კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი ძაღლი რამდენჯერმე ძალიან უცნაურად მოიქცა და გამვლელს თავს დაესხა. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება, იყოს ასეთი აგრესიის მიზეზი?

პასუხი: უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ძაღლი არასდროს დაესხმება თავს ადამიანს გაფრთხილების გარეშე. არსებობს იმის აშკარა ნიშნები, რაც თავდასხმის გარდაუვალობას მოასწავებს, მაგრამ ყველა აგრესიული ძაღლი არ გამოავლენს აღნიშნულ სიმპტომებს. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ არსებული სიმპტომებიდან ძაღლი რამდენიმეს მაინც გამოავლენს და გაგვაფრთხილებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. აგრესიულობის ჩამოყალიბების მიზეზი ლეკვობაში დაშვებული შეცდომებია.  ლეკვი ვერ ხედავს განსხვავებას თამაშსა და თავდასხმას შორის. ბევრი ვერ ახერხებს ამ დროს ცხოველის გაკონტროლებას და ხასიათს უფუჭებს. თამაშის დროს, როცა ლეკვი იყეფება და ზურგზე ბეწვი არა აქვს აბურძგნილი,  საშიში არაფერია. ამ დროს უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ლეკვმა ღრენა და ყეფა შეწყვიტოს და სხვა სახით ითამაშოს ჩვენთან. კბენის შემთხვევაში კი, ეს უნდა დავუშალოთ და დავტუქსოთ. თამაშის დროს ლეკვი სახესთან არ უნდა მიუშვათ,  გასართობად მას სხვადასხვა სათამაშო ან სასუსნავები მიეცით. 

კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 6 წლის არის და ორსულად ჯერ არ ყოფილა. შეიძლება, რომ საერთოდ არ ეყოლოს ლეკვები? 

პასუხი: ამ კითხვაზე ასე მარტივად პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან, ცხოველი ექიმს უნდა გაასინჯოთ და ის დაუსვამს დიაგნოზს, რის მიხედვითაც გაირკვევა, თუ რატომ არ ორსულდება თქვენი ძაღლი. ზოგადად კი გეტყვით, რომ იმისათვის, რომ ძაღლს ლეკვები ეყოლოს, პირველ ყოვლისა, მას უნდა ჰქონდეს ნორმალური სქესობრივი ციკლი, რის დროსაც უნდა მოახდინოთ მისი დართვა (შეჯვარება). დართვიდან 57-65 დღეში კი ლეკვები დაიბადებიან. რადგან თქვენი ძაღლი უკვე 6 წლისაა და აქამდე არ შეგიჯვარებიათ, შეიძლება, პრობლემები შეექმნას. ამიტომ, აუცილებელია, ვეტერინართან გაიაროთ კონსულტაცია და, თუ არ აპირებთ შეჯვარებას, ჯობია, სტერილიზაცია გაუკეთოთ, რათა თავიდან ააცილოთ პრობლემები.

კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს თვალები სულ ჩაწითლებული აქვს. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: თვალების სიწითლე ანთებითი პროცესის ნიშანია. ეს ანთებითი პროცესი შეიძლება იყოს: თვალის ლორწოვან გარსზე, კონიუნქტივაზე – კონიუნქტივიტი, რქოვანაზე – კერატიტი, ქუთუთოებზე – ბლეფარიტი, რასაც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მაგალითად, ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი ან ზოგადი ინფექციური ბუნების დაავადებები, საცრემლე აპარატის პათოლოგიები. იმისათვის, რომ გაარკვიოთ აღნიშნული პრობლემის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, აუცილებლად მიიყვანეთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას, დაადგენს პათოლოგიის მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

 

скачать dle 11.3