როგორ წაასწრეს მამათმავალს მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე და ვის შემოაკვდა მოძალადის მოხუცი დედა
ციხიდან ახალგათავისუფლებული მამაკაცი თანასოფლელის გაუპატიურებისთვის დააკავეს. მოგვიანებით, მისი დაკავების და დაკითხვის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც 47 წლის მერაბ გ-ურმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა – ის პატიმრობის დროს თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც მან ასეთი ფორმით იძია შური საკუთარ წარსულზე. სასამართლო პროცესზე დამნაშავის ადვოკატმა, ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით, ბრალდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, მაგრამ, ეს ფაქტორი არ ჩაითვალა შემამსუბუქებელ გარემოებად და, მამაკაცს, რომელმაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდასთან ძალადობით დაამყარა სექსუალური კავშირი, თავისუფლების ათი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
17 წლის მამუკა მ-შვილი ობლობაში გაიზარდა. 3 წლის იყო, მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მარტო დარჩენილი ბიჭის გაზრდა მამის ძმამ, მურმან მ-შვილმა ითავა, რომელმაც ბავშვი მამისეულ სახლში გაზარდა. 10 წლის ასაკში ბავშვს ფიზიკური სისუსტე და ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, რაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბავშვობაში გადატანილი სტრესის შედეგი იყო. ბიჭს გონებრივი სისუსტე და განუვითარებლობა წლებთან ერთად უფრო მეტად დაეტყო – რამდენიმე წელი ის ობოლ ბავშვთა სახლში გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. 16 წლის ასაკში მამუკა მ-შვილი ბიძამ ისევ სოფელში ჩაიყვანა, მოზარდს ხის ნაკეთობებზე მუშაობა შეასწავლა და მეგობრის საამქროშიც კი დააწყებინა მუშაობა. ბიჭი დილიდან საღამომდე საამქროში იყო, ხანდახან ღამითაც იქ რჩებოდა. სოფელში მეგობრები არ ჰყავდა – მარტო, კარჩაკეტილ და წყნარ ცხოვრებას ეწეოდა. მერაბ გ-ურმა ახალგაზარდა ბიჭი პირველად სწორედ ხის საამქროსთან ნახა, გამოელაპარაკა და მათი ურთიერთობაც აქედან დაიწყო.
მერაბ გ-ური სოფელში რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა – ის ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა, სოფლიდან ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე იყო წასული. მამაკაცს სოფელში მოხუცი დედა ჰყავდა, რომელიც ქმრის გარადცვალების შემდეგ სოფელში მარტო დარჩა. მოხუცმა ქალმა გვიან შეიტყო, რომ ერთადერთი შვილი ციხეში ჰყავდა, მანამდე მისი ასავალ-დასავალიც არ იცოდა. მერაბ გ-ური სოფელში პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ჩავიდა და, მეზობლებს, რომლებსაც თითქმის დავიწყებული ჰყავდათ, ცუდი სიმთვრალითა და აყალმაყალით მალევე გააცნო თავი. მასთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა განსაკუთრებით – ქალები, რადგან ყოფილი პატიმარი ჩვეული უხამსობებით ყველას შეურაცხყოფას აყენებდა. დედა ყველანაირად ცდილობდა, თანასოფლელებთან შვილი უდანაშაულოდ გამოეყვანა და, სულ იმას ამბობდა, რომ მისი რთული ხასიათი წარსულთან იყო დაკავშირებული.
მამუკა მ-შვილი და მერაბ გ-ური სოფელში ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობდნენ. მამაკაცი ახალგაზრდა ბიჭს არ იცნობდა, მოგვიანებით გაიგო, რომ ის გონებრივად ჩამორჩენილი იყო და ხის საამქროში ატარებდა დღეებს. ერთხელაც, ბიჭს საამქროში მიადგა, გამოელაპარაკა, ამის შემდეგ რამდენჯერმე მიაკითხა, შოკოლადები მიუტანა და ახლოს გაეცნო. ბიჭი მამაკაცს, რომელიც მისი ცხოვრებით დაინტერესდა, ძალიან მიეკედლა, მაგრამ, ახალგაცნობილი უფროსი მეგობრის შესახებ არავისთან სიტყვა არ უთქვამს. ბიჭთან საამქროში ხშირ სტუმრობას მალავდა მერაბ გ-ურიც, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ მამუკა მ-შვილთან ინტიმური კავშირის დამყარება წინასწარ ჰქონდა განზრახული. რთული სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მერაბ გ-ურის ინტიმური ურთიერთობა მოზარდთან, რომ არა ფაქტი, რომლის შემდეგაც ეს ამბავი სოფელში გახმაურდა და კიდევ ერთი დანაშაული მოჰყვა.
