კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

სპინოზა: იმის საწინააღმდეგო, რასაც ხალხზე და მათ საქმეებზე ამბობენ, ხშირად სრული სიმართლეა.

ვოლტერი: მეთერთმეტე მცნება: „ნუ ისიტყვამრუშებ!“

ეჟი ლეცი: ყოვლად უმნიშვნელო სიმართლეს, რომელიც ვენტილატორს ებრძვის, თავი დონკიხოტად წარმოუდგენია.

ბალზაკი: თუ სუფრას შლით ვინმეს პატივსაცემად, უნდა ეცადოთ, ყოველივე ბრწყინვალედ მოაწყოთ, მაგრამ უფრო მნივშნელოვანია, მოაწყოთ მისი გემოვნების შესაბამისად.

ჰიუმი: რაც უნდა მოსაბეზრებელი იყოს ხელმოკლე კაცზე ზრუნვა, მაინც გული გვწყდება, როცა მათ ბედი გაუღიმებს და ჩვენი მოვლა-პატრონობა აღარ სჭირდება.

ლომონოსოვი: ჩია კაცი მთაზედაც ჩიაა, გოლიათი კი ორმოშიაც დიდია.

დიდრო: როდესაც ბედნიერება სულმდაბალ ადამიანებს გაუღიმებს, მათ ამაყსა და მძვინვარეს ხდის.

დოსტოევსკი: თუ მიზნისკენ მიილტვი და გზად ხშირ-ხშირად ჩერდები, რომ ქვა ესროლო ყოველ ძაღლს, რომელიც შემოგიყეფს, მაშინ მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.

ესქილე: სწორი საქციელისთვის უნებისყოფობას უფრო მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე უცოდინარობას.

გოეთე: მიზანი, რომლისთვისაც უმართებულო საშუალებებია საჭირო, არ არის მართალი მიზანი.

***

ქალი იოლად ლაპარაკობს გრძნობებზე, რასაც არ განიცდის. მამაკაცი უფრო იოლად ლაპარაკობს გრძნობებზე, რასაც განიცდის.

ციცერონი: მთავრობა მოლაპარაკე კანონია, ხოლო კანონი – მუნჯი მთავრობა.

სტენდალი: იდეების უგულებელყოფა მხოლოდ იდეებით შეიძლება.

ჰიუგო: უნდა გიყვარდეს მხოლოდ ღმერთი და გძულდეს მხოლოდ შენი თავი.

კანტი: ცუდია მეტისმეტი თავისუფლება. ცუდია მეტისმეტი კმაყოფილება.

ლოკი: დღემდე ვერავინ შეძლო, იყოს იმდენად ცბიერი, რომ არ გაამჟღავნოს ეს თვისება.

შექსპირი: სისულელე ბრძენებს უფრო რგებს, ვიდრე სიბრძნე – სულელებს.

სენეკა: სულაც არ მაინტერესებს, რამე ვიცოდე, თუნდაც ყველაზე სასარგებლო, თუკი მხოლოდ მე მეცოდინება. უმაღლესი სიბრძნეც რომ შემომთავაზონ, თუ გამაფრთხილეს, ნურავის გაანდობო, უარს ვიტყოდი ასეთ სიბრძნეზე.

დიუმა მამა: სიძულვილი უკმაყოფილების აქტიური გრძნობაა, შური – პასიური. არაფერია გასაკვირი, რომ შური სწრაფად იქცევა სიძულვილად.

არისტოტელე: სიზარმაცე ყოველი ბოროტების დედაა, რაც ადამიანმა იცის, დაივიწყებს, ხოლო რაც არ იცის, ვერ ისწავლის.

ბელინსკი: სასაცილო ადამიანი ისაა, ვინც სულელს ემსგავსება, სანამ სასაცილოა.

ლაუბი: თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.

მენკენი: ნდობა არის გრძნობა, მაშინაც კი დაუჯერო ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.

კამიუ: დასჯა, რომელიც არაფერს აგვარიდებს, შურისძიებაა.

скачать dle 11.3