კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ უტყდება საკრებულოს თავმჯდომარე თანაკლასელ ცოლს და რას აკერვინებდა მას მთელი ღამე

 23 წელია, რაც ირაკლი შიხიაშვილმა ცხოვრება თანაკლასელს, ეკა ასათიანს დაუკავშირა. თბილისის საკრებულოს „ხმაურიან” ხელმძღვანელს მშვიდი და გაწონასწორებული მეორე ნახევარი ჰყავს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მის ხასიათს ყველაზე მოხერხებულად აბალანსებს. ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავს და ნაბოლარა გაბრიელი ოჯახის ყველაზე გავლენიან წევრად ითვლება, რომელიც პოლიტიკაში ჩართულმა მამამ უფროსებს „გადააბარა”. როგორ ცხოვრობს საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი და რატომ აკერვინა ირაკლი შიხიაშვილმა მომავალ ცოლს დროშები, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ, რომლებმაც იმ პერიპეტიების შესახებაც გვიამბეს, რაც მათ ცხოვრებას ბოლო ორი წელია, ნამდვილად არ აკლია.

 

ეკა ასათიანი: ჩვენი  სიყვარულის ისტორია სკოლაში დაიწყო. მე და ირაკლი თანაკლასელები ვიყავით; იყო პერიოდი, როცა  ერთ მერხზეც კი ვისხედით. სკოლის ბოლო წლებში ირაკლი განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა, მისი შიშით ახლოს ვერავინ მეკარებოდა (იცინის).

ირაკლი შიხიაშვილი: ეკამ იცოდა, რომ მიყვარდა.  როცა ვუთხარი, მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდე-მეთქი, ღმერთმა დამიფაროს ამისგანო. ნახავ, თუ ასე არ იქნება-მეთქი, „დავემუქრე” და სკოლის დამთავრებიდან ორ წელიწადში ეს მუქარა ავუსრულე.

– რატომ ვერ იყოლიებდით მომავალ მეუღლეს სიყვარულზე?

– ეკაც და მეც კარგი მოსწავლეები ვიყავით, ეკა მარტო სწავლაზე ფიქრობდა, ის იყო ადამიანი-დისციპლინა.  მე კი, სწავლასთან ერთად, სხვა „აქტიურობებითაც” გამოვირჩეოდი, მათ შორის – ქუჩაშიც, რაც ეკას მაინცდამაინც არ მოსწონდა. იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. მამაჩემი 31-ე ქარხნის საამქროს პარტკომი იყო და ღამით პროკლამაციებს ვაკვრევინებდი. მთელი კლასი ავიყოლიე და, ერთხელ ჩემს თანაკლასელ გოგონებს, მათ შორის – ეკას, მთელი ღამე დროშები ვაკერვინე, რომ მეორე დღეს სკოლასთან გამომეკიდა.  

– როგორ დაიწყეთ ოჯახური თანაცხოვრება?

ეკა: ჩვენი შეუღლებიდან ძალიან მალე დაიწყო ომი აფხაზეთში და ირაკლი ომში წავიდა.  ძალიან ბევრი მძიმე დღე გავიარეთ იმ პერიოდში. ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან გვეხმარებოდნენ მშობლები, ყველაფერში  გვერდში გვედგნენ. 

ირაკლი: ჩემი სიდედრი და დედაჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. ჩემს სიდედრს ძალიან ვუყვარდი და დღემდე ასე გრძელდება ეს ურთიერთობა. მისთვის სიძე კი არა, ღვიძლი შვილივით  ვარ. 

– ანუ, სიდედრებზე ანეკდოტებს არ ყვებით?

– არათუ არ ვყვები, ჩემთან სიდედრებზე ანეკდოტებს ვერ ყვებიან. მზია ჩემი მეგობარი და ძმაკაცია, მასზე ანეკდოტს ვიკადრებ?! (იცინის).

– ეკა, როგორ გახსოვთ მეუღლის პირველი საქმიანი ნაბიჯები? 

ეკა: ირაკლის პირველი  სამსახური იყო სპეცდანიშნულების დანაყოფი, ის დრო რთულად მახსოვს.  სულ საომარ სიტუაციებში იყო, არ მოდიოდა სახლში. როდესაც იცი, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი მძიმე საქმეშია ჩართული, იოლი არაა. 

ირაკლი: ხშირ შემთხვევაში მარტო ეკამ იცოდა ხოლმე, სად ვიყავი. ახლაც ასეა, ნებისმიერ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას პირველ რიგში ეკას ვეუბნები; რამე რომ მოხდეს, მან უნდა აიღოს მთელი ოჯახის ტვირთი. ინფორმირებული ადამიანისთვის  უფრო იოლია გაძღოლა.  ეკას  აზრს ყველაფერში  მნიშვნელობას ვანიჭებ. შეიძლება, არ გამოვუტყდე, რომ  მისი ნათქვამი მოვისმინე, მაგრამ, ვიცი, რომ, რასაც ამბობს, სწორია და ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. პირველად ეკას გავანდე ჩემი გადაწყვეტილება, როცა გავაკეთე ყველასთვის ცნობილი  განცხადება. როგორ ტრაფარეტულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, როცა ვიცი, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო, ჩემი, თუნდაც მცირე წვილილი შევიტანო სიკეთის გაკეთებაში, უკან არ დავიხევ. ხმები, ჭორები, სკანდალები გეზს ვერ შემაცვლევინებს.  ყოველთვის გამოვნახავდი ხოლმე რამეს, რომ ცხოვრება უფრო რთული, მაგრამ, საინტერესო  ყოფილიყო (იცინის).  

