კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააღწია თავი „კაგებეს“ კლანჭებს ექვსჯერ ნასამართლევმა ქართველმა კრიმინალმა, მეტსახელად „პროფესორმა“

საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება იმაზე დიდი ნიჭისა და გაქანების ბოროტმოქმედი, როგორც ბიჭიკო ბუცხრიკიძე იყო, რომელიც შავ სამყაროში „პროფესორის“ სახელითაა ცნობილი. ბუცხრიკიძე ექვსჯერ იყო ნასამართლევი, სამჯერ გაქცევა მოახერხა, ერთხელ კი დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. სწორედ ამ პიროვნების რამდენიმე კრიმინალურ ეპიზოდზეა აგებული დღევანდელი პუბლიკაცია.

მასალა ექსლუზიურია, პრესაში პირველად ქვეყნდება და რედაქციასთან შეუთანხმებლად მისი გამოყენება დაუშვებელია.

გენიალური იმიტატორი

პირველი ცნობები ბიჭიკო ბუცხრიკიძეზე მილიციაში 1971 წლის მაისში გამოჩნდა. მილიციის დამსმენი, ვინმე აშოტ ოგანეზოვი, თავის კურატორს, სტალბერ კოტუას ატყობინებდა, რომ სოლოლაკის ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ, იტალიური ეზოს სარდაფში, არალეგალურად იყო გახსნილი ხმის ჩამწერი სტუდია. ოგანეზოვის ინფორმაციით, არალეგალური სტუდია იმავე ეზოს მცხოვრებს, ბიჭიკო ფარნაოზის ძე ბუცხრიკიძეს ეკუთვნოდა, რომელიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, კლიენტებს აკრძალული საბჭოთა შემსრულებლების სიმღერებს უწერდა. ძირითადად, იყო ეგრეთ წოდებული „ბლატნოი“ (ქურდული) და ანტისაბჭოთა სიმღერები. 18 წლის ბუცხრიკიძე ამ ნაწარმოებებს ბაბინებზე წერდა, რადგან კასეტები მაშინ დეფიციტი იყო და თითოეულს ხუთ მანეთად ყიდდა. სტალბერ კოტუა, რომელსაც ოგანეზოვმა ეს ინფორმაცია მიაწოდა, იმ უბნის რწმუნებული იყო, ამიტომ, პირადად ეწვია ბიჭიკო ბუცხრიკიძეს, მისი აპარატურა აღწერა და ჩამოართვა, კუთვნილი სარდაფი დაულუქა, საქმე კი ეგრეთ წოდებულ „ფინგანში“ (ფინანსური განყოფილება, დღევანდელი საგადასახადოს მსგავსი) გადაგზავნა. იმ პერიოდში ასეთი არალეგალური სტუდიები თუ საამქროები ძალიან მრავლად იყო თბილისში და მათ არავინ ხურავდა. ბუცხრიკიძის სტუდია კი იმიტომ დალუქეს, რომ 18 წლის ბიჭიკომ კოტუასთვის წილის მიცემაზე უარი განაცხადა. მისმა სტუდიამ ოთხი თვე იარსება და ამ ხნის განმავლობაში ბუცხრიკიძემ შვიდი ათასი მანეთი გამოიმუშავა, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდური ფული იყო. ის ისედაც აპირებდა სტუდიის დახურვას და სხვა საქმის დაწყებას. „ფინგანმა“ ბიჭიკო ბუცხრიკიძე სულ რაღაც 30 მანეთით დააჯარიმა, ხმის ჩამწერი აპარატურა კი უკლებლივ დაუბრუნეს, სარდაფზე ლუქი აუხსნეს და სარგებლობის უფლებაც დაუბრუნეს, თუმცა, მხოლოდ დანიშნულებისამებრ...

ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ყველა ცნობილი საბჭოთა არალეგალი მომღერლის ნაწარმოებებს თავად ბიჭიკო ბუცხრიკიძე ასრულებდა, მყიდველები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უსმენდნენ ვისოცკის, ოკუჯავას, სევერნის, ნოვიკოვს და სხვა პოპულარულ არალეგალებს...

დახვრეტის განაჩენი

ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1953 წლის 20 მარტს იყო დაბადებული და 27 წლის ასაკში, უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი, ერთხელ კი – ციხიდან გაქცეული...

პირველად ბიჭიკო 1975 წელს დააპატიმრეს ყალბი პასპორტის დამზადებისთვის და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ, წელიწად-ნახევარში გათავისუფლდა და მილიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, 1976 წლის მაისში კი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად, იმის გამო, რომ ვინმე ოთარ მურუსიძეს ხელოვნებათმცოდნეობაში  საკანდიდატო დისერტაცია დაუწერა. მურუსიძემ დისერტაცია დაიცვა და ხარისხიც მიიღო, მაგრამ, მას უჩივლეს და ცრუ კანდიდატმა ყველაფერი აღიარა, რის შედეგადაც ბიჭიკო დააკავეს, მისი ბინა კი გაჩხრიკეს, დისერტაციის ხელნაწერები აღმოუჩინეს და თაღლითობისთვის ორწელიწად-ნახევრით ჩასვეს ციხეში. თუმცა, ბიჭიკო  კვლავ დროზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან და ერთი წლის მერე უკვე სახლში იყო. მესამედ ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1978 წელს დააპატიმრეს, რადგან, მან დახატა სურათი, რომელზეც ძველი თბილისის ერთ-ერთი ხედი იყო გამოსახული, ტილო ფიროსმანის ნამუშევრად გაასაღა და მოსკოვში 15 ათას მანეთად მიჰყიდა ერთ ფრანგ დიპლომატს, რომელსაც უშიშროება უთვალთვალებდა. ბიჭიკო დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ამჯერადაც ვადაზე ადრე, ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან. საქმე ის იყო, რომ საპყრობილის ხელმძღვანელობას საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურიდან ბლანკზე დაბეჭდილი შეწყალების საბუთი მოუვიდა, რომელსაც თავად რუდენკო აწერდა ხელს. სინამდვილეში ეს ყველაფერი თავად ბიჭიკოს მიერ იყო ფალსიფიცირებული, ფოსტა კი ციხეში ბიჭიკოს თანამზრახველმა მიიტანა... ბუცხრიკიძე სამი წლის განმავლობაში იმალებოდა, მაგრამ, 1981 წლის 13 მაისს, ანუ, იმ ღირსშესანიშნავ დღეს, როდესაც თბილისის „დინამოს” ფეხბურთელები თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა ის გაგრაში, ერთ-ერთ კერძო სახლში დააპატიმრა. ბინის საიდუმლო სარდაფიდან კი მილიციელებმა კუსტარულად დამზადებული ფულის საბეჭდი პოლიგრაფიული მოწყობილობა და ათი ათასი ცალი ათმანეთიანი ამოიღო.

პოლიგრაფიული მოწყობილობა ბიჭიკო ბუცხრიკიძის მიერ იყო დამზადებული, ისევე, როგორც მასზე დაბეჭდილი ათმანეთიანები. მილიციამ ეს საქმე „კაგებეს“ გადასცა, იქ ყველაფერი გულდასმით გამოიძიეს, უტყუარი სამხილები მოიპოვეს და სასამართლოში გადასცეს. საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ ბიჭიკო ბუცხრიკიძეს დახვრეტა მიუსაჯა და 28 წლის, სამგზის ნასამართლევი, უნიჭიერესი ქართველი კაცი მოსკოვში, ბუტირკის ციხის სარდაფში, დასახვრეტ პატიმართა ერთადგილიან საკანში გამოამწყდიეს.

