კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ უნდა იტვირთოს ეკლესიაში ახალმისულმა ადამიანმა და რატომ ვარდება ის აღდგომის მარხვაში ხიბლის მდგომარეობაში

ერთი კვირა დარჩა აღდგომის მარხვის დაწყებამდე. ეს კვირა კი ყველიერის კვირაა, რომელიც შენდობის დღით მთავრდება. მთელი მარხვის პერიოდში ადამიანი ისე უნდა მოემზადოს საკუთარ თავში ცოდვილი მდგომარეობის დასანახად, როგორც ის აღდგომის მარხვის მოსამზადებელ კვირებში ემზადებოდა დიდმარხვის დასაწყებად. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– აღდგომის მარხვა იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი მხოლოდ სული ან ხორცი არ არის, ის ორივეს ერთობლიობაა. შესაქმე გვასწავლის, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და ეს მდგომარეობს არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ ადამიანობაში, არამედ, ყველაფერში. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ღმერთს მხოლოდ ამით არ ჰგავს, ის უფალს სამებობითაც წააგავს.

– ეს რას ნიშნავს?

 – ადამიანი ღმერთს უნდა ჰგავდეს თავისი შინაგანი და გარეგნული აგებულებით. მამა, რომელიც არის მშობელი, ძე – მისგან შობილი დაუსაბამოდ და სულიწმიდა – მისგან გამომავალი. ადამიანის გონება – ეს არის განსახიერება, მიმსგავსება მამა ღმერთთან, რადგან გონების გარეშე არაფერი ხდება. ხოლო ძე, წმიდა სამების მეორე პირი, ეს არის სიტყვა, შეზავებული აზროვნებასთან. როგორც უმტკივნეულოდ იბადება გონებისგან აზრი, ასე უმტკივნეულოდ იბადება მამისგან ძე. მესამე ადამიანის სულია, ანუ თავად სულიწმიდა. მამების სწავლებით, ადამიანი ამ კუთხით განასახიერებს წმიდა სამებას. ამიტომაც, ადამიანი თავისი დანიშნულებით, ღირსებით არის დიდი და ეს ყველაფერი მან არა მხოლოდ სულიერად, ხორციელადაც უნდა გადაიტანოს და გაითავისოს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მარხვას, ხორციელის კვირის შემდეგ უარს ვამბობთ მძიმე საკვებზე და კიდევ ერთი კვირა გვრჩება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, ჩვენი უძლურების გამო, ნელ-ნელა გადავიდეთ მარხვაზე. ეს დიდი მამების, მსოფლიოს კრებების დაწესებული, ეკლესიური გამოცდილებით დადგენილი წესია, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ყალიბდებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანისთვისაა დაწესებული, რომ მან საკუთარი უძლურების გამო არ დაიწყოს მარხვა, გაუაზრებლად არ გადავიდეს მარხვაზე. ამ ყველაფერს სულიერი განსჯა, გაწონასწორება სჭირდება და ამიტომ, ყველიერის კვირაში ადამიანი ნელ-ნელა გადაეწყობა ხორციელი მარხვიდან სულიერ მარხვაზე, მარხვა რომ წარმატებული იყოს. უპირველეს ყოვლისა, სულიერი ნიჭის მოხვეჭაა, სულიერი ბრძოლების გადატანაა საჭირო, რადგან, ბრძოლების გარეშე ადამიანის სული ვერ გაიწვრთნება. თუ ადამიანი ყველაფერს ეტაპობრივად არ გადის, მისი სულიერი ცხოვრება ვერ იქნება წარმატებული და ხშირია შემთხვევა, როცა სულიერად გადაიწვებიან ხოლმე. 

– ადღგომის მარხვის პირველი და ბოლო კვირა მძიმეა და ხშირად ადამიანები ამ დღეებში თითქმის არაფერს ჭამენ. ბევრი მხოლოდ წყალზე და პურზეა. სწორია ასეთი მიდგომა? 

– აღდგომის მარხვის პირველი კვირა და ბოლო კვირა, რომლებიც მძიმეა, ასევე, ადამიანების მიერ ხშირად არასწორადაა გააზრებული. მოდიან და ამბობენ: „მე არ შევჭამ არაფერს, მინდა მხოლოდ წყალსა და პურზე ვიყო, ან მხოლოდ წყალზე, ან, ზეთიან საკვებს შაბათ-კვირასაც არ მივიღებ“... რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არასწორია. ის უნდა აცნობიერებდეს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და მორჩილება იმ გაგებით, რომ მოძღვარს ჰკითხოს, როგორ მოიქცეს. თვითრჯულობა კარგისკენ ვერ წაიყვანს. თუ ადამიანი ამ ყველაფრისთვის მზად არ არის, არ შეუძლია იმის დაძლევა, რასაც შეეჭიდება, ეს კარგად არ დამთავრდება. ისინი დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან, რაც საეკლესიო ენაზე ხიბლის მდგომარეობაა და სარწმუნოებრივად გადაიწვებიან ხოლმე. ის, რაც იმათთვისაა დადგენილი, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიაში დადის, მოღვაწეობს, გარკვეულწილად, აქვს სულიერ ცხოვრებაში შენაძენი, გამოცდილება, იგივე ახალმოსულმა არ უნდა იტვირთოს საკუთარ თავზე. ყველამ უნდა იმარხულოს, როგორც შეუძლია,  მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომ ამ ყველაფერმა საფრთხე არ შეუქმნას მის ჯანმრთელობას, სულიერებას, აზროვნებას, არ ჩავარდეს ხიბლის მდგომარეობაში.