– ახლა მაინც განსაკუთრებულ ამბებში  ხართ.  ეკა, როცა  სრულიად თბილისი ირაკლი შიხიაშვილზე ლაპარაკობს, იოლია ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება?

ეკა: ვერ ვიტყვი, რომ ეს ხმები არ მანერვიულებს და არ განვიცდი, თუმცა, მე ვიცი სინამდვილე; ვიცი, ვინ არის ჩემი მეუღლე, როგორია, რისთვის იბრძვის; ამიტომაც, ის ხმები, რაც ჩემამდე მოდის, ისე ძნელად ასატანი აღარაა. ხასიათი მაქვს ისეთი, ჩემს განცდებს სხვას არ შემოვახვევ; როცა ვნერვიულობ, ირაკლისაც კი არ ვეუბნები. 

– არასდროს გითქვამთ საყვედური, რომ თქვენი მშვიდი ცხოვრება პოლიტიკურად ააფორიაქა?

– არა, მე ძალიან არაპოლიტიზებული ადამიანი ვიყავი. არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა, ვინ რისი მინისტრი იყო, ვინ ვისი მოადგილე.  ახლა მეც ძალიან პოლიტიზებული გავხდი. როცა  ტელევიზორში ვხედავ, ვიღაც ირაკლის შესახებ რაიმეს ამბობს, ვურეკავ და ვეუბნები, ამან ეს თქვა შენზე-მეთქი (იცინის). 

– საზოგადოებაში თქვენს პირველ გამოჩენას დიდი რეაქცია მოჰყვა, როგორ დაგავიწდათ კომპანია, რომლის ოფიციალური მეწილე თქვენც იყავით?

– ეს თემა მე კი არა, ირაკლისაც დავიწყებული ჰქონდა. მერე გამახსენდა, რომ ოთხი წლის წინ მოხდა კომპანიის დაფუძნება და იქ დამთავრდა ყველაფერი. ჩვენი მონაწილეობა ამ კომპანიაში მხოლოდ ამით შემოიფარგლა და ამიტომაც არ მიგვიჩნევია ეს საკითხი მნიშვნელოვნად. ჩვენ რომ ამ თემის  დამალვა გვდომოდა, დამიჯერეთ, ქონებრივი დეკლარაციიდან არ გამოგვრჩებოდა. 

ირაკლი: ჩემმა  მეგობარმა, ერთი მეგობრის ადგილზე არყოფნის  გამო, კომპანიის დარეგისტრირების დროს კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ ეკა გააფორმა. მე ვიცი, რომ ქართულ რეალობაში ამის დაჯერება უჭირთ, მაგრამ ეს მართლაც ასეა. დეტალებით არასდროს დავინტერესებულვარ, თუმცა, ვიცი, რომ ჩემს მეგობარს  ის ბიზნესი არ გამოუვიდა, რის შემდეგაც იმ ადამიანმა ფირმის საქმიანობა გააგრძელა სხვა პროფილით და, როგორც ახლა გავიგე, ასფალტის დაგებით ყოფილა დაკავებული.  ეკას უთხრეს, შეგიძლიათ, იჩივლოთ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო. ვის უნდა ვუჩივლოთ? ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს და იმ ადამიანმა  წილი რაში უნდა მოგვცეს?  ახლა უკვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს წილი ვინმემ გადაიფორმოს, თუნდაც ის  „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი იყოს. 

ეკა: მე და ჩემს მეუღლეს  გვყავს სამი შვილი – ესაა ჩვენი საზიარო, ყველაზე დიდი ქონება. ჩემს სახელზეა მიწის ნაკვეთი მამკოდაში, სადაც მამაჩემს დიდი ხანია, აგარაკი აქვს აშენებული. ეს სახლიც, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი დაოჯახებიდან ძალიან მალე შევიძინეთ ერთად.  დღემდე ამ სახლში ვცხოვრობთ და სხვაგან გადასვლაზე არც ვფიქრობთ.  ამას წინათ, როცა ირაკლის მილიონებზე დაიწყეს ლაპარაკი, დავურეკე ირაკლის და ხუმრობით ვუთხარი: მილიონები რომ გაქვს, გია ხუროშვილისგან უნდა ვიგებდე-მეთქი? (იცინის).    

ირაკლი: ძალიან  მძიმე დღე მქონდა და, უცებ – ეკას ასეთი ზარი. რა მილიონებზე მელაპარაკები-მეთქი, – გავიკვირვე. მილიონების რა გითხრათ, მე იმ სივრცითაც კმაყოფილი ვარ, სადაც ვცხოვრობთ.  დროდადრო  ეკა ცოტაოდენ ფულს „გამომწიწკნის” ხოლმე და სახლში მოსულს ან კარადა დამხვდება, ან რამე სხვა, საჭირო ნივთი.

