კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

როგორ მიიღო უფალმა მადლი მეძავზე, რომელმაც მოყვასი სიკვდილს გადაარჩინა

 

ეგვიპტის ალექსანდრიაში ერთი მდიდარი ქალიშვილი ცხოვრობდა, რომელსაც მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. ერთხელ, საკუთარ ბაღში სეირნობისას, კაცი დაინახა, თოკისგან ყულფი გაემზადებინა და თავის ჩამოხრჩობას აპირებდა. „რას შვრები?“ – შეჰკივლა სანახაობით შეძრწუნებულმა ქალმა. „თავი გამანებე“, – უპასუხა კაცმა. „შენი მწუხარების მიზეზი გამანდე და შეძლებისდაგვარად დაგეხმარები“, – უთხრა ქალიშვილმა. „ვალებში ვარ გადავარდნილი, მოვალეები კი მოსვენებას არ მაძლევენ, მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გადავუხადო, ასეთ ყოფას სიკვდილი მირჩევნია“, – შესჩივლა კაცმა. „გამომყევი, რაც გამაჩნია, აიღე და ვალები გაისტუმრე, ოღონდ, თავს ნუ დაიღუპავ“, – მიმართა ქალიშვილმა. კაცმა ფული გამოართვა, მოვალეები დაამშვიდა და თავისუფალი შეიქნა. ქალიშვილი კი გაღატაკდა და დახმარების ვერსად მპოვნელმა სიძვას მიჰყო ხელი. ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი დაავადმყოფდა, გონს მოეგო და მეზობლებს შესთხოვა: „ღვთის გულისათვის, იქნებ პატრიარქთან მიშუამდგომლოთ, მომნათლოს და გამაქრისტიანოს“. მაგრამ, მისი არავინ შეისმინა და ყველა ერთხმად გაიძახოდა: „ეს მემრუშე ამგვარი მოწყალების ღირსი არ არის“. ერთხელ, როდესაც მარტოდმარტო მწუხარებაში ჩავარდნილიყო და ლოცულობდა, უფალმა მოხედა და წყალობა გარდმოუვლინა. მან ქალს იმ კაცის სახით, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა, ანგელოზი წარმოუგზავნა. „რატომ სწუხხარ, ჩემო ქალბატონო“, – მიუგო ანგელოზმა. „მინდა, მოვინათლო და ქრისტიანი გავხდე, მაგრამ ყველა უარს მეუბნება, ჩემი თხოვნა პატრიარქს მოახსენოს“, – შესტირა ქალმა. „გაქრისტიანება ნამდვილად გადაგიწყვეტია?“ – შეეკითხა იგი. „დიახ“, – მიუგო მხევალმა. „ნუ გეშინია! თანაშემწეებს მოგივლენ და ისინი წარგიძღვებიან ეკლესიისკენ“. იმწამსვე ორი ანგელოზი გაჩნდა და ღვთის მოშიში მხევალი ტაძარში მიაბრძანა. უსაზღვროდ გახარებულმა თავის თვალით იხილა პატრიარქი, პრესვიტერი, დიაკვნები და ნათლობის მოშურნე არსება წმიდა სამების მადლით იქნა მათ მიერ მონათლული. ისინი უფლის ანგელოზები იყვნენ. ადამიანთაგან შეურაცხყოფილი ქალის მონათვლა უფალმა თავის მსახურთ მიანდო. როდესაც სასწაული გაცხადდა და ღვთის წყალობის შესახებ, რაც ამ ქალს თავს გადახდა, ყველასთვის ცნობილი გახდა, ეპისკოპოსმა მოიხმო ის და შეეკითხა: „მიამბე, ნუ დამიმალავ, შენი კეთილი ღვაწლის შესახებ უფლის წინაშე“. მან კი უპასუხა: „განა შეიძლება, მეუფეო, მემრუშე კეთილ ღვაწლში იმყოფებოდეს? თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთხელ უფლის წყალობით, კაცი გადავარჩინე. მას მოვალეები სტანჯავდნენ და თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მე ჩემი კუთვნილი ქონება მივეცი და ვალები გავასტუმრებინე“. ყველას გასაოცრად, ღვთის მოშიში მხევალი ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გარდაიცვალა. ამის შემხედვარე ყველამ ერთხმად განადიდა უფალი, ეპისკოპოსმა კი ბრძანა: „მართალი ხარ, შენ, უფალო და მართალ არს სჯაი შენი! დიდება შენდა, უფალო, იმ დიდთა საკვირვებელთათვის, რომელთაც კაცთა გარდმოუვლენ!“

 

 

скачать dle 11.3