კოოპერატივი „საბადო“

ბიჭიკო ბუცხრიკიძე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელოდებოდა დახვრეტას. მას ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე ჰქონდა შეწყალების თხოვნა დაწერილი, მაგრამ, არც მისი პასუხი ჩანდა. 1982 წლის 10 ნოემბერს ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა, 12 ნოემბერს კი ციხეში ბრეჟნევის მიერ 8 ნოემბერს ხელმოწერილი საბუთი მოვიდა, რომლის მიხედვითაც, ბიჭიკო შეწყალებულ იქნა და დახვრეტა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ბუცხრიკიძემ მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარა ციხეში და, როგორც კი „პერესტროიკა” დაიწყო, ის გაათავისუფლეს. ოთხჯერ ნასამართლევი ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1985 წელს გამოუშვეს გარეთ, ერთი თვის შემდეგ კი მან მოსკოვში კოოპერატივი „საბადო“ შექმნა, რომელიც ოქროს შესყიდვით იყო დაკავებული. ბუცხრიკიძე და მისი პარტნიორები, სხვადასხვა მაქინაციის მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს იღებდნენ, შეისყიდდნენ დიდი რაოდენობით ოქროს და მას უცხოეთის ბანკებში აგზავნიდნენ. 1986 წლის მიწურულს ბიჭიკო ბუცხრიკიძე მეხუთედ დააპატიმრეს და ბიუჯეტიდან ფულის უკანონო მითვისებაში დასდეს ბრალი, გაასამართლეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ანუ ბუცხრიკიძე კვლავ გარეთ იყო და კვლავ კოოპერატივ „საბადოს“ ამუშავებდა. 1987 წლის ნოემბერში კი ის მეექვსედ დააპატიმრეს და საკმაოდ მძიმე ბრალდება – ჯაშუშობის მუხლი წაუყენეს. თუმცა, ბუცხრიკიძემ ციხიდან გაქცევა მოახერხა. 20 ათასი დოლარის საფასურად, მან ბუტირკის ციხის კონტროლიორს გარეთ გამოაყვანინა თავი და მიიმალა...

მესამე გაქცევა

მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივი „საბადო“ დაშლილი იყო, ბუცხრიკიძე და მისი პარტნიორები არალეგალურად განაგრძობდნენ მოღვაწეობას და დიდი რაოდენობით შეგროვილი ოქრო უცხოეთში გაჰქონდათ. მართალია, 1988 წელი იწურებოდა და საბჭოეთის დაშლამდე სამი წელი იყო დარჩენილი, მაგრამ, საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურები ჯერ კიდევ გამართულად მუშაობდნენ და ძებნილი ბუცხრიკიძე 31 დეკემბერს, ლენინგრადის მახლობლად, ქალაქ გატჩინოში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანეს, სადაც ის იმალებოდა და თან იქიდან ხელმძღვანელობდა უკვე არალეგალურად მიმდინარე ოქროს შეგროვებისა და უცხოეთში გადაგზავნას. 2 იანვარს ბიჭიკო ბუცხრიკიძე მოსკოვში გადააფრინეს, ლუბიანკაზე, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მიიყვანეს, დაკითხეს და იქვე, ჯურღმულში გამოამწყვდიეს. „კაგებეში“ ბიჭიკოს ოქროს დაბრუნებასა და თავისი პარტნიორების დასახელებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. ბუცხრიკიძემ მოფიქრებისთვის სამდღიანი ვადა ითხოვა, 5 იანვარს დილას კი ის ლუბიანკის ჯურღმულიდან ლეიტენანტმა იური გორბუნოვმა გამოიყვანა და, მას მერე, ქართველი კრიმინალი, მეტსახელად „პროფესორი“, აღარავის უნახავს. ბიჭიკო ბუცხრიკიძემ მესამედ და უკვე სამუდამოდ მოახერხა პატიმრობიდან თავის დაღწევა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ხმა, მან უცხოეთში გააღწია, გარეგნობა შეიცვალა და დღემდე დიდ კაპიტალს განაგებს. 

 

скачать dle 11.3