კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ერთად და მხარდამხარ

 

დიახ, ოჯახის წევრები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ვალდებულებაა, მაგრამ, რეალობა სხვაა: ვალდებულება და აუცილებლობა ნელ-ნელა იძულებაში გადადის. ვის მოსწონს, როცა რამეს აძალებენ? თუ გეშინიათ, რომ ეგოისტად არ მოგნათლონ და ამიტომ ცდილობთ, ყველას აამოთ, ძალიან ცდებით. ჯერ ერთი, ეს ძალიან დაგღლით, თანაც – მალე; მეორეც – ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაღიზიანდებით, გახდებით აგრესიული იმათ მიმართ, ვის თხოვნებსაც სისტემატურად ასრულებთ. კიდევ არის ერთი ფაქტორი, როცა ადამიანი ეჩვევა იმას, რომ სხვა აკეთებს მის მაგივრად საქმეს და ამით ბოროტად სარგებლობს. ესეც აუცილებლად გაგაღიზიანებთ.

უანგარობა კარგია, მაგრამ, ისიც ადამიანის ფსიქიკაა, რომ ამ უანგარობას უსაზღვროდ და უსასრულოდ ვერ „გაქაჩავს.“ შეიძლება, თვითონ ძალიანაც გინდათ, იყოთ გულისხმიერი, მაგრამ, თავდაცვის მექანიზმი ავტომატურად ჩაირთვება.

პრობლემის მოგვარების მარტივი გზა არსებობს: აკეთეთ საქმე ერთად და მხარდამხარ – ამით ყველა კმაყოფილი იქნება. გამონაკლისის დაშვება შეიძლება, მაგრამ, ის ჭეშმარიტად გამონაკლისი უნდა იყოს.

 

აღზრდის პრინციპები

 

„დამიჯერე, თორემ, კისერს მოიტეხ!“ – ზოგჯერ ეს ფრაზა შვილისთვის კი არა, მეუღლისთვის – მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. ქალებისთვის ხშირად დამახასიათებელია მასწავლებლის როლის მორგება. ქმრებთან ისეთი დამოკიდებულება კი არ აქვთ, როგორც თანასწორ, სრულფასოვან პარტნიორთან, არამედ, როგორც გამოსასწორებელ ბავშვს, კუთხეში დასაყენებელ მოსწავლეს, ისე უყურებენ. გასაგებია, რომ ოჯახში თანაცხოვრებისას პარტნიორის ბევრი ჩვევა ან თვისება გამაღიზიანებელია; წონასწორობიდან გამოჰყავხართ მის სიზარმაცეს, უპასუხისმგებლობას, უმოქმედობას... მაგრამ, თითის ქნევითა და კუთხეში დაყენების მუქარით იმას მიაღწევთ, რომ კაცი თქვენში ვნებიან, სასურველ ქალს ვეღარ დაინახავს. ვის მოუნდება ინტიმური ურთიერთობა მკაცრ მასწავლებელთან?!. გამოსავალი არსებობს და მისი მოძებნა რთული სულაც არ არის; არც ველოსიპედის გამოგონება დაგჭირდებათ, უბრალოდ, იმუშავეთ საკუთარ თავზე – სწორედ ეს არის გონივრული აღზრდის მთავარი პრინციპი... ანუ, თქვენ თავად შეცვალეთ მიდგომა პრობლემის მიმართ. ალერსი საუკეთესო იარაღია. თქვენ ხომ ქალი ხართ, ნუ დაგავიწყდებათ ეს და იმოქმედეთ ქალური მეთოდებით – გახსენით მდედრის შინაგანი რესურსები და ყველაფერი გამოგივათ!

 

 

მიატოვე პრობლემები!

 

ზაფხული შესანიშნავი დროა დასვენებისთვის და ეს აუცილებელიც არის. მთავარი ისაა, ვახერხებთ თუ არა ხარისხიანად დასვენებას. საქმე მარტო მატერიალურ შესაძლებლობებში კი არ არის, არამედ, შესაძლო „გართულებებშიც“, მით უმეტეს, როცა დასასვენებლად მარტო არ მიდიხართ. სამწუხაროდ, ჩვევად გვაქვს, დასასვენებლად წასულებმა თან გავიყოლოთ პრობლემები. მაგალითად, ძველი წყენა, პატარა კონფლიქტის წყალობით მიღებული, გამაოგნებლად დიდხანს გაგვყვება ხოლმე, თანაც, აუცილებლობად მიგვაჩნია შვებულებისას ურთიერთობის გარკვევა. გაუგებარია – რატომ? ნუთუ, რომ მოინდომოთ, შესაფერის მომენტს სხვა დროს ვერ იპოვით?!

