კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოკეტა ცალკე ოთახში ხუთი ბიჭის „შემოქმედი“ სიძე სიდედრ-სიმამრმა

ორი უმაღლესი დაამთავრებინეს დედისერთა ლალიკოს მშობლებმა – გენომ და ნატალია მაქსიმოვნამ.

სრულ ბედნიერებას მხოლოდშობილის გათხოვებაღა აკლდა და აი, გამოჩნდა კიდეც სასიძო – ელგუჯა ა-ბია (მეგრული წარმოშობის დაუწუნებელი სუბიექტი). 

ელგუჯა ა-ბია (ცუდი რომ არ იფიქროთ), მართლაც ჯიშიანი გამოდგა და დაუზარელმა ყმაწვილმა ზედიზედ გააგორებინა ზემოაღნიშნულ ლალიკოს ოთხი ბიჭი: ლაშა, გიორგი, ზეზვა და ზვიადი.

მე (ამ სტრიქონების ავტორს) ცოტა მეტი ჭკუა რომ მქონდეს (ახლა რაც მაქვს), ამ მოთხრობას აქვე დავასრულებდი, მაგრამ თუ არ გავაგრძელე – მოთხრობა დაუსრულებელი დამრჩება.

ელგუჯა ჩასიძებული გახლდათ. მართალია, სიმამრიანთ არ უჭირდათ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდნენ: „ოთხი ბიჭი, ოთხი ცალ-ცალკე ოთახი, მერე გაიზრდებიან, გამრავლდებიან, ისინიც „მოისხამენ“ და... ერიჰაა!!!”

ერთ დღეს, სადილობისას, ბედნიერ ცოლ-ქმარს სიცილში გადაუკრეს: „საკმარისია, ბატონო, „პასმეიალის – ხვატიტ!“

ელგუჯა, კისერში ჯაჭვმობმული ანჩხლი ძაღლივით ისევ ცოლისკენ იწევდა და ისევ მოსალოდნელი იყო მეხუთე მუტრუკი, რომელსაც პატიოსანი ოჯახი ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა.

სიმამრი გენო, ნაკითხი კაცი იყო და კაცურად დაელაპარაკა:

– შვილო, ელგუჯა... მართალია, თქვენ დიდი ღვაწლი მიგიძღვით ქართული გენის აღორძინების დიად, უდიადეს საქმეში, მაგრამ ახლა ცოტა სხვებსაც ვაცადოთ, კაცო. სულ ჩვენ ხომ არ შევავსებთ გენოფონდის მწირ ბიუჯეტს?

ელგუჯას რაღაც ცუდად ენიშნა და პირისკენ წაღებული, ჩანგალზე წამოცმული „კალბასის“ ნაჭერი უხმაუროდ დაუბრუნა კუთვნილ თეფშს.

– გამოდის, რომ... ესე იგი, მე ჩემს ლალისთან კონსტიტუციით და ეკლესიით მინიჭებულ უფლებებს მართმევ?

სიმამრმა უხერხულობა იგრძნო – კაცია ისიც...

– არა. მთლად ეგრე არაა, მაგრამ...

– რა მაგრამ, რა მაგრამ?! ცოლია და ჩემია, ვაა!

– ნუ, მაშინ...

და სიმამრმა სხვა გზა აირჩია...

– ხვალიდან თქვენ გექნებათ თქვენი ოთახი – პერსონალური. სანამ ბიჭები კარგა გვარიანად არ წამოიზრდებიან, თქვენ და ლალი იძინებთ ცალ-ცალკე... ცალ-ცალკე... მორჩა! ელგუჯა რომ განათლებული ბიჭი იყო, ზემოთაც მოგახსენეთ და ბედს შეურიგდა, მაგრამ იმ საღამოსვე დაწერა თავისი პირველი კუპლეტი-ლექსი:  გამსახურდიას მიხედვით: „დამიჭირეს, მკლავი (?!) მომჭრეს – კარგი რატომ აგიგია“.

და დაიწყო ტრაგედია-დრამა.

ლალიკოს აღარ აკარებენ (ცალკე აძინებენ ინკუბაციის თავიდან აშორების მიზნით)... პატიოსანმა კაცმა (ელგუჯას ვგულისხმობ) გამოსავალი მონახა. ერთ პირმშვენიერ დღეს ლალიკო საერთო სამზარეულოში დაიმარტოხელა და გულალალად უთხრა:

– ლალიკო! შენ „ქეთო და კოტე“ გინახავს – კინოზე გელაპარაკები და... 

