კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Gino Paradise Tbilisi – პირველი და გრანდიოზული აკვაპარკი აღმოსავლეთ ევროპაში

ცხოვრებისა და დასვენების ახალი სტილი

 

Gino Paradise Tbilisi-ს დახურული აუზების კომპლექსი რელაქსაციისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. უჟანგავი ფოლადის სარელაქსაციო აუზში თქვენ გელით წყალქვეშა სავარძლები და ჰიდრომასაჟორები, სხვადასხვა შადრევანი, რომლებიც დაუვიწყარ შეგრძნებებს მოგანიჭებთ. საოცარ შეგრძნებებს განაცდევინებს თქვენს ბავშვებს საბავშვო აუზი: იქ განთავსებული სასრიალოები, წყლის გასართობი სოკოსა და ზღარბის ტიპის ატრაქციებით ნამდვილ დღესასწაულად უქცევს თქვენს შვილებს Gino Paradise Tbilisi-ს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას. ხოლო სვაროვსკის კრისტალების ნათება სრულიად უჩვეულო ატმოსფეროს შეგიქმნით რელაქსაციისთვის.

სარელაქსაციო დახურული  აუზი უფროსებისთვის

Gino Paradise Tbilisi-ს დახურულ შენობაში განთავსებული უჟანგავი ფოლადის საცურაო აუზი არ არის მხოლოდ აუზი – წყალქვეშ და წყალს ზემოთ უამრავი სიურპრიზი გელოდებათ. ატრაქციები ერთმანეთს ენაცვლება: აუზის ერთ მხარეს განთავსებული წყალქვეშა სკამები მასაჟისთვის აუზშივე გაძლევთ ჯაკუზის ეფექტს, ცენტრში განთავსებული შადრევანი თავსხმა წვიმაში მოგახვედრებთ, იქვე განთავსებული მეორე ტიპის შადრევნები კი მძაფრი შეგრძნებების მასაჟს განგაცდევინებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყოველივეს სვაროვსკის კრისტალების ნათება არაჩვეულებრივ ელფერს მიანიჭებს. რაც მთავარია, თქვენი განწყობის ასამაღლებლად და გასახალისებლად მუშაობს ანიმატორების ჯგუფი: მათი მიზანი თქვენთვის მხიარული გარემოს შექმნაა. ისინი თქვენთვის მოაწყობენ შეჯიბრებებსა და გათამაშებებს, რა თქმა უნდა, საჩუქრებით, რაც კიდევ ერთ დამატებით სასიამოვნო და დაუვიწყარ შტრიხს შესძენს თქვენს დასვენებას Gino Paradise Tbilisi-ს სამყაროში. 

სარელაქსაციო დახურული აუზი ბავშვებისთვის

აი, თქვენს პატარებს კი Gino Paradise Tbilisi-ს საბავშვო აუზში ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა ელით. არაჩვეულებრივი გემოვნებითა და ზღაპრის აქსესუარებით გაფორმებულ აუზში, რომლის სიღრმეც, სულ რაღაც, 30 სანტიმეტრია, რათა თქვენი პატარების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს, განთავსებულია უამრავი, სხვადასხვა ტიპის გასართობი:  ფერადი სასრიალოები, უჟანგავი ფოლადის ჰირომასაჟორები, სოკოსა და ზღარბის ფორმის შადრევნები, მთელ პროცესს თან სდევს მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზები, რაც ბავშვებს თავს ნამდვილი ზღაპრის გმირებად განაცდევინებს. ანიმატორები თქვენს შვილებს უამრავ გასართობსა და შეჯიბრებას შესთავაზებენ, რომ მათთვის Gino Paradise Tbilisi-ს სამყარო განუმეორებელ და ოცნებების ახდენის ადგილად იქცეს.

ადრენალინის ზონა – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი ტოპოგანი

თუმცა Gino Paradise Tbilisi არა მხოლოდ რელაქსაციის მოყვარულებისთვისაა იდეალური ადგილი. მათთვის, ვინც მძაფრ შეგრძნებებს ანიჭებს უპირატესობას, ფუნქციონირებს ადრენალინის ზონა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს თავგადასავლების მოყვარულებს: 30 მეტრი სიმაღლის წყლის სასრიალო კოშკი ტოპოგანით, საიდანაც არაჩვეულებრივი პანორამული ხედი იშლება.

რაც მთავარია, Gino Paradise Tbilisi-ს ტოპოგანს არ აქვს ანალოგი არა მხოლოდ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, არამედ – მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი  – 31-მეტრიანი სასრიალოების ერთობლიობა. სასრიალო კოშკზე თქვენ 6 სხვადასხვა სასრიალო მილი გელით. თუ „კოსმოსურ“ სამყაროში მოგზაურობაზე ოცნებობთ, თქვენ აუცილებლად შავი მილი უნდა აირჩიოთ სასრიალოდ; წითელი მილი კი მოგცემთ საშუალებას, განავითაროთ 60 კმ/სთ-მდე სიჩქარე! მათ განკარგულებაში კი, ვინც ზომიერი სრიალის მოყვარულია, ცისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი მილებია. აქვე გეტყვით, რომ ლურჯი მილები აბსოლუტურად იდენტურია, რაც მეგობრებთან შეჯიბრებისთვის იდეალური საშუალებაა.  

ტოპოგანზე მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ კი განტვირთვის იდეალური ადგილია Gino Paradise Tbilisi-ს Wellness & Spa (ველნეს და სპა ცენტრი), სადაც გელით ალექსანდრე მაკედონელისეული 24-კარატიანი ოქროს ტახტი, 8 სხვადასხვა ტიპის საუნა; ტეპიდარიუმი და შხაპი გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით; გამოქვაბული წყაროს ცივი წყლით, სადაც ცივი და თბილი წყლებით სავსე ქვიანი სავალი ბილიკი მიგიყვანთ.

Excellent  ზონაშია პრივატული „ფინური საუნა“, „მცენარეული საუნა“, „ყინულისა  და თოვლცვენის ოთახი“. კლეოპატრას, ოქროთი მოპირკეთებულ აბაზანებში, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მიიღოთ  შამპანურის,  ღვინის,  მენთოლის,   ყვავილებისა თუ რძის  სარელაქსაციო  აბაზანები. 

ნატურალური ხისგან დამზადებულ და 36 გრადუსამდე გამთბარი ლუდით შევსებულ ჯაკუზ „ლუდის კათხაში“ შეძლებთ, ინებივროთ და იქვე დააგემოვნოთ ცივი ლუდი. განიტვირთოთ ტეპიდარიუმში – ბუხრითა და მოსასვენებელი გამთბარი სავარძლებით; თბილი და სარელაქსაციო აუზით, შხაპით წვიმის ეფექტით.

скачать dle 11.3