველები, სახსრები, გულის კუნთი. გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს. რევმატიზმის პირველი შეტევა, შემდგომ კი მისი გამწვავებები, დაკავშირებულია ტონზილიტთან, ანუ, ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებასთან. შესაძლოა, ეს გამოვლინდეს სახსრების ანთებით – პოლიართრიტით: იწყება ტკივილი სახსრებში, ხდება მათი შესიება, შეწითლება, იზღუდება მოძრაობა. თუმცა, რევმატიზმისგან გულის დაზიანება სახსრების ანთების გარეშეც შეიძლება მოხდეს. გულში ვითარდება რევმატიული ანთება, ანუ, რევმატიული კამდიტი. ანთებაში ჩართულია შიგნითა გარსი და სარქველები; გულის კუნთი და გულის გარეთა გარსი. შიდა გარსისა და სარქველების დაზიანების შედეგად, შეიძლება, ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ხშირად ფარულად მიმდინარეობს.
ყოველი გამწვავების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს გულის სარქველოვანი აპარატი და კუნთი. ამიტომ, რევმატიზმით დაავადებული ადამიანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.
რევმატიზმის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი. მკურნალობა უნდა უტარდებოდეს ანტიბიოტიკებით, არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებებით. ანთებითი პროცესის დიდი აქტიურობის დროს ავადმყოფს უნიშნავენ ჰორმონებს. რევმატიზმის გამწვავების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია, წელიწადში ორჯერ მაინც, ავადმყოფმა პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროს.
რევმატიზმის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს სტრეპტოკოკული ინფექციური კერების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. ყველაზე მეტად ეს ეხება ქრონიკულ ტონზილიტს.
თუ ხშირად გტკივათ ყელი და გაქვთ ჩირქოვანი ტონზილიტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან, ეს, შესაძლოა, იყოს რევმატიზმის განვითარების საწყისი ეტაპი.
რომელი ხილი და ბოსტნეული წვავს ორგანიზმში დაგროვილ ცხიმებს ყველაზე ეფექტურად
აუცილებელია, რომ ადამიანმა დიდი რაოდენობით ჭამოს ცხიმის დამწველი პროდუქტი. ასეთ პროდუქტებში კი შედის ყველა ის საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო დაბალი ენერგეტიკული ღირებულებებით, არამედ, ცხიმების დაწვის მაღალი უნარით.
ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ბევრი გასახდომი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.
ავოკადო ცხიმიანი ხილია, მისი ცხიმი კი განსაკუთრებით სრულფასოვანი ცხიმმჟავაა, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის. ავოკადოს ნაყოფი ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, ამავდროულად, აქვეითებს ინსულინის დონეს და მავნე ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილებას თრგუნავს.
ცხიმების დაგროვების შემფერხებლად ითვლება პარკოსნები – ბარდა და სოია. ეს მცენარეები შეიცავს საპონინებს, რომლებიც ქოლესტერინის მოლეკულებს დროებით აჩერებენ, ანუ, მანამდე, სანამ ისინი ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდებიან.
სტაფილოსა და ვაშლში შემავალი პექტინი საკვებ მასას ასქელებს და ნაწლავებისკენ უბიძგებს; ასევე, აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ცხიმების გარდაქმნას ცხიმუჯრედებად. უცხიმო პროდუქტების დიეტური ღირებულება კი ის არის, რომ, ცხიმების დაბალი შემცველობის გამო, შეგიძლიათ, რაციონში შეუზღუდავი რაოდენობით ჩართოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ბოსტნეულსა და ხილს. მათში კალორიები ცოტაა, სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი და სასარგებლო ფიტონაერთი.
კომბოსტო, სალათის ფოთლები და კიტრი შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ. მათ ორგანიზმიდან გამოაქვთ ზედმეტი სითხე და საჭმლის მონელების პროცესს უწყობენ ხელს.
პომიდორი მდიდარია კალიუმით, რომელიც არეგულირებს წყალ-მარილის ცვლას ორგანიზმში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წონის სტაბილურობისთვის. ასევე, ამ მხრივ კარგია ვაშლის ძმარი: გახსენით 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში და უზმოზე დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით; დღის განმავლობაში კი, სადილამდე და ვახშმამდე ათი წუთით ადრე, დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ის ბევრ ვიტამინს შეიცავს და ცხიმების დაწვის უნარი აქვს.
რაც შეეხება მწვანე ჩაის, მის შემადგენლობაში ბევრი პოლიფენოლია, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ამით მეტი კალორია იწვება.
