კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იმუხტებიან ოჯახის წევრები კონფლიქტური და აგრესიული ენერგეტიკით

ბევრს უყვარს ოჯახში ანტიკვარული ნივთების შეტანა და კედლებზე ძვირად ღირებული ძველი ნახატების ჩამოკიდება. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან, ასეთ ნივთებს აქვს ბიოენერგეტიკული მუხტების „აკრეფის“ უნარი და, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი ულამაზესი სურათი თუ სხვა ნივთი ადრინდელი პატრონის რაიმე უბედურების, არ არის გამორიცხული, თვითმკვლელობის მოწმეც კი იყოს. ასეთი აგრესიული ენერგიის მქონე ნივთის დაკიდება სახლში, სადაც ხშირად იმყოფებით ერთად ოჯახის წევრები, ყოვლად დაუშვებელია. იქ, სადაც მსგავსი სურათი ან ნივთია, თანდათანობით საგრძნობი ხდება, თუ როგორ იმუხტებიან ოჯახის წევრები უარყოფითად და როგორ იმატებს მათ შორის კონფლიქტები და აგრესია. ამიტომ, ანტიკვარულ მაღაზიაში ნაყიდი ნივთი თუ სურათი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ შეიძლება, ასევე, მისი შემოტანა სხვა ოჯახიდან, მით უმეტეს, გარდაცვლილის ოჯახიდან, რადგან, ის ძალიან სახიფათო ხდება თქვენი ოჯახისთვის.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის დახატულ სურათს დაკიდებთ სახლში. უნდა გაარკვიოთ, რა ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო მხატვარი სურათის ხატვის დროს, რადგან, შემოქმედს თავისი შინაგანი ენერგოვიბრაცია გადააქვს იმ სურათზე, რომელსაც ხატავს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ, სანამ მიქელანჯელო თავის ცნობილ „სიქსტის კაპელის” მოხატვას დაიწყებდა, ექვსი თვე მარხულობდა, ლოცულობდა და ვარჯიშობდა, რათა მისი აურა გაწმენდილიყო და ბიბლიურ სიუჟეტს თავისუფალი შინაგანი ენერგიით შესწვდენოდა. მიქელანჯელომ ამ სურათში ჩადო საოცრად სუფთა, წმინდა და სულიერად ძლიერი მუხტი. ამიტომ არის, რომ ამ სურათის ნახვისას აშკარად ექცევით შემოქმედის ენერგოინფორმაციული მუხტის ქვეშ და ეს ძლიერი და სუფთა მუხტი გატყვევებთ.

ძველად ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ხატებიც სწორედ ასეთ სულიერად განწმენდილ მხატვრებს უნდა დაეხატათ. ამიტომ აქვს ხატებს დიდი დადებითი ძალა. მათში ჩაქსოვილია დიდი სიყვარული, ძლიერი ენერგია და სუფთა სული, რაც მლოცველზეც გადადის.

დღეს კი ბევრი სურათი იხატება ამ მხატვრების მიერ, რომლებიც ამ გზას არ გადიან და ხშირად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფნი იღებენ ხელში ფუნჯს. მაგალითად, ცნობილი იმპრესიონისტები: ვან გოგი, ტულუზ ლოტრეკი, ბოსხი, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის თვალსაზრისით უნიჭიერესები იყვნენ და შედევრებს ქმნიდნენ, მათგან ხშირად მოდის მძიმე ენერგოვიბრაცია, რაც, არ არის გამორიცხული, დამანგრეველი აღმოჩნდეს მნახველისთვის. ასეთი უარყოფითი ენერგოვიბრაციის მქონე სურათის ოთახში დაკიდება ირგვლივ უარყოფით ენერგიას აფრქვევს, რაც უძილობის, ფსიქიკის მოშლის, ჯანმრთელობის შერყევის მიზეზი ხდება.

ასევე, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ საცხოვრებელში საძინებელი ოთახის მოწყობას. უპირველესად, თქვენი და თქვენი რჩეულის საძინებელში უნდა იყოს წესრიგი და სიმშვიდე. ამიტომ, რაც უფრო დაშორებული იქნება თქვენი საძინებელი სახლის ან ბინის შემოსასვლელიდან, მით უკეთესი.

თქვენი სიმყუდროვე არ უნდა დაარღვიოს სტუმრების, ბავშვების ან უცხო ადამიანების ხმებმა. საძინებლის არჩევისას, ეცადეთ, ოთახს არ ჰქონდეს საერთო კედელი არა მარტო სამზარეულოსთან, არამედ, აბაზანასთან, თუ მაინც ასე მოხდა, არ მიადგათ თქვენი საწოლი სველ კედელს. ის, თუ სად უნდა იყოს სასთუმალი, არ არის საჭირო, დაეყრდნოთ უნივერსალურ რეკომენდაციას – ეს, შესაძლოა, თქვენთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. შეასრულეთ უბრალო ასტროლოგიური რჩევა: საძინებლის კარი არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ, რადგან, ფეხები კარის მიმართულებით – ეს მიცვალებულის პოზაა.

ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორია თქვენი საწოლი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ ეგრეთ წოდებული „დამაშორებელი ნიშნები:” წყვილს აუცილებლად უნდა ედგას ერთი დიდი საწოლი, უნდა ეგოს ერთი ქვეშაგები და ეხუროს ერთი საბანი.

აგრეთვე, საძინებელში, საწოლის ქვეშ არ უნდა ინახებოდეს ზედმეტი, უსარგებლო ნივთები. სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის იქ სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს.

საძინებელ ოთახში აუცილებლად  უნდა იყოს მაგიდა, რომელზეც იდგმება სარკე. სარკე მაგიური ნივთია, რომელსაც შეუძლია ნეგატიური ენერგის როგორც შენელება, ისე გაძლიერება. ამიტომ, ის ისე დადგით, რომ თქვენი საწოლის გამოსახულება სარკის ცენტრში არ მოხვდეს. ასევე, დასვენების დროს, არ უნდა ხედავდეთ სარკეში თქვენს ორეულს.

ბევრი ადამიანი საძინებელში ამჯობინებს მუშაობას. ეს არ არის სწორი. ოთახში, რომელშიც შედიხართ დასასვენებლად, გსურთ, გაატაროთ მშვიდი ღამე და ნახოთ ფერადი სიზმრები, არ შეიძლება მუშაობა, კითხვა, წერა ან ტრენაჟორზე ვარჯიში.

скачать dle 11.3