კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, როგორ მოვიქცე

მე და ჩემს და-ძმას მშობლები ადრე გარდაგვეცვალა ავარიაში. მაშინ მე 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 8 წლის, და კი – 6-ის. ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად გაუთხოვარი მამიდა (მაშინ 56 წლის იყო) და ობოლი ძმისშვილების მოვლა და აღზრდა ითავა. მართალია, თან გვყვებოდა, მაგრამ, მარტო ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ჩემი თავდაუზოგავი ზრუნვა და-ძმაზე.  არავის არაფერს არ ვაყვედრი, თუმცა, იმის გამო, რომ მთელ დღეებს მათ მოვლას ვანდომებდი, საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩებოდა და სკოლის დამთავრება ძლივს შევძელი, არადა, მშობლების გარდაცვალებამდე ფრიადოსანი ვიყავი და კლასში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. უმაღლესში ჩაბარებაზე არც მიფიქრია. ბავშვობიდან მეხერხებოდა კერვა, თან, კარგად ვხატავდი და კერძო შეკვეთების აღება დავიწყე, რომ ბავშვებისთვის არაფერი მომეკლო. მალე ისე გავითქვი სახელი, რომ შეკვეთებს ვერ ავუდიოდი, ამის წყალობით კი ჩემს და-ძმას არაფერი აკლდა. სკოლა რომ დაამთავრეს, ორივეს ავუყვანე რეპეტიტორები და ორივემ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. სახლის საქმეებს მამიდა აკეთებდა, რომ მე მეტი დრო მქონოდა შეკვეთების შესასრულებლად.

ისე ვიყავი და-ძმაზე გადაყოლილი, ისე გავხდი 32 წლის, არც კი გამხსენებია, რომ ქალი ვარ; ერთხელაც კი არ ვყოფილვარ პაემანზე. ისიც კი ვერ წარმომედგინა, რომ, შეიძლებოდა, მეც მოვწონებოდი მამაკაცს. ერთხელ კი გავიცანი კაცი, რომელიც მალე სიყვარულში გამომიტყდა და ხელი მთხოვა. მეც არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი და თანხმობა ვუთხარი. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი სახლში დავპატიჟე, რომ ჩემიანები გამეცნო. მამიდა უკვე მოხუცი იყო, 74 წლის, მაგრამ, საკმაოდ მხნედ გრძნობდა თავს. ჩემს დას და ძმასაც უკვე დამთავრებული ჰქონდათ უმაღლესი და ორივე მუშაობდა. მეგონა, ყველას გაუხარდებოდა, რომ მეც მეღირსა ბედნიერება, მაგრამ, ასე არ მოხდა. სამივემ, თითქოს პირი შეკრესო, ჩემი  საქმროს თანდასწრებით გამომიცხადა, რომ უფლება არ მქონდა, ეგოიზმი გამომეჩინა და გავთხოვილიყავი, უმცროსი და-ძმა და მოხუცი მამიდა კი ბედის ანაბარა მიმეტოვებინა. ჩემმა საქმრომ აუხსნა, რომ ჩემი გათხოვება სულაც არ ნიშნავდა მათ მიტოვებას, რომ ჩვენ ყოველთვის მივხედავდით და დავეხმარებოდით, მაგრამ, არც ერთს (განსაკუთრებით – და-ძმას) არაფრის გაგონება არ სურდა. თვრამეტი წელი ისე ვუარე ორივეს, ერთხელ არ წამომიყვედრებია, მაგრამ, იმ საღამოს თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი: მოგიარეთ, გაგზარდეთ, განათლება მოგეცით, გზაზე დაგაყენეთ, სამსახურიც კი გიშოვეთ. მთელი ახალგაზრდობა ისე გავატარე, პირად ცხოვრებაზე არ მიფიქრია, რომ თქვენ არაფერი მოგკლებოდათ. ახლა სრულწლოვანები ხართ, საკმაოდ სოლიდური ხელფასები გაქვთ, ჰოდა, ნება იბოძეთ და თვითონ მიხედეთ თქვენ თავსაც და ერთმანეთსაც. რაც შემეძლება, დაგეხმარებით, მაგრამ, მეც მაქვს უფლება, პირად ცხოვრებაზე ვიზრუნო-მეთქი. ამ სიტყვებზე ჩემი და მომიბრუნდა და მითხრა: „იმ შემთხვევაში მოგცემთ გათხოვების უფლებას, თუ ბინიდან წილს არ მოითხოვ და მამიდას შენთან წაიყვან. აბა, მე რა მოვალე ვარ, ამას ვუარო. მალე, ალბათ, ლოგინადაც ჩავარდება და მე ვატარო ამისი ღამის ქონთნები?!” ეს სიტყვები რომ გაიგონა, საწყალ მამიდას გული წაუვიდა და სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. ექიმმა კი საავადმყოფოში წაიყვანა – ინაფრქტი აქვსო. რა თქმა უნდა, მე და ჩემი საქმროც წავყევით, ჩემი და-ძმა კი სახლში დარჩა – ხვალ დილით ადრე უნდა ვიყოთ სამსახურშიო. ასე „მხიარულად“ დასრულდა ჩემი ოჯახისა და ჩემი საქმროს გაცნობა. მე მაინც გავყევი ცოლად კაცს, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუყვარდი. მამიდა საავადმყოფოდან ჩემთან წავიყვანე, მშობლების ბინიდან კი მხოლოდ ჩემი და მამიდას პირადი ნივთები წამოვიღე. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ, ჩემი გაზრდილი და-ძმისთვის აღარც კი დამირეკავს. აღარც მამიდას უხსენებია მათი სახელი. მხოლოდ ის გავიგე, რომ ის ბინა გაუყიდიათ და ცალ-ცალკე უყიდიათ ბინები, მაგრამ, თანხის გაყოფისას საშინელი ჩხუბი მოსვლიათ და დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.

მამიდა რომ გარდაიცვალა, მაინც დავურეკე ორივეს და ჩემი მისამართიც ვუთხარი, მაგრამ, არც ერთმა არ იკადრა მოსვლა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დამირეკა ჩემმა ძმამ – ბინა ბანკმა გამიყიდა და, ან ფული მასესხე, ან შენთან ვიცხოვრებ, სანამ რამეს ვიშოვიო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფული (საკმაოდ დიდი თანხა) უნდა მეჩუქებინა და ცოტა ხანში მაინც ჩემთან უნდა გადმოსულიყო საცხოვრებლად. მე მაინც შემეცოდა და, ალბათ, თანხმობას ვეტყოდი, მაგრამ, ჩემმა ქმარმა არ მომცა უფლება, რადგან, გაიგო, რომ ბინა ბანკმა კი არ გაუყიდა, კაზინოში წააგო უზარმაზარი თანხა და, იძულებული გახდა, სასწრაფოდ გაეყიდა, მაგრამ, მაინც არ შეუწყვეტია ფულზე თამაში და ისევ დიდი ვალი ჰქონია.

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. როგორ ვკრა ხელი ჩემს გაზრდილ ძმას, როგორ მოვიგლიჯო გულიდან სამუდამოდ? არადა, სახლში რომ მოვიყვანო, ვიცი, რომ თამაშს არ მოეშვება და ოჯახს დამინგრევს. საშინელ მდგომარეობაში ვარ. დღე და ღამე ვფიქრობ და გამოსავალი ვერ მიპოვია.

ანო, 36 წლის.

скачать dle 11.3