როგორ ვუმკურნალოთ ქრონიკულ რადიკულიტს და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება
რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. ანთება დაზიანებული ფესვების საინერვაციო ზონაში ვითარდება, ყველაზე ხშირად კი კისრის ქვემოთ და გავა-წელის არეში. დაავადებას ქრონიკული და განმეორებადი ხასიათი აქვს. ის ხშირად მას ემართება, ვინც თავს მძიმე, ფიზიკური შრომით იტვირთავს, უწევს არასასურველი ტემპერატურისა და მეტეოროლოგიურ პირობებში ყოფნა.
კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოსტეოქონდროზი. რადიკულიტის კლინიკური სურათის ჩამოყალიბება-გამომჟღავნების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების არსებობას. კერძოდ, ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს, პოდაგრას, ავიტამინოზს, C ვიტამინის ნაკლებობას, ტრავმას, გაციებას, ინფექციას, ინტოქსიკაციას და ასე შემდეგ.
გავა-წელის რადიკულიტი იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ წვივზეც გადადის. ამ დროს სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. გავა-წელის რადიკულტს ხშირად თან სდევს ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმვა. გავა-წელის რადიკულიტის მიმდინარეობას შესაძლოა, მოჰყვეს სისხლის წნევის მომატება, ტკივილები პერიფერიული სისხლის მორფოლოგიურ სურათში და ასე შემდეგ. გავა-წელის რადიკულიტის მსგავსი სურათი ზოგჯერ ზურგის ტვინის სიმსივნეების, თირკმლისა და შარდ-სასქესო კენჭოვანი დაავადებების, გინეკოლოგიური პათოლოგიების დროსაც ვითარდება. ამიტომ, სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
დაავადების მწვავე პერიოდში მკურნალობის პირველი და აუცილებელი პირობაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. გარკვეულ შედეგს იძლევა სხვადასხვა ფიზიოპროცედურა. ქრონიკულად მიმდინარე რადიკულიტის დროს კარგია ტალახის, გოგირდისწყალბადიანი აბაზანები, პროფილაქტიკისთვის კი – კომპრესი. ის რეფლექტორულად მოქმედებს მტკივნეულ ადგილას, არეგულირებს ნერვ-კუნთოვანი ელემენტების მუშაობას და ამით ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს ქმნის.
ქრონიკული რადიკულიტის დროს კარგია სპეციალური ვარჯიშები. დისკოგენური რადიკულიტის დროს კი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად, მთავარია, სამუშაო პირობების მოწესრიგება, უხეში მოქმედებებისა და დიდი ტვირთისგან თავის დაცვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ყურადღების გამოჩენა და ასე შემდეგ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების პირველივე გამწვავებისას, სრული სამკურნალო კურსის ჩატარება და ორგანიზმის გაკაჟება სამკურნალო, ექიმის მიერ დანიშნული მასაჟითა და ვარჯიშებით.
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გაზაფხულისთვის გამყარება სჭირდება
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება განსაკუთრებით გაზაფხულზე სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა. აუცილებელია, პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა საკმაოდ ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში და მთელი რიგი პრობლემები არ წარმოქმნას. C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას. ნიორი, ხახვი და ლიმონი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს. მიკრობებს მისი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“ – საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსი უკან იხევს.
A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მასში სასურველია ლიმონის დამატება.
რინოვირუსები ბინადრობენ თვალებსა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში და ხელისგულებში. ამიტომ, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ არის მიზანშეწონილი. ის ნივთები კი, რომლებსაც სურდოიანი ადამიანი ეხება ხელით, სპირტით უნდა გაწმინდოთ.
სურდო არ ხვდება მას, ვინც დღეში 2 გრამ C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილ-ბოსტნეულს ჭამს.
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ. გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია – დანაყილი სამი კბილი ნიორი მოათავსეთ დოლბანდზე და ხუთი წუთის განმავლობაში ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი.
ყოველდღიურად რომელი საკვების მიღებაა აუცილებელი ჰიპერტონიკებისთვის
წნევიანმა ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს კვების ყოველდღიურ რაციონს. წნევას შეუმჩნევლად დაბლა სწევს ცოცხალი მწვანილი; ასევე, ძალიან სასარგებლოა დღეში 40-50 გრამი ნიგვზის ჭამა.
შესანიშნავად წმენდს და აფართოებს სისხლძარღვებს ნატურალური თაფლი, მწვანე ხახვი და ახალი ნიორი.
სისხლძარღვოვან ტონუსს აწესრიგებს წყალში გაზავებული ახალგამოწურული ჭარხლის წვენი (დღეში 1 ჭიქა).
ჰიპერტონიკებისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია პომიდორი, რადგან ის შეიცავს ბევრ კალიუმს. მარილის მიღება კი უნდა შეზღუდოთ; ასევე, მენიუდან გამორიცხეთ კარაქი და ცხიმიანი ყველი. ჭამეთ ქათმისა და საქონლის მჭლე ხორცი, თევზეული; მოერიდეთ ქონიან და შემწვარ ხორცს.