დასვენება დასვენება უნდა იყოს. დასაშვებია სასიამოვნო მოგონებები, ხუმრობა, ორიგინალური სიურპრიზები. წელიწადში ერთხელ მაინც ნუ იფიქრებთ ცუდზე, ნეგატიურზე და ბოლომდე მიიღეთ სიამოვნება. ამ პრინციპით გატარებული შვებულება ურთიერთობასაც პოზიტიურად წაადგება... თუ მოახერხებთ და ერთმანეთის დადებით მხარეებს ხელახლა აღმოაჩენთ, თქვენი დასვენება ორმაგად შედეგიანი იქნება. 

 

ყველაფრის მიუხედავად...

 

ქალისთვის უმნიშვნელოვანესია, იყოს მომხიბვლელი და იზიდავდეს საპირისპირო სქესის ყურადღებას. ბუნებამ თავად იზრუნა იმაზე, რომ ორ სქესს შორის მიზიდულობის ძალა არსებულიყო. ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ და ვააქტიურებთ მას პატარ-პატარა ხრიკებით... ტანსაცმელი, აქსესუარები, სამკაული და მაკიაჟი, ასევე, სტილი – ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ორ ადამიანს შორის ინტიმური ურთიერთობის ძაფები გაიბას...

ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გარეგნობა. თუმცა, თითოეული თავისებურად ზრუნავს მასზე. არსებობს თუ არა სილამაზის ფორმულა? ალბათ, არსებობს, მაგრამ, ძალიან ცოტა თუ ჩასწვდება მის არსს.

უპირველესად, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება წვრილმან დეფექტებს. იდეალური არავინ არის. უნიკალური პარამეტრები ერთეულებს აქვთ, მაგრამ, ისინიც არ არიან სრულყოფილები.

ყველაფერი გამოსწორებადია: პრობლემური კანი, გაუხეშებული თმის ღერი, წარბი, ფრჩხილები... არსებობს უამრავი საშუალება გარეგნობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თუ ქალს შინაგანი ხიბლი არ აქვს, არ ასხივებს თავდაჯერებულობას, პიროვნულ სიმტკიცესა და ინდივიდუალურობას, ყურადღებას ადვილად ვერ მიიპყრობს. არსებობენ ქალები, რომელთაც არაფერი, სხეულის არც ერთი ნაკვთი არ აქვთ განსაკუთრებული და ლამაზი, მაგრამ, ყოველთვის იპყრობენ მამაკაცების განსაკუთრებულ ყურადღებას და იწვევენ მათ ინტერესს... მათ არ აქვთ სილამაზის ფორმულა, უბრალოდ, იციან, რა უნდათ – ყველაფრის მიუხედავად!

 

ბიზნესი ქალურად

 

როგორც წესი, ქალი, რომელიც შრომობს და კარიერის შექმნას ცდილობს, დიდად სასურველი არ არის მამაკაცისთვის. უნდათ, მისი დახმარებით თავადაც წაიწიონ წინ, მაგრამ, არაფრით აღიარებენ იმას, რომ ამაში ქალს მიუძღვის წვლილი. სამაგიეროდ, ამტკიცებენ, რომ კარიერას გადაყოლილი ქალი ოჯახისთვის აღარ ვარგა – ვეღარც ქმარს ადგება და ვეღარც შვილებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დროის კარგად და სწორად განაწილება საქმიანმა ქალმა უკეთ იცის, ვიდრე დიასახლისმა. ასევე, არ შეეშლება, როდის „შესწიროს“ პირადი ინტერესები კარიერას და როდის – პირიქით. ხოლო, თუ მართლა ჭკვიანია, მსხვერპლშეწირვა საერთოდ არ დასჭირდება. ბიზნესი ქალურად გაცილებით კარგად არის მორგებული რეალობას. ზოგადად, სუსტი სქესი ნაკლებად მეოცნებეა და არასდროს მოჰკიდებს ხელს საქმეს, რომელიც არ იცის. მამაკაცები ამასაც არ აღიარებენ, მაგრამ, ისინი ორჯერ უფრო ხშირად მიდიან ავანტიურაზე, ვიდრე ქალბატონები და, ხშირადაც აგებენ. ქალი თანამდებობაზე – კაცზე გაწონასწორებული, მკაცრი და მოწესრიგებულია... დოკუმენტაციაც დალაგებული აქვს და ურთიერთობებიც. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როცა ქალი წარმატებულია საქმეში, ის წარმატებულია ოჯახშიც, რასაც კაცებზე ვერ ვიტყვით.

скачать dle 11.3