კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტაიმ-აუტში

ცოცხალი ექსპერიმენტი

 

ისე მოხდა, რომ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეებმა გაიღეს მძიმე ხარკი იმისთვის, რომ შედეგი – სსრკ-ს დაშლა – დამდგარიყო. საბოლოოდ, დამოუკიდებლობა საბჭოეთის 15-ვე რესპუბლიკამ მიიღო, მათ შორის, რუსეთმაც და უმეტესობამ ისე, რომ თითი თითზეც არ დაუკარებიათ.

მოგვიანებით, პოლიტიკური ორიენტირის ცვლის გამო ყველაზე მძიმე ხარკის გაღება აწ უკვე დამოუკიდებელ, მანამდე კი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს მოუწია: მისი ორი ავტონომიიდან სეპარატისტებმა სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და დამოუკიდებლობა თვითნებურადაც გამოაცხადეს (თან, ეს მოვლენები სამოქალაქო ომის პარალელურად ვითარდებოდა), რაც, საბოლოოდ, გაეროს მიერ აღიარებული ერთი საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთისა და კიდევ ოთხის მიერ აღიარებული კიდევ ორი „სახელმწიფოთი“ დაგვირგვინდა.

უფრო მეტიც, სწორედ საქართველოს ტყავზე დაინახეს როგორც პოსტსაბჭოთა, ისე ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნებმა, რას ჩაიდენდა რფ „ნატოს“ აღმოსავლეთით გაფართოების შემთხვევაში, შესაბამისად, სათავისო გაკვეთილებიც გამოიტანეს და პრევენციისთვისაც მოემზადნენ. 

მართალია, ზემოთქმული ბარათაშვილის „მერნის“ სტილში ვითარდებოდა („რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“), მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რფ-სთვის საბაჟო კავშირში უკრაინის ხილვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენების (ჩვენი ჩათვლით), რუსეთ-დასავლეთის ფრონტის ხაზმა დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით გადაინაცვლა, შესაბამისად, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ახლა უკვე ჩვენ ვიხეიროთ სხვის მიერ გაკვალული გზებით?!

скачать dle 11.3