სალათა ზეთისხილითა და ლორით
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი ლორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 მოზრდილი პომიდორი, 200 გრამი მაკარონი, თითო კონა კამა, ოხრახუში და რეჰანი, 2 სადილის კოვზი უკურკო ზეთისხილი, 80 გრამი მაიონეზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ყველი, ლორი და წიწაკა დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად, დაუმატეთ პომიდორი, მოხარშული მაკარონი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და ბოლოს შეურიეთ მაიონეზი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.