ბრძნული აზრები
ლარი პეიჯი: ამბობენ – ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ყოველთვის ვფიქრობდი: უზარმაზარ ფულს შეუძლია ბედნიერების მოტანა. რეალურად ეს ასე არ არის – მე ვცდებოდი.
საადი: კუჭის ხელისუფლება რომ არა, არც ერთი ფრინველი არ გაიბმებოდა მონადირის მახეში და თვითონვე მონადირეც არ დადგამდა მახეს.
ლაო ძი: რაიმე რომ შევკუმშოთ, ჯერ უნდა გავაფართოვოთ; რაიმე რომ დავასუსტოთ, ჯერ უნდა გავაძლიეროთ; რაიმე რომ მოვსპოთ, ჯერ უნდა აღმოვაცენოთ; რაიმე რომ მოვიმკათ, ჯერ უნდა გავცეთ.
ბოკაჩო: ამბობენ, კარგია სიკვდილი, როცა იხსნი სხვის სიცოცხლეს.
ჩესტერფილდი: მიეჩვიე, დაეშვა იმათ დონემდე, ვის გარემოცვაშიც იმყოფები.
ლაროშფუკო: პატიოსანი ხალხი ჩვენი ღირსებისთვის გვცემს პატივს, ბრბო კი – ბედის წყალობისთვის.
კამიუ: მე არ მიყვარს სხვისი საიდუმლოებები, მაგრამ მაინტერესებს სხვისი აღიარებები.
ჯეფერსონი: ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც თავისუფლებაა.
სტენდალი: საუბრის წაყვანა ნიჭია.
კანტი: მიეცით ადამიანს ყველაფერი, რასაც ისურვებს და იმ წუთში ის იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის.
დალი: ნუ გეშინიათ სრულყოფილების, მას მაინც ვერ მიაღწევთ. მით უმეტეს, სრულყოფილებაში არაფერი კარგი არ არის.
გოეთე: საკუთარი არასრულფასოვნების შეგნება სრულყოფილებას გვაახლოებს.
ჰორაციუსი: ძუნწი უჭკუოსთან უფრო ახლოსაა.
ჰებლიტი: გენიასა და ხელოვნებას ღუპავენ წესები და ნიმუშები.
ჩენინგი: არაფერი ისე არ ეხმარება ჭეშმარიტებას გამარჯვებაში, როგორც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ტოლსტოი: ადამიანებთან ცხოვრების დროს ნუ დაივიწყებ, რა შეიცანი მარტოობისას და მარტოობისას იფიქრე იმაზე, თუ რა ისწავლე ადამიანებთან ურთიერთობისას.
შოპენჰაუერი: ჯანმრთელობა ისე გადაწონის ხოლმე სხვა ცხოვრებისეულ სიკეთეებს, რომ ჭეშმარიტად ჯანმრთელი მდაბიო უფრო ბედნიერია, ვიდრე ავადმყოფი მეფე.
რენანი: ხასიათები უფრო აახლოებს ადამიანებს, ვიდრე ჭკუა.
სმიტი: თითოეული ადამიანის ხასიათი, იმის მიხედვით, სიკეთის მოტანა შეუძლია თუ მავნებლობა, გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ბედზე.
ჟან პოლი: ისე კარგად არასოდეს იხსნება ადამიანის ხასიათი, როცა ის ცდილობს მეორე ადამიანის თვისებებსა და ხასიათების აღწერას.
კატონი: ცოლთან ცხოვრება ძალიან ძნელია, უცოლოდ კი შეუძლებელი.
კლეობული: სხვების თანდასწრებით ცოლს ნურც ეფერები და ნურც ეჩხუბები. პირველი შენი სისუსტის ნიშანია, მეორე – ცუდი ხასიათის.