პუდინგი „ჟოზეფინა“
საჭირო ინგრედიენტები: 0,5 კილოგრამი ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა რძე, 0,5 ჩაის ჭიქა შაქარი, 2 სადილის კოვზი ჟელატინი, ნებისმიერი კენკროვანი ხილი – მოსართავად.
მომზადების წესი: დაალბეთ ჟელატინი 40 წუთის განმავლობაში. ხაჭო შეარჩიეთ ისეთი, ერთგვაროვანი მასის რომ იყოს – პუდინგი უფრო ნაზი გამოვა. ხაჭოს შეურიეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ. ჟელატინიანი რძე დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ფრთხილად, სანამ ბოლომდე გადნება (არ აადუღოთ) და შეურიეთ ხაჭოს მასას. ცოტა კიდევ ათქვიფეთ, ჩაასხით ღრმა ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. როცა კარგად გაცივდება და გასქელდება, მოაყარეთ კენკრა და მიირთვით – სასარგებლოც არის და გემრიელიც. ძალიან უხდება მარწყვი და ჟოლო.