– მარხვის დროს ეკლესია ხშირად მოგვიწოდებს სინანულისკენ, საკუთარი თავის გამოცდისკენ, ცოდვების დანახვისკენ. რაც, ვფიქრობ, არცთუ ისე ადვილია. 

– გარდა იმისა, რომ როგორც ყველიერის, ასევე სხვა კვირებში, ადამიანს ფიზიკურად ამზადებს, ნელ-ნელა გადადის საკვების მხრივ შეზღუდვებზე – ეს არის სულიერი სამზადისიც. ეს კვირები ადამიანს ახსენებს იმას, რომ მარხვას იწყებს თავმდაბლობით. ამაში იგულისხმება ჭეშმარიტი თავმდაბლობა და არა მონობა, უვიცობა. თავმდაბლობა – ეს არის საკუთარ თავში ჩაღრმავება: რომ მე ძალიან ცუდი ვარ და არავის ვჯობივარ, თუნდაც იმას‚ ვინც ეკლესიაში არ დადის. ასე რომ‚ თუ გვინდა, რომ მარხვა წარმატებული იყოს, გავიზარდოთ, რაიმე შეგვემატოს, მაშინ მარხვა უნდა დავიწყოთ იმის გააზრებით, რომ ცოდვილები ვართ – ბევრი რამ გვჭირდება იმისთვის, გამოვსწორდეთ და რასაც არ უნდა მივაღწიოთ‚ მაინც ბევრია საჭირო. მაგრამ იმის აღიარება, რომ ცოდვილი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორიული არ უნდა იყოს. ადამიანის ქმედება უნდა ემთხვეოდეს მისივე გულისწადილს, მის შინაგან განწყობას. თუ შინაგანი განწყობა მართალია, ამაში საქმეც ერთვება და მას უყვარს ადამიანები, არ შურს, არ განიკითხავს, არ არის უსიყვარულო, არ არის ვერცხლისმოყვარე, უყვარს გაცემა. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ აკეთებს, მაშინ ფუჭია მისი მარხვა, ეკლესიაში სიარული. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და დროის უქმად კარგვაა. ჩვენ ხშირად მარხვის მიმართაც ზერელე დამოკიდებულება გვაქვს – თითქოს მარხვა არის მხოლოდ წესები, კანონების დაცვა, საკვების მიღებისგან თავის შეკავება. მაგრამ‚ უნდა ითქვას ერთი რამ: მარხვა სწორედ ადამიანის გონებიდან, მისი აზრებიდან იწყება, რომელიც შემდეგ ადამიანის გეგმებში, ქმედებებში ხორციელდება. მარხვა ჩვენი აზრების მომზადება, შინაგანი მდგომარეობის გაწმენდაა, რადგან აზრით იწყება ადამიანის დაცემა, რომელსაც შემდეგ ქმედება მოჰყვება. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უღრმავდება, აცნობიერებს მართლმადიდებლისთვის ფუნდამენტურ რამეს, ბოლომდე კონცენტრირებულია საკუთარი თავის მიმართ, არსად იყურება – ღმერთს არ ეძებს არც ქვევით, არც ზევით. ის მხოლოდ საკუთარ ცოდვებს უღრმავდება და მარხვას იწყებს ამ სულისკვეთებით. სხვათა შორის‚ როცა კანონებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ უფალს ჩვენთვის არც ერთი კანონი არ დაუდგენია. მათ ჩვენ დავარქვით სახელები: რომ ეს არის კანონი, ეს არის რჯული, მოთხოვნა, წესი, რომელიც უნდა დავიცვათ. შესაბამისად, არც ერთი კანონი თავისი კონკრეტული შინაარსით არ არის კანონი. ეს არის მხოლოდ უფლის სიყვარულის გამოხატულება და ზრუნვა ადამიანებზე. ეს არის არა კანონი, არამედ მაგალითი ადამიანებისთვის. ადამიანმა წარმატებულად უნდა განვლოს  მარხვის ათეული დღე და საერთოდ‚ თავისი ქრისტიანული ცხოვრება. ზედმიწევნით რომ დავიცვა მარხვა, ცნებები, არც ერთი მსახურება არ გავაცდინო, მაგრამ არ მქონდეს შინაგანი მართებული აზროვნება იმისა, რომ ვარ ცოდვილი, მაკლია ბევრი რამ და ბევრი უნდა შევიძინო, ვიშრომო ამისთვის; ჩემი საქმეები თუ არ ემთხვევა ჩემს შინაგან მდგომარეობას, მაშინ გამოდის, რომ მე ვიქცევი როგორც ფარისეველი. შესაბამისად‚ ეს მარხვა მე არაფერს მომცემს, ეს ჩემს სულიერებაში წარმატების მომტანი არ იქნება, ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ წავიწევი. მარხვის, ლოცვის, ყველაფრის‚ რაც სულიერი ცხოვრების მოსაწესრიგებლად არის საჭირო, დაცვა აუცილებელია, მაგრამ ადამიანი  შინაგანად უნდა იაზრებდეს თავის ცოდვილ მდგომარეობას. 

 

скачать dle 11.3