კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ურჩევდა თორნიკე ტყემალაძეს ყოველდღე საქმეებს

13 თებერვალს ჟიურიმ „მისტერ ვალენტინი“ გამოავლინა – „იმიჯ ცენტრის“ 22 წლის მოდელი, თორნიკე ტყემალაძე, რომელიც მომავალი ჟურნალისტია. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, „ბიზნეს კურიერში“ მუშაობდა. მაგრამ, აქტიურ ჟურნალისტობას დროებით თავი დაანება და მთლიანად სწავლას დაუთმო დრო. 

თორნიკე ტყემალაძე: სამი წლის წინ, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პარალელურად, „ბიზნეს კურიერში“ ვმუშაობდი. ვაკანსია იყო გამოცხადებული. თავიდან სტაჟიორად ამიყვანეს, სამი თვის შემდეგ კი, შტატში ჩამსვეს. ორი წელი ვიმუშავე, მაგრამ შემდეგ სწავლა და მუშაობა დროში ერთმანეთს ვერ შევუთავსე. ამიტომ, ოჯახისა და ჩემი გადაწყვეტილებით, აქტიურ ჟურნალისტიკას თავი დავანებე. 

– კიდევ რით ხარ დაკავებული? 

– ადრე, ექვსი წელი ვცეკვავდი. შემდეგ წყალბურთზე შევედი, საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. მაგრამ, დავანებე თავი და მთლიანად სწავლაზე გადავერთე. შემდეგ „იმიჯ ცენტრმა“ გამოაცხადა კონკურსი – „ნიუ ფეის მოდელ სერჩ“, რომელსაც საქართველოში „მისტერ საქართველოდ“ მოიხსენიებენ. სააგენტოში მეგობარ გოგონას გავყევი, ის დაიწუნეს  და მე შემომთავაზეს კონტრაქტი. მაშინვე დავთანხმდი. კონკურსში გამოვედი და მეორე ადგილზე გავედი.

ბევრ ქართულ  და უცხოურ ჟურნალში მქონდა გადაღებები. ცოტა ხნის წინ  Luxury-სთვის გადამიღეს: შვიდი ფოტო მოხვდა ჟურნალში, ავთანდილის სამოსი მეცვა. კაზინო „აჭარის“ ბილბორდებზეც ვიყავი. 

– ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე? 

– ვუვლი თავს, ოღონდ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ: დილით თმას ვივარცხნი, პირს ვიბან და გამოვდივარ გარეთ. სოლარიუმში სიარული არ მიყვარს, არც პლასტიკური ოპერაციები. არც ბოტოქსი მაქვს გაკეთებული, როგორც მაბრალებენ და წერენ. ერთადერთი, რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. არ მქონდა ძალიან ცუდი ცხვირი, უბრალოდ, არ მომწონდა, დისკომფორტს მიქმნიდა, შინაგანად „მგრუზავდა“. 

– თუ გაქვს საინტერესო შემოთავაზებები?

– ბაქოში იხსნება „გუჩის“, „არმანის“, სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მაღაზიები და ამასთან დაკავშირებით, იმართება „ფეშენ-ვიქი“. მე მივდივარ მონაწილეობის მისაღებად. ფინანსურად მომგებიანია, თან ძალიან კარგია, როცა „გუჩი“ და „არმანი“ გაცვია. ბოლოს ბრაზილიიდან მქონდა შემოთავაზება, ასევე მილანიდან, მაგრამ 6 თვით უნდა წავსულიყავი და უარი ვთქვი. 

– ახლა რომელ სააგენტოსთან გაქვს კონტრაქტი? 

– ჯერჯერობით „იმიჯ ცენტრის“ მოდელი ვარ, თებერვალში მიმთავრდება კონტრაქტი, სამი წელი გადის. ვნახოთ, შეიძლება, „ბესტ მოდელში“, კახა ხაბეიშვილთან განვაგრძო მუშაობა ან დამოუკიდებელი მოდელი ვიყო. 

– შენს გამარჯვებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ზოგი გაბრალებს, რომ კონკურსი ჩააწყვე, ფული გადაიხდე „მისტერ ვალენტინის“ ტიტულის მოსაგებად. 

– საქართველოში არავის გამარჯვება არ უხარიათ. ირინა შეიკი რომ ჩამოიყვანონ და ის გახდეს „მის საქართველო“, იმაზეც იტყვიან ჩაწყობით იყოო. თურმე ათასები გადავიხადე, რომ მომეგო. შეძლებული ოჯახი კი მაქვს, არ გვიჭირს, მაგრამ ფული თავზე არ გადაგვდის. თან, მამა და დედა იმას არ იკადრებდნენ, რომ ფული გადაეხადათ და ჩემთვის გამარჯვება ჩაეწყოთ, მით უმეტეს, სამოდელო კონკურსზე. ჩივიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არც პროფესიონალები არიან და არც არაფერს წარმოადგენენ ჩემთვის. ამაზე მეცინება, მეტი რეაქცია არ მაქვს. 

– როგორი იყავი ბავშვობაში?

– ყოველთვის აქტიური ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ წყნარი. სკოლაში ყოველდღე ჩხუბი მქონდა. ბიჭები მეჩხუბებოდნენ: გოგონები შენთან რატომ მეგობრობენ და ჩვენთან რატომ არაო. რატომ იყავი გუშინ კაფეში მათთან ერთად და ჩვენ რატომ არ დაგვირეკეო. მაშინ პატარები ვიყავით და ეს ყველაფერი სერიოზულ ჩხუბშიც გადადიოდა – იყო გარჩევები სკოლის ტუალეტში. 

– როგორი გოგონები მოგწონს? 

– მაღალი, გამხდარი, ცოტა სლავური გარეგნობის – ქერა, ცისფერთვალება, უკეთესია, მაგრამ შავგვრემანსაც არა უშავს. მომწონს წარმატებული, მიზანდასახული გოგონები. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, რადგან მე ეს გრძნობა გამძაფრებული მაქვს. კარგი ოჯახის შვილიც უნდა იყოს. ამჟამად ერთი მოდელი გოგონათი ვარ დაინტერესებული, რომლის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. 

скачать dle 11.3