მათ, სიყვარულის ნიშნად, მორიგი კოცნა დააფიქსირეს. გაჩნდა მეხუთე – ემზარი.

გადაირივნენ ბებია-ბაბუები, ეს კაცი დაგვაქცევს სადაცაა, კაცოო. სიმამრმა უთხრა ცოლს, ნატალიას: მე ამის დედა ვატირე, ძაღლი ხომ არაა „ნამორდნიკი“ რომ დავადოო და ინგლისური საკეტი შეიძინა. შეკეტა ლალი თავის ოთახში და მშვიდად დაიძინა იმ ღამეს.

ინგლისური საკეტი, თურმე, ვერ აჩერებს თბილისურ სიყვარულს. ელგუჯამ მობილურით დაურეკა ლალიკოს:

– შუაღამეზე, თქვენებს რომ დაეძინებათ, ჩემს ოთახში გელი, როგორც მგელი!

– „რომ მიხვდნენ?“ – მიიღო „ესემესი“ ცოლისგან, – „მყარაულობენ ესენი მე“...

– „პაროლი“ სამი ჩახველება“, – მისწერა ამანაც, – ოღონდ, რომ ჩაიძინებენ, ე, მაშინ!”

– „პონიალა, პრიომ აკონჩენ“, – ლალიკომ.

„უჰ, ეგენი მაჯობებენ სწორედ ჭკუით!“ – სიდედრ-სიმამრის მისამართით გაიფიქრა გუჯამ და... აღარ დაადგა საშველი იმ დღის დაღამებას.

მაიას ტომის აბორიგენები ამბობენ, დღეს ღამე მოსდევსო და თბილისშიც ასე მოხდა მაშინ. კი არ დაღამდა!

გვიანი ღამეა... ხუთ ბიჭს და ბებია-ბაბუას ჩაეძინათ უკვე. ელგუჯამ თვალები ააკვარკვალა და კარგად რომ დარწმუნდა, საქმე აჟურშიაო, სამჯერ ჩაახველა:

– ჰუ, ჰუ, ჰუ! – შედეგი არაა.

– ჰუ, ფუხ, ხუხ! – მოუმატა და მოუმატა... მიაყურა, მიაყურადა და... არაფერი.

– ხუხ, ხუხ! ფუუხ! – უფრო მოუმატა და კინაღამ დაიხრჩო მასხრობა-მასხრობაში... ხუხ! ფუხ-თქვა! – ამის დ... ფუხ, ფუხ! 

სიბნელეში რომელიღაც კარმა რბილად გაიჭრიალა.

– მოდის! – სიამოვნებით გააჟრჟოლა „სიძე, შე ძველოს“. გაიტრუნა და საცვლები მოიშილიფა... ქალის, ღამის სიფრიფანა პერანგში განთავსებული სილუეტი დალანდა და კვლავ გააჟრჟოლა სიამოვნებით... „მოდის, მოდის ჩემი ლალიკო... მოდის... რა ლამაზია ღამის ათინათში, ოდნავ ანათებს თანაც!“ (კინაღამ ლექსი გამოუვიდა). ვაიმე, ყავა მოაქვს ფინჯნით... გავათენებთ!

ქალი ფეხაკრეფით „მოცურავდა“ სანატრელი, მუდამ საყვარელი, თავისი ლალიკო და მომავალში კიდევ... ისა, რა ჰქვია – შვილი-ბიჭის შემოქმედი, ის!

საბანი გადასწია და მოდი-მოდიო, – შეუძახა.

მაშინ გაუტყდა „ქილა ერბო“.

თავზე სიდედრი დადგომოდა:

– რასაა, ბიჭო, რომ ახველებ მთელი ღამე?! გაცივდი, შე საწყალო, ალბათ.  აჰა, შენ „ფერვექსის“ ჩაია... დალიე და დაიძინე. ხვალ ჩიტივით იქნები! ჰა, ჩქარა დალიე! მიდი, ჰო, მიდი!

... ერთი მორიგი მეომარი მოაკლდა იმ ღამეს საქართველოს.

 

скачать dle 11.3