–  ეკა, მეუღლეს ფინანსების „გამოწიწკვნა”  სჭირდება?  

ეკა: კომფორტი უყვარს, თუმცა, ეს კომფორტი   ძირითადად  ჩემი საზრუნავია. ძუნწი ნამდვილად არაა. არ ენანება ფული საჩუქრებში, ყვავილებში; ბედნიერია,  როცა სხვებს სიხარულს  ანიჭებს, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც გაბრიელს ანებივრებს. გაბრიელი არის ყველაზე შეიარაღებული მამაკაცი, იმდენი სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი აქვს. ირაკლიმ  ბოლო დროს  მთავარი ოჯახური საზრუნავებისგან თავად გაითავისუფლა თავი. მიზეზი საპატიოა – ბევრი საქმე აქვს და არ სცალია, სხვა მხრივ კი ჩვენი  ცხოვრება ირაკლის საკრებულოს თავმჯდომარეობას საერთოდ არ შეუცვლია, ამ მდგომარეობას მინუსი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – ხიბლები. ამდენ კრიტიკას არ  ვიყავით მიჩვეული, უკვე მეუღლესაც კი უკრიტიკებენ (იცინის).

– ვერ დაატრენინგეთ მეუღლე პოლიტიკაში გამოცდილმა?

ირაკლი: ეკას დატრენინგება შეუძლებელია.  პოლიტიკა ეკას ხელში ძალიან ცოდოა.  ისეთი  ხასიათი აქვს, ისეთი  სამართლიანია  და  პირდაპირი, ტყუილს ვერ ათქმევინებ. რომც დაარიგო, ეს ასე თქვიო, წავა-წამოვა და იმას იტყვის, რასაც ფიქრობს.      

ეკა: ყველამ იცის,  რომ  ტყუილს ვერ ვიტყვი. არ შემიძლია თამაში, არტისტობა; ამას გარდა, ამდენი ხმაური უკვე ძალიან ძნელია.   

– მოღალატეც ბევრჯერ  უძახეს თქვენს მეუღლეს  ყოფილმა თანაგუნდელებმა.  

ირაკლი:  ადამიანი ერთხელ ცოცხლობს ამქვეყნად და, თუ რამე აქვს გასაკეთებელი, უნდა  მოასწროს და გააკეთოს აპლოდისმენტების გარეშე, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. „ნაცმოძრაობა“ თუ მოღალატეს მიწოდებს, ეს არაა დიდი პრობლემა, მათ საკუთარ ქვეყანასა  და ხალხს უღალატეს. ჩემთვის მთავარია, ჩემმა ხალხმა არ დამიძახოს მოღალატე. მე ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ, თუ რამეს ვიტყვი, კარგს ან ცუდს, იმას აუცილებლად ავასრულებ და  არასდროს არავის არ „ვაგდებ.”  

– ნაციონალების  „გადაგდება” კი გამოგივიდათ.

– მათ თვითონ გადაიგდეს თავი,  როცა წარმოიდგინეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” უდრიდა საქართველოს. აი,  მაშინ დაიღუპეს თავი. ჩემგან მათი გადაგდება ისეა, მე რომ კომკავშირი „გადავაგდე” ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, როცა კომკავშირის კრება მოვიწვიე და ლენინის პორტრეტი დავწვი.          

–  თანამდებობამ შეგცვალათ?

– ამის ძალიან მეშინია.  თუ მივხვდი, რომ ძალაუფლების  „ბაცილამ” შემომიტია,  მაშინვე მის მოსპობას ვიწყებ. ოო, ეს დიდი ბრძოლების ამბავია საკუთარ თავთან. მე ბევრი არაფერი მინდა: სახლში უნდა მქონდეს კარგი ღვინო, ჩემი ხელით დაყენებული; მიყვარს კარგი იარაღი და სათვალე – ეს ჩემი სისუსტეა. შემიძლია, ხუთი საათი არ გამოვიდე სათვალეების მაღაზიიდან.   

ეკა: ირაკლი ამ თანამდებობას არ  შეუცვლია. სახლში  პრეტენზიული ხასიათი არ აქვს, მეც   ვიცი, რა როგორ უნდა დახვდეს.  ირაკლი  უნდა ნახოთ ჩვენს აგარაკზე, მამკოდაში – იქ  ისეთია, როგორიც იყო ყოველთვის:  მეგობრებთან ერთად თამაშობს დომინოს, კალათბურთს, მაგიდის ჩოგბურთს.  სახლში, მეგობრებთან ძალიან ხალიასიანი და მხიარულია.                

ირაკლი: ოღონდ, შაქარი ნორმაში უნდა მქონდეს.  თუ ნორმაში  არ მაქვს,  ყველაფერზე ვბუზღუნებ. გამოსავალი არის შოკოლადი, ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ბუზღუნა ვარ, ეს მე კი არა,  შაქარი ბუზღუნებს (იცინის). 

 

скачать dle 11.3