კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 5 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ „მშვიდობის მტრედი”, ანუ სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სილამაზე, ჰარმონია, სიმშვიდე და არა აგრესია და დეპრესია. ისწავლეთ თანასწორუფლებიან პარტნიორულ  პრინციპებზე ურთიერთობების აგება, დაეყრდენით დიპლომატიას, ენდეთ ინტუიციას, იყავით სამართლიანი. იმავდროულად, იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია არ არის, მაგრამ, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ტიბეტი, ეგვიპტე, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ბრაზილია, პორტუგალია, ტაილანდი, ვიეტნამი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ისრაელი და ფინეთი.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 23 ივლისს, დღის 4 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და რომელი ქვეყანა მომიტანს წარმატებებს? 

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ესპანეთის კატალონიის მხარე, ტიბეტი, მონაკო, ლატვია და ავსტრია. პროფესიებიდან კი წარმატებებს მოგიტანთ: სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია.

скачать dle 11.3