გამომცხვარი მაკარონი ქათმით ვასო ფხაკაძისგან
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი მაკარონი, 400 გრამი ქათმის ფილე, 3 თავი საშუალო ზომის ხახვი, 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, მდნარი ყველის ფირფიტები (100 გრამი), 2 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი რძე, მარილი – გემოვნებით. თეთრი და შავი პილპილი, ცოტა გახეხილი კოჭა, კამა, 70 გრამი მაგარი ყველი, ზეთი, დაფხვნილი ორცხობილა.
მომზადების წესი: ქათმის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე და ერთად მოშუშეთ ზეთში, ფერის შეცვლამდე.
ერთად დააბლენდერეთ მდნარი ყველი, კვერცხი, მოშუშული ხახვი და სტაფილო და ნელ-ნელა უმატეთ რძე. დაუმატეთ მარილი, პილპილი და გახეხილი კოჭა.
გამოსაცხობ ტაფას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ფორმაში ჩაყარეთ უმი (მოუხარშავი) მაკარონი. ზემოდან მოათავსეთ ქათმის ფარში. მოასხით ბლენდერში მომზადებული სოუსი და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. კამა დაჭერით ძალიან წვრილად. სრულად მომზადებას 20 წუთი რომ დააკლდება, გამოიღეთ კერძი და მოაყარეთ ხახვი და ყველი (გამოიღეთ მაშინ, როცა ზემოდან დაიბრაწება).