კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები

კოტდივუარელი იაია ტურე აფრიკის კონტინენტის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვაში არაერთი სხვა ცნობილი აფრიკელი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას, რომელთა შესახებ დღეს მოგაწვდით ცნობებს.

ისლამ სლიმანი

ალჟირი – „სპორტინგი” (პორტუგალია)

25 წლის თავდამსხმელმა ფენომენალური შედეგიანობა გამოავლინა და, სწორედ მისი დამსახურებით, ალჟირის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ  2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. ერთი წელია, რაც სლიმანი ნაკრებში ასპარეზობს და უკვე მოასწრო 9 გოლის გატანა 16 მატჩში. შედეგიანი ფორვარდით უმალ დაინტერესდნენ ევროპული კლუბები და ალჟირის „ბელუჟდადის” ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად პორტუგალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ლისაბონის „სპორტინგის” ღირსებას იცავს.

მეჰდი ბენატია

მაროკო – „რომა” (იტალია)

მაროკოელი მეჰდი ბენატიასთვის სანაკრებო ასპარეზი წარუმატებელი გამოდგა. გუნდი ვერ მოხვდა მუნდიალზე, სამაგიეროდ, წარმატებით მიმდინარეობს მისი საკლუბო კარიერა. ბენატიას „რომა” იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მიმდინარე სეზონში, ხოლო თავად ბენატია კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

მოჰამედ სალა

ეგვიპტე – „ბაზელი” (შვეიცარია)

მეჰდი ბენატიას მსგავსად, მოჰამედ სალაც, ასევე, მუნდიალის გარეშე დარჩა, თუმცა, ეს სულაც არ აკნინებს მის ინდივიდუალურ მიღწევებს. სალა „ბაზელის” ლიდერად ჩამოყალიბდა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მისი უშუალო მონაწილეობით, ლონდონის „ჩელსის” ორჯერ დამარცხება მოხერხდა.

ჯონათან პიტროიპა

ბურკინა-ფასო – „რენი” (საფრანგეთი)

პიტროიპასთვის გასული სეზონი, ალბათ, საუკეთესო იყო კარიერაში. დრიბლინგის მოყვარული ფეხბურთელი „რენთან” ერთად საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა, ხოლო ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის ვერცხლის მედლები მოიპოვა. პიტროიპა გუნდისა და ნაკრების ჭეშმარიტი ლიდერია.

კვადვო ასამოა

განა – „იუვენტუსი” (იტალია)

კვადვო ასამოა ტურინული გრანდის ლიდერია, ხოლო განის ნაკრებთან ერთად ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და ეცდება 2010 წლის მუნდიალის მიღწევის გაუმჯობესებას, როდესაც ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა ურუგვაის ნაკრებთან. ასამოას კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას და ის აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება.

ჟერვინიო

კოტ’დივუარი – „რომა” (იტალია)

კიდევ ერთი „რომაელი” და კოტდივუარელი აღნიშნულ რეიტინგში. მას შემდეგ, რაც ჟერვინიომ ლონდონის „არსენალი” „რომაზე” გაცვალა, მან თითქოს ფერი იცვალა და საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. ნაკრებთან ერთად ის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

დიდიე დროგბა

კოტ’დივუარი – „გალათასარაი” (თურქეთი)

ლეგენდარული და უბერებელი დიდიე დროგბა სამჯერ იყო დასახელებული აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად და ამჯერად გამოკითხვაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. დროგბა „გალათასარაის” ლიდერი და თავისი ნაკრების კაპიტანია. 

ვინსენტ ენიემა

ნიგერია – „ლილი” (საფრანგეთი)

ენიემა აფრიკის საუკეთესო გოლკიპერია. ის ფენომენალურ თამაშს აჩვენებს საფრანგეთის ჩემპიონატში, სადაც რვამატჩიანი „მშრალი” სერია გამოაცხო. ენიემა, ასევე, ნიგერიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანია.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

გაბონი – „ბორუსია” (დორტმუნდი, გერმანია)

„გლოზე დაგეშილი ფორვარდი” – ასე ახასიათებენ პიერ-ემერიკ ობამეიანგს გერმანიაში, სადაც ის საფრანგეთის ჩემპიონატიდან გადავიდა. გასულ სეზონში ობამეიანგი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ მოექცა, ზაფხულში კი „დორტმუნდში” გადავიდა და უკვე მოასწრო 12 გოლის გატანა, რაც დებიუტანტი ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია.

იაია ტურე

   კოტივუარიელი ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის” ნამდვილი ლიდერი და ტვინია. მის გარეშე გუნდი შეტევას ვერ იწყებს და დაცვაშიც ასევე შეუცვლელია, ანუ უნივერსალური ფეხბურთელია. მავანი ექსპერტების მტკიცებით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაია ტურეს ტურნირად უნდა იქცეს.

скачать dle 11.3