კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

შენ მაინც იზეიმე

 

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სიყვარულის აფიშირება, ან სიყვარულის დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა, არ არის გულწრფელი. ჭეშმარიტ გრძნობას ასეთი იაფფასიანი „შეხსენებები” არაფერში სჭირდებაო. მათი სკეპტიკურობა გასაგებია, თუმცა ფსიქოლოგები სხვა შეხედულების არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი დღესასწაული, ასევე მისთვის სამზადისი, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ფსიქიკისთვის. ანუ, თუ ჩვენი ფსიქიკა ჯანსაღია, მაშინ დღესასწაულები ისევე გვახარებს, როგორც ბავშვებს. ადამიანებს გვეუფლება სიხარულის განცდა, რაღაცნაირად ამაღლებული ემოციები გვაქვს და ბუნებრივია, სტრესების მიმართ გაცილებით მდგრადი ვხდებით. მათ გაცილებით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. სხვათა შორის, ზამთარშია თავმოყრილი დღესასწაულების უმრავლესობა და ეს არ გახლავთ შემთხვევითობა. მზის სინათლის ნაკლებობის გამო, ადამიანებს ძალიან გვაკლია პოზიტიური განწყობა. ცივი ამინდი ისედაც გვიფუჭებს გუნებას. ამიტომაც, ძალიან გვჭირდება დღესასწაული. იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ზაფხულში. დადგენილია, რომ, თუ ადამიანს პატარა მიზეზი მაინც ჰყოფნის დღესასწაულისთვის, ის არასოდეს ჩავარდება დეპრესიაში. ყველა, ფსიქოლოგიურად მდგრად პიროვნებას უყვარს დღესასწაული. ასე რომ, თუკი გიყვართ ვინმე, თუკი თქვენში სიყვარული ფეთქავს, იზეიმეთ. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, მხოლოდ დადებით ემოციებს შეგმატებთ.

 

საუკეთესო საჩუქარი

 

მამაკაცები საკმაოდ მოიკოჭლებენ ფანტაზიის საკითხებში. მით უფრო, როცა საქმე საჩუქარს ეხება, მათ კი ბრილიანტის ყიდვის საშუალება არა აქვთ. ამიტომ, საყვარელი ქალისთვის საჩუქრის შერჩევისას ისინი საკმაოდ წვალობენ. ქალბატონებს კი სწყინთ, როცა შეფუთულში სასურველი ნივთი არ აღმოჩნდება. ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომლისთვისაც მთავარი კაცისგან ყურადღებაა და არა თავად საჩუქარი.

თუ გაინტერესებთ საჩუქრების სტატისტიკა, ის საკმაოდ მხიარულად გამოიყურება. სხვა საქმეა, ეპატიებათ თუ არა მამაკაცებს, რომ შეყვარებულებიც კი არ ცდილობენ, ფანტაზიის გავარჯიშებას.

7 პროცენტი მამაკაცებისა საყვარელი ქალისთვის საუკეთესო საჩუქრად ყვავილების თაიგულს მიიჩნევს.

10 პროცენტი ფიქრობს, რომ გულის ფორმის ტკბილეული კარგი საჩუქარია.

8 პროცენტი – არჩევანს კოსმეტიკური საშუალებების და პარფიუმის სასარგებლოდ აკეთებს.

2 პროცენტი ცდილობს საყვარელ ქალს რომანტიკული ვახშამი აჩუქოს.

10 პროცენტი მამაკაცებისა და თითქმის ამდენივე ქალების ერთმანეთს საიუველირო ნაკეთობებს უძღვნის.

6 პროცენტი მამაკაცებისა ხშირად ყიდულობს საყვარელ ქალს კინოს, ან თეატრის ბილეთებს.

1 პროცენტი – ცდილობს, საყვარელი ქალი თავისი დაწერილი ლექსებით „გაანებივროს.”

მამაკაცების 25 პროცენტი კი საერთოდ დარწმუნებულია, რომ საყვარელი ქალის საუკეთესო საჩუქარი თავად არის და სხვა საჩუქრის ყიდვით აღარ წუხდება.

 

ურთიერთობა

ურთიერთობისთვის

 

ურთიერთობა ცალმხრივი არ შეიძლება, იყოს. ყოველთვის ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თქვენ გინდათ და ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. მოგიწევთ სხვისი აზრის გათვალისწინებაც. თქვენი, თუნდაც უნებლიე ეგოიზმი, შეიძლება, როგორც მუქარა, ისე იყოს აღქმული. უფრო გასაგები რომ იყოს – პარტნიორი იფიქრებს, მე სანაცვლოდ ვერაფერს მივიღებო და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის აღარაფერს გააკეთებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანებს და არა მხოლოდ ორ სქესს შორის ურთიერთობას, სიხარული არ ახლავს, ის კრახისთვის არის განწირული.

