კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი - ყველაზე ცეცხლოვანი წყვილი

კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი - ყველაზე ცეცხლოვანი წყვილი

ბრიტანული გამოცემა „მირორის” ვერსიით, „რეალის” ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ და რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი „ყველაზე ცეცხლოვან წყვილად” დასახელდნენ. ამ ტიტულისთვის ბრძოლაში მხოლოდ ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები იღებდნენ მონაწილეობას და რონალდუ-შეიკის წყვილმა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ცნობილ წყვილს გაუსწრო. გამოკითხულებმა, ასევე, „ცეცხლოვან წყვილებში” შეიყვანეს: ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო, სტივენ ჯერარდი და ალექსი, ჟერარდ პიკე და შაკირა, იკერ კასილასი და სარა კარბონერო, ფრენკ ლამპარდი და კრისტინ ბლიკლი, უეინ ბრიჯი და ფრანჩესკა სენდფორდი, გარეტ ბეილი და ემა რის-ჯონსი. გამოკითხვაში ბოლო ადგილზე „სტოკ სიტის” ფორვარდი პიტერ კრაუჩი და მისი მომხიბლავი მეუღლე – ები კლენსი გავიდნენ.

 

პორნოვარსკვლავის სტიმული – კალათბურთელებს

ცნობილმა ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა ავა დევაინმა გადაწყვიტა, „კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელები გაამხნევოს და თუკი ისინი მიმდინარე სეზონში „პლეი-ოფში” გავლენ, თითოეულ მათგანთან სექსით დაკავდება. „თუკი ისინი გავლენ „პლეი-ოფში”, ყველასთან დავწვები, თუ საჭირო გახდება, დაქალსაც დავიხმარ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მარტოც გავართმევ თავს,” – განაცხადა პორნოვარსკვლავმა. „კლივლენდ კავალიერს” ამჟამად მეთერთმეტე პოზიცია უკავია კონფერენციაში და ოთხი მოგებით ჩამორჩება საპლეიოფო ადგილზე მყოფ „შარლოტ ბობკეტს”.

 

ლევანდოვსკი ინტერნეტ-პროექტით დაინტერესდა

დორტმუნდის „ბორუსიის” პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც სეზონის ბოლოს „ბაიერნის” ფეხბურთელი გახდება, ინტერნეტ-პროექტ Scondoo-ში ფული დააბანდა. ინტერნეტ-სერვისი ითვალისწინებს სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროგრამის მეშვეობით სუპერმარკეტებში პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შეძენას მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით. ლევანდოვსკისთვის ეს ინტერნეტ-პროექტში ფულის ჩადების პირველი შემთხვევაა და ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბიზნესი წარმატებული იქნება.

 

გარი ნევილის მაისურების კოლექცია

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განათავსა კარიერის განმავლობაში შეგროვილი ცნობილი ფეხბურთელების მაისურების კოლექცია. ნევილის თქმით, ყველა ეს მაისური არა სახლში, არამედ, სპეციალურ ადგილას ინახება. სავარაუდოდ, ამის დაკონკრეტება მას იმის გამო მოუწია, რომ მაისურების დასაკუთრების მსურველებმა მისი სახლი არ გატეხონ. ნევილის კოლექციაში რონალდოს, პაოლო მალდინის, რობერტო ბაჯოს, ერიკ კანტონას, ანდრეი შევჩენკოს, არიელ ორტეგასა და სხვა ვარსკვლავების მაისურები ინახება.

скачать dle 11.3