როგორც მოგვიანებით გამოძიების მიერ დაკითხულმა მურმან მ-შვილმა განაცხადა, ეჭვი, რომ მისი ძმისშვილის თავს რაღაც ხდებოდა, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩნდა.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მამუკა პატარაობიდან მე გავზარდე, საკუთარი შვილებისგან არ გამირჩევია. შეძლებისდაგვარად, არაფერს არ ვაკლებდი. ბოლო პერიოდში მამუკას უცნაურობები შევნიშნე: სახლში თითქმის აღარ მოდიოდა; სულ ცდილობდა, საამქროში დარჩენილიყო. ორჯერ-სამჯერ მივაკითხე და დადარდიანებული დამხვდა. ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, მაგრამ, პასუხი არ გამცა. ერთხელაც, მივედი, ჩემთვის უცნობი მამაკაცი ვნახე საამქროში, რომელმაც, ჩემს დანახვაზე იქაურობა მალევე დატოვა. იქვე ჩემი თანასოფლელი იდგა და იმას ვკითხე მამაკაცის ვინაობა. მითხრა, ვინც იყო: ახლახან გამოვიდა ციხიდან და სოფელში დაბრუნდაო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მისი ყოფნა საამქროში არ მომეწონა. ამის შემდეგ, ალბათ, სამი კვირა იქნებოდა გასული, მამუკას მკაცრად რომ მოვთხოვე, ღამე სახლში გაათენე-მეთქი. იმ ღამეს სპეციალურად გადავედი ჩემი ძმის სახლში, რომელიც ჩემი სახლის გვერდითაა. მამუკა სახლში არ დამხვდა და მაშინვე საამქროში წავედი. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა. საამქროს კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი. რამდენჯერმე დავუძახე მამუკას, მაგრამ, ხმა არ გამცა, შემეშინდა. იქვე, გვერდით, მეორე კარია და იქიდან შევედი საამქროში. პირდაპირ საწოლში დავადექი თავზე ჩემს ძმისშვილსა და მერაბ გ-იურს, რომელიც ბიჭთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ოთახში ბნელოდა, მაგრამ, მაინც ვიცანი ის მამკაცი, რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე. მერაბ გ-ური ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. ატირებული ბიჭი სახლში წამოვიყვანე. მთელი უბანი ჩემს სახლში შეიყარა. ხალხი მოითხოვდა, რომ სოფლის შემარცხვენელი ჩვენ თვითონ გაგვესამართლებინა. რამდენიმე მამაკაცი მისი სახლისკენ წავედით, სადაც მარტო მერაბის დედა დაგვხვდა. ის მე თვითონ გავარიდე ჩემი თანმხლები მამაკაცების რისხვას, მაგრამ ქალმა ისე აგრესიულად მიიღო ჩვენი მისვლა, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე: ჩემი შვილი მაგას როგორ იზამდა, შენს ავადმყოფ ბიჭს მიხედეო. ძალიან ვიყავი აღელვებული, თავი ვერ შევიკავე, იქვე ახლოს დაგდებული ქვა დავინაზე, ავიღე და ქალს თავში ჩავარტყი. გონზე ქალის თავიდან წამოხეთქილმა სისხლმა მომიყვანა. მეზობლები მომცვივდნენ და დამიჭირეს. ქალი ძირს დავარდა და გონება დაკარგა. სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ექიმებმა თქვეს, სასიკვდილო დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
მურმან მ-შვილი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და მომხდარის შესახებ განაცხადა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა დააკავეს მერაბ გ-ური, რომელიც თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც დაზარალებულ მოზარდს ჩაუტარდა, მან გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობის ფაქტი აღიარა. ფაქტი დაადასტურა მამუკა მ-შვილმაც. როგორც მან განაცხადა, მერაბ გ-ური მასთან ინტიმურ კავშირს ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად ამყარებდა, თან აშინებდა: ამის შესახებ სოფელში თუ ვინმე გაიგებს, შენც დაგაპატიმრებენო. როგორც მოზარდმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, მას ეშინოდა, ბიძას არ გაეგო ის, რაც მის თავს ხდებოდა და, ცდილობდა, არავის შეეტყო, რომ თანასოფლელი მამაკაცი ყოველღამე აუპატიურებდა.
სასამართლომ მერაბ გ-ური სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გაასამართლა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პასუხისგებაში მიეცა მურმან მ-შვილიც, რომელსაც აღელვების ნიადაგზე მოძალადე მამათმავლის დედა შემოაკვდა. მან საკუთარი დანაშაული სასამართლო პროცესზეც აღიარა და მოინანია: ამ ქალს რას ვერჩოდი, აღელვებული ვიყავი და იმიტომ ავიღე ქვა, ქალი რა დამნაშავე იყო, ამ უნამუსობისთვის მის შვილს უნდა ეგო პასუხიო. სასამართლომ გაიზიარა მურმან მ-შვილის ადვოკატის შუამდგომლობა; ისიც, რომ მამაკაცი სოფელში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის მომენტში სულიერი აფექტის მდგომარეობაში იყო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.