ურთიერთობის კოდექსი არ არსებობს, მაგრამ თავადაც მიხვდებით, როგორი უნდა იყოს ის, რომ ორივე პარტნიორმა სიამოვნება მიიღოს. ურთიერთობა – ურთიერთობისთვის! – ძალიან კარგი და სასარგებლო დევიზია. თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ადამიანები უფრო ხშირად ხელმძღვანელობენ ეგოისტური მოსაზრებებით. იმიტომ არა, რომ ჩვენ ყველანი ცუდები, მესაკუთრეები და ეგოისტები ვართ. უბრალოდ, ადამიანი ბუნებით არის ასეთი – მას თავისთვის ყოველთვის უკეთესი უნდა, მაგრამ ვინც გიყვარს, ისიც ხომ შენია – შენი სულის და გულის ნაწილია. ამიტომ, მისთვისაც მხოლოდ საუკეთესო უნდა გინდოდეთ. როცა ამას გააცნობიერებთ, მაშინ ურთიერთობა ურთიერთობისთვის თავისთავად გამოვა.

 

რჩევები ლიდერისთვის

 

წარმატებული და ლიდერი, მხოლოდ საქმეში კი არა, ურთიერთობაშიც უნდა იყოთ. მაშინ ბედნიერებასაც ადვილად იპოვით. გახდეს ლიდერი, თითქმის ყველას შეუძლია. ყველას, ვინც საკმაოდ მარტივი წესები იცის.

ყოველთვის მიიღეთ სიამოვნება პროტესტისა და მონაწილეობისგან. შეიგრძენით ახალი ემოციები. იმოქმედეთ ინტერესებისთვის. ეს აუცილებელია.

ზედმეტი ნუ მოგივათ. რა თქმა უნდა, ცდა არ უნდა დააკლოთ, მაგრამ ლიდერობისკენ სწრაფვამ სიქა არ უნდა გაგაცალოთ. გონება სწრაფად იღლება, სხეულზე უფრო სწრაფად. ლიდერს კი ცოცხალი და საღი გონება სჭირდება.

თქვენს ლიდერობას არ უნდა ემსხვერპლოს მეგობრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ან მათი ინტერესები.

არასოდეს მიიჩნიოთ თავი წაგებულად, თუ გამარჯვების შანსი ცოტა მაინც არის. ასეთი შანსი კი ყოველთვის არსებობს.

P.S. არ გამოიყენოთ ბოროტად ის წარმატება, რასაც მიაღწიეთ. ლიდერობა არც საქმეში ნიშნავს ტირანიას და არც, მით უმეტეს, ურთიერთობაში. ეს საერთოდ, ოქროს წესია და რა თქმა უნდა, კეთილი, სასარგებლო რჩევა!

 

იმოქმედე და გაიმარჯვე!

 

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. წარმატებული უყვარს ყველას. თანამედროვე სამყარო გაცილებით მეტ მოთხოვნებს გვიყენებს და უარს გვათქმევინებს სისუსტეზე. ქალიც კი არ შეიძლება, სუსტი იყოს. თუ გესმის, რა მნიშვნელობა აქვს შენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის პირად სიძლიერეს, მაშინ არც მოქმედება გაგიჭირდება და მით უმეტეს, არც დაგეზარება.

შინაგანი სიძლიერის გაცნობიერება ეხმარება ქალს გაიკეთოს თავბრუდამხვევი კარიერა, იპოვოს საუკეთესო პარტნიორი და შექმნას საკუთარი ბედნიერება თვითონ. ეს ყველას არ შეუძლია იქამდე, სანამ არ მიხვდება, რომ ეს შეუძლია! ანუ, თუ ძალიან არ მოინდომებთ და სხვების შემხედვარე მხოლოდ მათი წარმატებებით აღფრთოვანდებით, რა თქმა უნდა, წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევთ. მიზნის მიღწევა კი ბედნიერების საფუძველია. სხვათა შორის, ნებისყოფის სიძლიერე მჭიდრო კავშირშია თვითშეფასების კრიტერიუმთან და ეს სრულიად ბუნებრივია. თუ არ გაქვს საკუთარი თავის რწმენა, არ აფასებ მას და მუდმივად ფიქრობ, რომ შენნაირებს არასოდეს უმართლებს, რომელ წარმატებასა ან გამარჯვებაზეა ლაპარაკი.

აღზარდეთ საკუთარ თავში გამარჯვებული. თავიდან ცოტას იწვალებთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

скачать dle 11.3