კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარანტორების „ფასი“

ბირთვული რაკეტა – შავი დღისთვის

 

თავის დროზე სსრკ ყველამ თავისებურად დატოვა და მსხვერპლიც განსხვავებული გაიღო: რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ჩვენ ყველაზე მეტი. უკრაინის მოვლენებმა კი ერთი მივიწყებული ფაქტიც ამოატივტივა. კერძოდ, რაკი უკრაინა ბირთვულ იარაღს ფლობდა (და მერე რა, რომ სსრკ-ს წყალობით), მაგრამ კეთილი ნებით შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, მარტივად რომ ვთქვა, ბირთვული იარაღი დათმო, 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმი გაფორმდა, რის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ. ამიტომაც 28 თებერვალს უკრაინელმა „რადელებმა“ ზემონახსენებ ხელმომწერებს ვალდებულებები გაახსენეს და მათი შესრულებაც მოსთხოვეს.

შესაბამისად, რფ-სგან უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევისა და ყირიმში სეპარატიზმის გაღვივების შეწყვეტისაკენ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს კი ბუდაპეშტის მემორანდუმის დაცვისკენ მოუწოდეს. 

ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებენ მხარეები, ანუ, საქმე საქმეზე თუ მიდგა, რა ფასი ექნება ძლიერთა ამა სოფლისათა მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს, თუმცა განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ თავშენახულ ქვეყანას ერთი-ორი ატომური ბომბი, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა ეგდოს. 

 

скачать dle 11.3