კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თქმითაც დაშავდების“

ენაზე ლაგამამოსადები

 

ისე მოხდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვინმე კონსტანტინე ხმალაძე, თანამდებობას გამოამშვიდობეს. და ამ საქმეში ლომის წილი თვით ბ-ნი ხმალაძის, არც მეტი, არც ნაკლები, ენის სიგრძეს მიუძღოდა.

ერთი სიტყვით, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ, ზემოხსენებული ბატონი შიდა ქართლში სოფლის რწმუნებულებს შეხვდა, თურმე, დატრენინგების მიზნით. ტრენინგის არსი კი შემდეგნაირი იყო (მომყავს ციტატა ბ-ნი ხმალაძის რწმუნებულებისადმი მიმართვიდან): „ვინც რაღაცას დაიწყებს იქა, იმას, ეგრევე ჩააკმენდინო უნდა ხმა. ეს არის პროგრამა. პარტიული და იდეოლოგიური ხასიათი ამას არა აქვს. ვიღაც გამოხტება და დაიწყებს განყენებულ თემაზე ლაპარაკს, ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდიე ხმა, გააგდე იქედან საერთოდ, სოფლის პროგრამაა ესა (ასე დაარიგა ბ-ნმა ხმალაძემ გორის რაიონის სოფლების რწმუნებულები)!“ 

მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო: კასპში დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გაცილებით ქმედითი რჩევებიც ჩამოარაკრაკა და სოფლის რწმუნებულები დაამუნათა: „სოფელში კაცი გქვია, გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება (ვითომ რწმუნებულებს ზნეობის ფუნქციები აქვთ შეთავსებული?!).“

თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონებში სოფლების რწმუნებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვდა, ცხადია, რომ თემას აშკარად გადაუხვია. ჰოდა, რაკი გადაუხვია, სკამსაც მოაშორეს.

მე ვერ გეტყვით, რა უმწიფებთ ჩინოვნიკებს თავებში ეგზომ გენიალურ იდეებს, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ (შესაძლოა, ტრადიციაც ეხმარებათ – პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების რაოდენობით ყველა რეკორდი მოვხსენით, დასჯით კი ჭიანჭველაც არ დაუსჯიათ), თუმცა მაინც საინტერესოა: სკამზე დაჯდომის შემდეგ ეხსნებათ მუზა თუ უკვე მუზაახსნილნი სხდებიან?!

скачать dle 11.3