კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი: ჰოლივუდის ვარსკვლავის ტრაგიკული სიკვდილით დასრულებული სიცოცხლე

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი გარდაცვლილი ნახეს ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში. სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზა. ოფიციალური ვერსია კი ჯერაც არ ხმაურდება. ფილიპ სეიმურ ჰოფმანი 46 წლის იყო. ის ითვლებოდა მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელ ჰოლივუდის ნომერ პირველ მსახიობად. 

* ფილიპ სეიმურ ჰოფმანი 1967 წლის 23 ივლისს დაიბადა ფეირპორტში, როჩესტერის შემოგარენში. დედა, მერილინ ო’კონორი, მოსამართლე და შემდგომში ადვოკატი იყო; მამა, გორდონ სტაუელ ჰოფმანი კი ამერიკულ კომპანია „ქსეროქსში” მუშაობდა. ფილიპს ჰყავდა დები – ჯილი და ემილი და ძმა – გორდი. ფილიპ სეიმურ ჰოფმანის წინაპრები იყვნენ ირლანდიელები, გერმანელები, ინგლისელები და ჰოლანდიელები. ფილიპის მამა პროტესტანტი იყო, დედა – კათოლიკე, თავად ფილიპი კი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ გახლდათ.

* ბავშვობაში ფილიპი გატაცებული იყო ჭიდაობით, მაგრამ, კისრის ტრავმის გამო მას სპორტის მიტოვება მოუხდა და მსახიობობით დაინტერესდა. 17 წლის ასაკში იგი ნიუ-იორკის ხელოვნების საზაფხულო სკოლაში მოეწყო, ხოლო შემდგომ სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში განაგრძო დრამის ფაკულტეტზე. პირველი როლი კინოში მან 1991 წელს ითამაშა დამოუკიდებელ ფილმში – „ჩით”, ხოლო საზოგადეობამ 1992 წელს გაიცნო ჯორჯ ვილისის როლით გახმაურებულ ფილმში „ქალის სურნელი”, სადაც მთავარ როლებს ალ პაჩინო და კრის ო’დონელი ასრულებდნენ. 2005 წელს ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მიიღო „ოსკარის” ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ბიოგრაფიულ დრამაში „კაპოტე”. ეს ფილმი მის ფილმოგრაფიაში პოლ ტომას ანდერსონის „ოსტატთან” ერთად საუკეთესოდ ითვლება. 2015 წელს კინოეკრანებზე გამოვა ფილიპ სეიმურ ჰოფმანის უკანასკნელი ფილმი – „შიმშილის თამაშები”, რომლის გადაღება მსახიობის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე დასრულდა.

* კინოსთან ერთად, სეიმურ ჰოფმანი წარმატებით გამოდიოდა ბროდვეის სცენაზე. თეატრალური კრიტიკოსი ბენ ბრეტლი მას თავისი თაობის საუკეთესო მსახიობს უწოდებდა.

* უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ფილიპ სეიმურ ჰოფმანი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა კოსტიუმერ მიმი ო’დონელთან, რომელთანაც ჰყავდა სამი შვილი: კუპერ ალექსანდერი, ტალულა და ვილი. 

* 2006 წელს მიცემულ ინტერვიუში ფილიპ სეიმური აცხადებდა, რომ ნარკოტიკებთან პრობლემა ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში დაეწყო და მას შემდეგ მან პრაქტიკულად ყველა სახის ნარკოტიკი გასინჯა. ის რამდენჯერმე მკურნალობდა სარეაბილიტაციო კლინიკაში, უკანაკსნელად – 2013 წლის მაისში.

 

скачать dle 11.3