კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკონტროლებდა სტალინი ჰიტლერის გადაწყვეტილებებს

1938 წლის დეკემბერი

„გახდა თუ არა ბერია დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი, სასწრაფო თათბირი მოიწვია და თანამშრომლების წინაშე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა: „ამხანაგი სტალინის ბოლო თეზისების მიხედვით, მტერი ყოველი მხრიდან გააფთრებით გვიტევს და ჩვენ, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, მისი უდიდესი ნდობა გავამართლოთ“. იმ თათბირზე ბერიამ მხოლოდ საგარეო დაზვერვის მუშაობა მოიწონა და ფიტინი და სუდოპლატოვი სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა, დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელების გასაგონად კი თქვა: „თავზე არავის გადავუსვამ ხელს და, ვინც ახლებურად ვერ შეძლებს მუშაობას, მაშინ ის თავის თანამდებობას დაემშვიდობება“. „ჩეკაში“ კი, რას ნიშნავდა თანამდებობასთან დამშვიდობება, მშვენივრად უწყოდა ყველამ. თათბირზე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, გამომსვლელებს კი მღელვარებისგან ენა ებორკებოდათ და ჭარხალივით წითლდებოდნენ. „ბერია, – ამბობდა ხოლმე სტალინი, – მშვენივრად ფლობს თავისი ხელქვეითების ამუშავების მექანიზმს და მათ ძალებს მაქსიმალურად იყენებს“. ჩემი აზრით, ბერია არა მარტო დაშინებისა და შანტაჟის ხელოვნებას ფლობდა უზადოდ, არამედ, მას ადამიანების დარწმუნების, თუ გნებავთ, გაბრუების, აღფრთოვანების უნარიც გააჩნდა. გოგლიძე, რომელიც ბერიამ თავის პირველ მოადგილედ გადაიყვანა, იხსენებდა: „ლავრენტი პავლოვიჩმა სტალინს ახალი სადაზვერვო ტექნოლოგიები შესთავაზა და დაარწმუნა, რომ ეს გზა ჩვენს ქვეყანას დიდად დაეხმარებოდა დიპლომატიურ ასპარეზზე. კონკრეტულად კი, ბერიას სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ მან დაზვერვაში საგრძნობლად გააფართოვა მეცნიერების როლი და იქ ახალი მეთოდები დანერგა. ერთ-ერთი სიახლე ფსიქოლოგების ფართოდ გამოყენება იყო. უფრო სწორად კი, ბერიამ ეგრეთ წოდებული „ფსიქოლოგიური ქვედანაყოფი“ ჩამოაყალიბა, რომელიც სხვადასხვა შესასწავლი ობიექტის ფსიქოლოგიურ პორტრეტირებას ახორციელებდა და მათ სისუსტეებს მათივე წინააღმდეგ იყენებდა. ამჟამად (ლაპარაკია 1973 წელზე) ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება დაზვერვაში და ნებისმიერი სპეცოპერაცია ამ ჩონჩხზე იგება, მაშინ კი ეს საკმაოდ უცნაური სიახლე იყო და, რომ არა სტალინის შორსმჭვრეტელობა, შესაძლოა, არც კი მისცემოდა მას ბიძგი. 

„გონებამახვილურია, – მოუწონა ახალ კომისარს იდეა სტალინმა და ასე განავითარა თავისი მოსაზრება: თუ ჩვენ ეს საქმე საკმაოდ მაღალტექნოლოგიურად დავხვეწეთ, გამოდის, რომ ჩვენთვის სასურველი ობიექტის ტვინში შეღწევას მოვახერხებთ, იქ კი უკვე მართვაც არ გაგვიჭირდება“. ბერიამ დაადასტურა სტალინის ეს მოსაზრება, დიდი ბელადი კი განაგრძობდა: „წარმოიდგინე, ჰიტლერის მართვა რომ შეგვეძლოს ნაწილობრივ მაინც, რამხელა ეფექტს მივაღწევთ“, – დაასკვნა სტალინმა. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზოგიერთი დასავლური გაზეთი წერდა, სტალინი ჰიტლერს მენტალურად მართავდაო. თუმცა, ამ აზრს გასაქანი არ მისცემია, რადგან, საკმაოდ არასერიოზულად ჟღერდა და ეს ყოველივე ბულვარულ მონაჭორებად ჩათვალეს, თუმცა, ბერიას უწყებამ წლის ბოლოს ერთი ოპერაცია განახორციელა, რომელიც, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ადასტურებს ამ მოსაზრებას და, არაა გამორიცხული, რომ ეს ბულვარული მონაჭორი კი არა, სიმართლე ყოფილიყო.

გერმანიის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელი, გვარად კონრადი, რომლის მეუღლეც ჩვენი აგენტი იყო, დღისით-მზისით შულემბურგს (გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) შეუვარდა კაბინეტში და მისი მოკვლა სცადა უბრალო მაკრატლით, მანამდე კი მძიმედ დაჭრა მუცელში მისი პირადი მდივანი, ელზა ზონდი. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ კონრადი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვისი ფსიქოლოგიური დამუშავებაც დაიწყო ბერიას მიერ ახლად შექმნილმა ქვედანაყოფმა, ხოლო ინფორმაციებს მისი მეუღლე აწვდიდა ფსიქოლოგებს. სხვათა შორის, იმ პერიოდში მსგავსი შემთხვევა სხვადასხვა ადგილას განმეორდა და, თავდამსხმელები, ყველა შემთხვევაში, ჩვენი აგენტების მეუღლეები ან საყვარლები იყვნენ. ერთ-ერთ საიდუმლო პატაკში, რომელსაც ექიმი-ფსიქოლოგი ნარჩა ბონდარი აწერდა ხელს, ვკითხულობთ: „ექსპერიმენტებმა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარდა, ერთი და იგივე შედეგები მოგვცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდები სწორია და მუშაობის გაგრძელება ამ ხაზით აუცილებელია“... და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს საიდუმლო პროექტი საკმაოდ წარმატებით დაიწყო, პირადად სტალინის პატრონაჟით ხორციელდებოდა და, აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რა მასშტაბებით გაგრძელდებოდა მასზე მუშაობა. შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენებმა ჰიტლერზე ზემოქმედების მოხდენაც კი შეძლეს გარკვეულწილად, რაზეც ბერიას მიერ ომის შემდეგ წარმოთქმული ფრაზაც მეტყველებს: „1943 წლიდან ჰიტლერის ყველა გადაწყვეტილებას ვაკონტროლებდით და გარკვეულწილად ვუბიძგებდით კიდეც...“

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

 

скачать dle 11.3