კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი კუთვნილი სახლის რემონტი დაუჯდა აკაკი მინაშვილს 6 000 ლარი და რა შემოსავალს იღებდნენ დეპუტატი და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მისი მეუღლე

საქართველოს მეშვიდე და მერვე მოწვევების პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი 1980 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ასევე, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (თუმცა მითითებული არ არის, რა ტიპის განათლება: რამდენიმეთვიანი, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი), სპეციალობით კი სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს იწყება „თავისუფლების ინსტიტუტში“, სადაც 2006 წლის ჩათვლით იმუშავა: თავდაპირველად, 2003 წლამდე, იურისტის თანამდებობაზე, ხოლო მას შემდეგ აღმასრულებელ დირექტორადაც დაინიშნა. 2007 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გადავიდა, სადაც თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორად  2008 წლის მარტამდე იმუშავა. 2008 წლის ივნისიდან საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით და იგივე შედეგი 2012 წელსაც გაიმეორა აწ უკვე მერვე მოწვევის პარლამენტში.

მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება. იმხანად აკაკი მინაშვილი ოჯახის წევრებად მიუთითებდა: მეუღლეს – ქეთევან კობიაშვილს; შვილს – ნინიას; დედას – ნინო კვარაცხელიას, მამას – მალხაზ მინაშვილს და ბებიას – ანა კვარაცხალიას. დეკლარაციის თანახმად, 2009 წელს მინაშვილების ოჯახი არ ფლობდა არანაირ უძრავსა თუ მოძრავ ქონებას, თუმცა შემოსავლების სიმწირეს არ უჩიოდნენ. 2008 წლის განმავლობაში აკაკი მინაშვილმა, როგორც დეპუტატმა, 7 თვეში, 29 008 ლარი აიღო, ხოლო სამ თვეში, როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, 6 400 ლარი; ქეთევან კობიაშვილმა, როგორც შსს-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა, 1 230 ლარი (როგორც ჩანს, მეუღლის გადეპუტატების შემდეგ დასაქმდა), ხოლო ნინო კვარაცხელიამ, როგორც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, 5 868 ლარი. 2008 წელს აკაკი მინაშვილმა შემოსავალი ორი ავტომანქანის გაყიდვითაც მიიღო: 4 200 და 5 500 აშშ დოლარი.

2010 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, მაგრამ ჩამოთვლილია უძრავი ქონება, რომელიც არ ყოფილა წინა წლის დეკლარაციაში. კერძოდ: ანა კვარაცხელიას საკუთრებაა მიწის ნაკვეთი წყნეთში (1 163 კვ. მ.), ნინო კვარაცხელიას საკუთრება გამხდარა საცხოვრებელი ბინა ზანდუკელის ქუჩაზე (120 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი მუხიანში, სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონი 2004-ში“; მალხაზ მინაშვილი ორი აგარაკის მფლობელია: მუხათწყაროში და ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში. მასვე ჰყავს 2006 წლის ავტომანქანა Hunday Tucson. 2009 წლის განმავლობაში აკაკი მინაშვილმა, როგორც ხალხის რჩეულმა, 56 183 ლარი აიღო; როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 7 800 ლარი; ქეთევან კობიაშვილმა, როგორც შსს-ს მთავარმა სპეციალისტმა, 11 971 ლარი, ხოლო ნინო კვარაცხელიამ, როგორც სკოლა-პანსიონის დირეტორმა, 5 040 ლარი. იმ წელს აკაკი მინაშვილს ხარჯიც ჰქონია: ბინის რემონტი 6 000 ლარი დასჯდომია.

2011 წლის დეკლარაციაში კიდევ უფრო გაზრდილია მინაშვილების ოჯახის უძრავი ქონება: ანა კვარაცხელიას საკუთრებაა აგარაკი წყნეთში, როგორც ჩანს, მიწის ნაკვეთზე სახლი აუშენებია; ისევე, როგორც მალხაზ მინაშვილს – მის საკუთრებაში არსებულ ორივე მიწის ნაკვეთზე, მუხათწყაროსა და ტიბანიერში. დოლიძის ქუჩაზე (118 კვ. მ.) ბინა შეუძენია აკაკი მინაშვილის მეუღლეს და 100 000 აშშ დოლარის კრედიტიც აუღია. 2010 წლის განმავლობაში აკაკი მინაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 67 232, ხოლო, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 8 300 ლარი აიღო. ქეთევან კობიაშვილმა, როგორც თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, 7 540 ლარი, ხოლო, როგორც შსს-ს ადმინისტრაციის საპროტოკოლო სამმართველოს მთავარმა სპეცილისტმა, 11 898 ლარი. დეპუტატის დედის სადირექტორო წლიური ხელფასი, სულ რაღაც, 5 127 ლარი იყო.

2012 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ აკაკი მინაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცალკე ცხოვრობს ქეთევან კობიაშვილის კუთვნილ ბინაში, დოლიძის ქუჩაზე. მათი შემოსავლები გაზრდილა: 2011 წლის განმავლობაში აკაკი მინაშვილმა, როგორც დეპუტატმა, 69 009 ლარი აიღო; როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 8 300 ლარი. ქეთევან კობიაშვილმა, როგორც თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, 54 682 ლარი.

2012 წელს აკაკი მინაშვილმა, როგორც დეპუტატმა, 61 467 ლარი აიღო; როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 4 900 ლარი. ქეთევან კობიაშვილს თავდაცვის სამინისტროდან შსს-ში გადაუნაცვლებია: შესაბამისად, როგორც თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, 27 611 ლარი აუღია, როგორც შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, 18 365 ლარი.

 

скачать dle 11.3