საქონლის ხორცი საკუთარ წვენში
საჭირო ინგრედიენტები: 1,5 კილოგრამი საქონლის ხორცი (გნებავთ – ძვლიანი, გნებავთ – უძვლო), 3 ცალი დიდი ზომის ხახვი, 6 ცალი პომიდორი, 3-4 ცალი ბულგარული წიწაკა, 4 კბილი ნიორი, ნებისმიერი სუნელი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ბოსტნეული დაჭერით მოზრდილ კუბიკებად. ნიორი კოვზით გასრისეთ, უხეშად. ხორცს ყველა მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი. თუჯის ქვაბში მოათავსეთ ჯერ ბოსტნეულის ფენა, მერე – ხორცი, მერე ისევ პირველი ფენიდან მოტოვებული ცოტა ბოსტნეული. მოაყარეთ ნიორი. თუ გნებავთ, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი, სუნელი თქვენი გემოვნებით და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში. არომატი აქვს საოცარი, გემო – დაუვიწყარი.