მარწყვის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 ჩაის კოვზი ძმარი „ბალზამიკო,“ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კონა ისპანახი, 1 ჭიქა მარწყვი, 1 ცალი ავოკადო, 2 ნაჭერი ბეკონი, 2/3 ჭიქა დაფხვნილი ყველი, 2/3 ჭიქა ნიგოზი, რამდენიმე ცალი მწვანე ზეთისხილი.
მომზადების წესი: ბეკონი დაჭერით და შებრაწეთ. ავოკადო გაფცქვენით, კურკა ამოაცალეთ და დაჭერით კუბიკებად. მარწყვები გაჭერით შუაზე, ნიგოზი მოხალეთ და დაჭერით წვრილად. თეფშზე დააფინეთ ისპანახის ფოთლები, ზემოდან მოათავსეთ ერთმანეთში არეული ავოკადო, მარწყვი, ზეთისხილი, ბეკონი და დაფხვნილი ყველი. სოუსისთვის აურიეთ დანაყილი ნიორი, თაფლი, მდოგვი, ძმარი და ნიგოზი. მომზადებული სოუსი სალათას ზემოდან მოასხით.