კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრენდი სახელად „მაკდონალდსი“

მსოფლიოს უმსხვილესი რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ისტორია, ერთი შეხედვით, მარტივად დაიწყო. დღეს კი, „მაკდონალდსი“ ყველაზე მსხვილი რესტორნების ქსელია, რომლის 33 ათასი  რესტორანი ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე 15 წელია, საქართველოშიც. 15 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი გაიხსნა. დღეისთვის კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე  ექვსი რესტორანი ფუნქციონირებს, აქედან – ოთხი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში. ალბათ, ბევრისთვის უცნობია შემოწმების რამდენ ეტაპს და ხარისხის კონტროლის რამდენ საფეხურს გადის ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შემდეგ ჩვენ ასე გემრიელად მივირთმევთ. ინტენსიური კონტროლი ხორციელდება როგორც პროდუქტებზე, რომლისგანაც საკვები მზადდება (მაგალითად, სენდვიჩებში 100 პროცენტით უმაღლესი ხარისხის საქონლის მკერდის ხორცი გამოიყენება), ასევე, უკვე მზა პროდუქციაზე.  კონტროლდება არა მარტო საკვები პროდუქტები, არამედ მათი მომზადების ყველა ეტაპი და წვრილმანი ნიუანსიც კი, რათა მომხმარებელთან მისული მზა პროდუქტი გემრიელი და იმავდროულად, ჯანსაღი იყოს. ასევე,  აუცილებელი პირობაა ის, რომ დამზადების პროცესში საკვები ჯანსაღი და  ნატურალური იყოს. „მაკდონალდსის“ თითოეულ მზა პროდუქტს, შესაფუთ მასალაზე თან ახლავს ცხრილი, შემადგენლობის აღწერით. მასზე აღნიშნულია თუ რამდენ კალორიას, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და მარილებს შეიცავს ეს პროდუქტი, რაც კვების რაციონის, კალორიებისა და მთლიანად, შემადგენლობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ასე რომ,  „მაკდონალდსის“ მენიუს საშუალებით, გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შესაძლებელია – ყველას შეუძლია დააბალანსოს საკუთარი კვება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საკვებისა და სასმელის არჩევნის მრავალფეროვნება, შეიძლება, იყოს აქტიური და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ნაწილი. ამიტომაც, „მაკდონალდსი“ გამუდმებით ცდილობს, უზრუნველყოს  მომხმარებელი უფრო მეტი სასარგებლო არჩევნითა და გაზარდოს წვდომა კვებითი ღირებულებების შესახებ ინფორმაციასთან. „მაკდონალდსი“ ხომ ოლიმპიადის ოფიციალური რესტორანია, რომელიც მრავალი წელია, ოლიმპიელების კვებაზე ზრუნავს.

ბუნებრივია, ყველა ამ წესის დაცვისა და კონტროლის შედეგად, „მაკდონალდსი“  მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. ის ყოველმხრივ  შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რთული მისიაა, წლების განმავლობაში ბაზარზე ლიდერის პოზიცია გეკავოს. ქართული „მაკდონალდსი“ ამ ამოცანას დღემდე წარმატებით ართმევს თავს. ის ყოველთვის ახერხებს ერთდროულად იყოს პატარების საყვარელი გასართობი ადგილი, თინეიჯერების ყველაზე მოდური შეკრების ობიექტი და სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების რესტორანი. ამასთან, ყველას აქვს საშუალება, გააკონტროლოს საკუთარი კვების რაციონის კალორიები და მთლიანად, შემადგენლობა. 

ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც შეჩვეული არიან და დანამდვილებით იციან, რომ  დღეს, ხვალ, ხუთი წლის შემდეგ,  „ბიგ მაკის“ გემო ყოველთვის ერთნაირი იქნება ნებისმიერ რესტორანში – ის უცვლელია 1967 წლიდან, მისი შექმნის დღიდან. ამიტომაც, შედიან  „მაკდონალდსში“ კარგად ნაცნობი გემოს შესაგრძნობად. თუმცა, ადამიანებს უყვართ სიახლეც – პერიოდულად „მაკდონალდსის“ მენიუში ახალი შეთავაზებები ჩნდება. ამასთან, მოულოდნელობები არ არსებობს – ყველაფერი გემრიელი და ხარისხიანია. ის ფაქტორი კი, რომ გარშემო მუდმივად მოძრაობენ ადამიანები და ზედმიწევნით ასუფთავებენ ყველაფერს, თავისდაუნებურად, იწვევს ნდობას. სისუფთავე, გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები – ეს ის ფაქტორებია, რამაც  „მაკდონალდსი“ ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთ უსაყვარლეს რესტორნად აქცია. „მაკდონალდსი“  საქართველოში უკვე 15 წლისაა და 15 წელია, უცილობლად ერთგულია ყველა იმ მოთხოვნის, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტი ავალდებულებს.

скачать dle 11.3