რა მოხდა ამ დღეს
24 თებერვალი
1525 – ჰავაის ბრძოლაში საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველი ტყვედ ჩაუვარდა ესპანეთის მეფე კარლოს პირველს.
1887 – პარიზი და ბრიუსელი გახდნენ პირველი ქალაქები, რომელთა შორისაც დამყარდა სატელეფონო კავშირი.
1938 – მაღაზიებში გასაყიდად გამოვიდა ნეილონისგან დამზადებული პირველი კბილის ჯაგრისი.
1964 – კასიუს კლეი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი კრივში.
25 თებერვალი
1836 – სემუელ კოლტმა დააპატენტა თავისი სახელობის რევოლვერი.
1932 – ადოლფ ჰიტლერმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა.
26 თებერვალი
1815 – კუნძულ ელბაზე გადასახლებული ნაპოლეონი კუნძულიდან გაიქცა.
1848 – კარლ მარქსმა ლონდონში გამოაქვეყნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
1935 – რობერტ უოტსონ უაიტმა გამოიგონა რადარი.
1991 – ერაყის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს კუვეიტი.
27 თებერვალი
1814 – ვენაში გაიმართა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მერვე სიმფონიის” პრემიერა.
1879 – აღმოაჩინეს სახარინი – შაქრის შემცვლელი ნივთიერება.
1932 – ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯეიმს ჩედვიკმა აღმოაჩინა ნეიტრონი.
1997 – ირლანდია გახდა ევროპის უკანასკნელი სახელმწიფო, სადაც ოფიციალურად დაუშვეს ცოლ-ქმრის გაყრა.
28 თებერვალი
1919 – ავღანეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1932 – დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
1932 – საფრანგეთში, შერბურის მახლობლად, ზღვამ დინოზავრის ჩონჩხი გამორიყა.
1 მარტი
86 ჩვენს წელთაღრიცხვამდე – რომაელმა მხედართმთავარმა სულამ აიღო ათენი და სათავე დაუდო შემდგომ ბრძოლებს მითრიდატე პონტოელის წინააღმდეგ, რაც საბერძნეთის რომის იმპერიის კონტროლის ქვეშ შესვლით დამთავრდა.
1790 – პირველად ჩატარდა მოსახლეობის აღწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ იქ ცხოვრობდა 3 929 214 ადამიანი.
1845 – დამოუკიდებელი სახელმწიფო ტეხასი გაუქმდა და ის შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1912 – ამერიკელი ალბერტ ბერი პირველად გადმოხტა პარაშუტით მფრინავი თვითმფრინავიდან.
1947 – მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
2 მარტი
1067 – დაარსდა ქალაქი მინსკი (ბელორუსია).
1878 – ბულგარეთი გათავისუფლდა თურქეთის უღლისგან, დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი.
1923 – გამოვიდა ჟურნალ Time-ს პირველი ნომერი.
1983 – მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი კომპაქტდისკები.
1992 – ბოსნიაში დაიწყო სამოქალაქო ომი.