კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გქონდეთ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე და არის თუ არა სახიფათო ცუდი ენერგიის მქონე სურათების სახლში დაკიდება

ბევრს უყვარს ოჯახში ანტიკვარული ნივთები და კედლებზე ძველი ნახატების ჩამოკიდება. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან, ასეთ ნივთებს აქვთ ბიოენერგეტიკული მუხტების მიღების უნარი და, შესაძლოა, ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი ულამაზესი სურათი თუ ნივთი ადრინდელი პატრონის რაიმე უბედურების მოწმეც კი იყოს. ასეთი აგრესიული ენერგიის მქონე ნივთის დაკიდება სახლში, რომელშიც ხშირად იმყოფებით ერთად ოჯახის წევრები, ყოვლად დაუშვებელია. იქ, სადაც მსგავსი სურათი ან ნივთია, თანდათანობით საგრძნობი ხდება, თუ როგორ იმუხტებიან ოჯახის წევრები უარყოფითად და როგორ იმატებს მათ შორის კონფლიქტები და აგრესია. ამიტომ, ანტიკვარულ მაღაზიაში ნივთისა თუ სურათის ყიდვა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ შეიძლება, ასევე, მისი შემოტანა სხვა ოჯახიდან, მით უმეტეს, გარდაცვლილის ოჯახიდან, რადგან, ის ძალიან სახიფათო ხდება თქვენი ოჯახისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვის დახატულ სურათს დაკიდებთ სახლში. შეძლებისდაგვარად, უნდა გაარკვიოთ, რა მდგომარეობაში იყო მხატვარი სურათის ხატვის დროს, რადგან, შემოქმედს თავისი შინაგანი ენერგოვიბრაცია გადააქვს იმ სურათზე, რომელსაც ხატავს. ძველად ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, დღეს კი – ნაკლებად. ბევრი სურათი იხატება მხატვრის მიერ, რომელიც, ხშირად, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი იღებს ფუნჯს ხელში. ასეთი უარყოფითი ენერგოვიბრაციის მქონე სურათი ოთახში უარყოფით ენერგიას აფრქვევს, რაც უძილობის, ფსიქიკის მოშლის, ჯანმრთელობის შერყევის მიზეზი ხდება.

ამავდროულად, თუ თქვენს ბინაში გაახარებთ ქოთნის მცენარეებს, ეს წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ თქვენთვის ასტროლოგიურად საჭირო ქოთნის ყვავილები. ისინი, ასევე, სახლისა და ზოგადად, საცხოვრებლის ატმოსფეროს ასუფთავებენ,  უარყოფით ენერგიას დადებითად გარდაქმნიან.

ყვავილები ყველა ბინაში ვერ ხარობენ. ისინი აგრესიული ადამიანების სახლში ვერ უძლებენ ემოციურ დატვირთვას და იღუპებიან. სადაც ბევრია ყვავილი,  იმ სახლის მცხოვრებთ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ნაკლებადაც აწუხებთ ავადმყოფობები. ყვავილს შეუძლია, პატრონს ხასიათი შეუწყოს.

ცნობილია, რომ მცენარეები, ადამიანის მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან. თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე ხარობს, ეს თქვენს წარმატებებზეც აგებს პასუხს. ის შეუმჩნევლად და სიძნელეების გარეშე, თქვენში დამატებით ენერგიას გააძლიერებს და უარყოფით ენერგიას ჩამოგაშორებთ. სხვა ზოდიაქოს ნიშნის მცენარეები კი იმ თვისებებს შეგძენთ და მოგანიჭებთ, რომლებიც არ გაგაჩნიათ.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია იელი, ბეგონია და გერანი. ვერძებს ეს მცენარეები წარმატებებს მოუტანს პირად საქმეებში, გაუუმჯობესებს გუნება-განწყობას, მოუხსნის სტრესს და, ასევე, განუმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას.

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია ია და ყოჩივარდა. ეს მცენარეები მათ მატერიალური სახსრების გაუმჯობესებასა და მოზიდვაში ეხმარება. ასევე, ამ ადამიანებში შემოქმედებით უნარს ავითარებს და მათ საცხოვრებელს უარყოფითი ენერგიებისგან წმენდს.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია სურო და გვიმრა. ეს მცენარეები მათ ურთიერთობების დასტაბილურებაში ეხმარება, სიამოვნებას ანიჭებს და უფრო ტაქტიანს ხდის.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ალოე და აგავა. ეს მცენარეები მათში თვითრწმენას ავითარებს, ეხმარება ახლობლებთან საერთო ენის გამოძებნაში, სახლში კი სიმშვიდე შემოაქვს, ასევე, ინტუიციის განვითარებაში ეხმარება.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია კალა, ვარდი და უკადრისა. ისინი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უვითარებს დამოუკიდებლობის გრძნობას, უმყარებს თვითრწმენას, ეხმარება შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, სახლში კი თბილ და მყუდრო ატმოსფეროს უქმნის.

კარგია, თუ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული სახლში მონსტერას გაახარებს. ეს მცენარე მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ინტელექტუალურ საქმიანობასა და საღ აზროვნებაში დაეხმარება.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ქრიზანთემა. ეს მცენარე სასწორებს ათავისუფლებს უსარგებლო ეჭვებისგან, ანიჭებს სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას, ჰმატებს სიმტკიცეს და საკუთარი თავის რწმენას. ასევე, წმენდს ატმოსფეროს ნეგატიური ენერგიისგან.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია კაქტუსი. ის მათ ასწავლის ემოციების კონტროლს, ამშვიდებს, იცავს შეცდომებისგან; ეხმარება, რომ დაძაბულ სიტუაციებში თავი ხელში აიყვანონ, აუმჯობესებს მეხსიერებას და, ასევე, შემოსავლების მოზიდვაში უწყობს ხელს.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ლიმონი. ეს მცენარე აძლიერებს ახლის შეცნობის უნარს, ავითარებს ცნობისმოყვარეობას, ეხმარება დამოუკიდებლად მოქმედებაში.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის კარგია ფიკუსი. ეს მცენარე ამ ნიშნით დაბადებულებს წარმატებების მოპოვებაში ეხმარება, უქმნის მყუდრო გარემოს ბინაში, თავიდან ააცილებს ჩხუბს და აძლევს ძალას კრიტიკულ სიტუაციებში. 

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია რძიანა და მარანთა. ეს მცენარეები მათ სძენს ორიგინალური თვითგამოხატვის უნარს, უბიძგებს სიახლეებისკენ და ეხმარება კარიერულ წინსვლაში. ეს მცენარეები ზრუნავენ ბინაში ოჯახური სიმყუდროვის შექმნასა და შენარჩუნებაზე.

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ორქიდეა. ეს მცენარე მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, აძლევს სტიმულს და ათავისუფლებს დეპრესიისგან. ასევე, ორქიდეა ინტუიციას უვითარებს თევზებს და მათ ოჯახურ სიმყუდროვეზეც აგებს პასუხს.

скачать dle 11.3