კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Gino Paradise Tbilisi – პირველი და გრანდიოზული აკვაპარკი აღმოსავლეთ ევროპაში

ცხოვრებისა და დასვენების ახალი სტილი

 

აკვაპარკი, როგორც წესი, მზესთან და კარგ ამინდთან ასოცირდება, მაგრამ თბილისელებსა და მის სტუმრებს ახლა უკვე ზამთრის ცივსა და სუსხიან დღეებშიც შეუძლიათ, ერთმანეთს შეუთავსონ  სასარგებლო და სასიამოვნო დასვენება აღმოსავლეთ ევროპაში პირველ  და გრანდიოზულ აკვაპარკ – Gino Paradise Tbilisi-ში, რომლის ჯადოსნული სამყარო ზამთრის ცივ დღეებს უჩვეულო სითბოთი და ზღაპრული შთაბეჭდილებებით გაგილამაზებთ.

თქვენს განკარგულებაშია უჟანგავი ფოლადის სარელაქსაციო აუზი, შადრევნებითა და წყალქვეშა სავარძლებით, უჟანგავი ფოლადის ბავშვთა წყლის პარკი ჩამოსასრიალებელი გზებითა და მრავალი სხვა გასართობით.

გემი „ჯინო“ – ვირპულით (ჯაკუზით) ზღვის მარილიანი წყლით, ბარით გემბანზე, სადაც უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს დააგემოვნებთ. ადრენალინის მოყვარულებს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი და სწრაფი, 31-მეტრიანი ტოპოგანი ელის ექვსი სხვადასხვა სირთულის მილით, რომელთაგან ერთ-ერთი, ექსტრემის მოყვარულთ, საათში 60 კილომეტრი სიჩქარით, შეუდარებელ შეგრძნებებს განგაცდევინებთ.

Gino Paradise Tbilisi-ს Wellness & Spa (ველნეს და სპა ცენტრი) კი ნამდვილ ზღაპრულ სამყაროში გეპატიჟებათ. სრული რელაქსაციისთვის გელოდებათ:

ალექსანდრე მაკედონელის 24-კარატიანი ოქროს ტახტი – 42 გრადუსამდე გამთბარი 24-კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული ტახტი ქმნის ოქროს აურას და   ეხმარება ორგანიზმს რეგენერაციაში.

8 სხვადასხვა ტიპის საუნა: „რომაული საუნა“ ძველი ელინების მომაჯადოებელი სურნელით აგავსებთ; „მცენარეული საუნა“ გაზაფხულსა და მზეს შემოიტანს თქვენს სხეულში; „მარილის საუნა“ თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან გაათავისუფლებს; „ინფრაწითელი საუნა“ ცხელ ზაფხულში სანაპიროზე მიღებულ მზის აბაზანებს გაგახსენებთ; „საუნა – მელიის სორო“ თავს ზღაპრული სამყაროს პერსონაჟად გაგრძნობინებთ: „სურნელოვანი საუნა“ არაჩვეულებრივი არომატებით გააჯერებს თქვენს სხეულს, „მენთოლის  საუნა“ გაციების წინააღმდეგ ინჰალაციის შეუდარებელ ეფექტს მოახდენს და, კლასიკური „ფინური საუნა“  – დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. შეგრძნებებს გაგიმძაფრებთ ტეპიდარიუმი და შხაპი გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით, ასევე, გამოქვაბული წყაროს ცივი წყლით, ცივი და თბილი წყლებით სავსე ქვიანი სავალი ბილიკი გამოაფხიზლებს თქვენს ორგანიზმში მიძინებულ ქვეყნიურობისა და სილამაზის  ხედვას.

Excellent  ზონაში თქვენ გელოდებათ პრივატული „ფინური საუნა“, „მცენარეული საუნა“, „ყინულისა  და თოვლცვენის ოთახი“.

აქვე განთასებულია კლეოპატრას, ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები, სადაც, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მიიღოთ  შამპანურის,  ღვინის,  მენთოლის,   ყვავილებისა თუ რძის  სარელაქსაციო  აბაზანები.

სპეციალურად გურმანთა საამებლად Excellent  ზონაშია ჯაკუზი „ლუდის კათხა“, დამზადებული ნატურალური ხისგან და შევსებული 36 გრადუსამდე გამთბარი ლუდით – პარალელურად, შეგიძლიათ, თვითონვე ჩამოისხათ და დააგემოვნოთ ცივი ლუდი.

Excellent ზონაში გელოდებათ ტეპიდარიუმი ბუხრითა და მოსასვენებელი გამთბარი სავარძლებით,  თბილი, სარელაქსაციო აუზით, შხაპი წვიმის ეფექტით.

Gino Paradise Tbilisi სპა-ცენტრი  გთავაზობთ ევროპაში აღიარებული ბრენდის – „სტენდერსის“ პროდუქციის პროცედურებს: სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელ მასაჟს; სხეულის პილინგსა და გადახვევას 100-პროცენტიანი ნატურალური პროდუქტებით. ჰიდრომასაჟს, სამასაჟე ოთახებს როგორც ინდივიდუალურს, ისე წყვილებისათვის, საპნის, ანუ ეგრეთ წოდებულ - თურქულ მასაჟს.

Gino Paradise Tbilisi საოჯახო ტიპის დასასვენებელი და გასართობი ადგილია. აქ თქვენ არ შეგექმნებათ ბავშვების დატოვების პრობლემა. მაშინ, როდესაც თქვენ რელაქსაციის დაუვიწყარ შეგრძნებებს განიცდით ჩვენს Wellness & Spa ცენტრში, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს თქვენს ბავშვებზე.

უფრო დაწვრილებით Gino Paradise Tbilisi-ს ზღაპრული სამყაროს შესახებ მომდევნო ნომერში გიამბობთ, მანამდე კი გაითვალისწინეთ:

25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით Gino Paradise Tbilisi გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას – ერთდღიან ბიზნეს და VIP პაკეტებს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით.

არ გაუშვათ ხელიდან ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის შანსი და აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი განცდები!

скачать dle 11.3