კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება იღბლიანი ადამიანის გათვალვა და რა გზით გავხსნათ პირადი ცხოვრების ბედნიერების კოდი

ლამარა: თუ ცხოვრებაში ხელმოცარული ხართ და, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროთ და ბედმა თქვენს სასიკეთოდ დაიწყოს შემობრუნება; ან, მეორე ვარიანტია – არ იცით, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგრამ, თუ წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაშინ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან, თქვენ ირგვლივ უამრავი შურიანი და ბოროტი ადამიანია და მათგან გათვალვაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, საჭიროა, თავი დავიცვათ და ის ელემენტარული წესები გავითვალისწინოთ, წინაპრებმა რომ დაგვიტოვეს.

– ესე იგი, ფორტუნა რომ ასი პროცენტით ჩვენკენ შემოვაბრუნოთ, შესაძლებელია?

– რასაკვირველია. ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ, რწმენა არ დაკარგოთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგალითად, თუ საწოლის ქვეშ დადებთ გაჭრილ ხახვს, ის დაგიცავთ ავი თვალისგან და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებსა თუ განცდებს, ღამით, ძილის დროს განდევნის თქვენგან. დადეთ საღამოს ერთი გაჭრილი ხახვი საწოლის ქვეშ და იძინეთ მშვიდად, დილით კი სახლიდან შორს გაიტანეთ და გადააგდეთ. სამზარეულოსა და შესასვლელში ნივრისთავი და ცაცხვის ტოტების დადება სიმშვიდესა და პირად ბედნიერებას გპირდებათ. ის, ასევე, ხელს უშლის სახლში ნეგატიური ენერგიების ცირკულაციას და წარუმატებლობისგან გიცავთ. არავითარ შემთხვევაში არ დადოთ სამზარეულოს მაგიდაზე ბუტაფორიული, პლასტმასის ხილი და ბოსტნეული – ეს დღეს მოდაშია და ბევრგან მინახავს. იაფიც ღირს და ისე გჭრის თვალს, აუცილებლად მოგინდება, ყიდვა. დამიჯერეთ, ის ნამდვილად ცუდია სახლში. დეკორატიული ხილი სამზარეულოში, შესაძლოა, უარყოფითი ენერგიისა და წარუმატებელი კარიერის მიზეზიც გახდეს. უმჯობესია, ფული არ დაინანოთ და ცოცხალი ხილი დაალაგოთ მაგიდაზე – ამით საკუთარ უსაფრთხოებასაც დაიცავთ და საცხოვრებელშიც ჰარმონიას დაამყარებთ. ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარი წარმატების არხს ხელოვნურად, თავადვე ბლოკავს. მისი ჩაკეტვა კი კარგს არაფერს გიქადით. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ადამიანების უმრავლესობა შრომაში ათენებს და აღამებს, თავს არ ზოგავს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც გაჭირვებით ცხოვრობს, თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ხელმოცარულია და უბარაქობა ტანჯავს. ასეთ ადამიანებს ბარაქის კოდი აქვთ ჩაკეტილი. უფრო სწორად კი, მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. 

– როგორ ხდება სამყაროსეული არხის გახსნა ჩვენს სასიკეთოდ?

– თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია და ფიქრობს, ბოლო გამოსავალი მკითხავთან წასვლა ან ათასგვარი თილისმის დაკიდება თუ შელოცვააო, ძალიან ცდება. არ არის გამორიცხული, ამან უფრო მეტი უსიამოვნება მოგიტანოთ და კიდევ უფრო დაამძიმოს თქვენი ყოფა. იღბლის კოდის გახსნის უძველესი და უმარტივესი მეთოდები არსებობს. მაგალითად, ბარაქის კოდის გახსნისთვის საკმარისია, შეიძინოთ ქოთნის მცენარეები – ეს დაგეხმარებათ ენერგიებისა და ბარაქის კოდის სწრაფად გახსნაში. ასეთი მცენარეებია გვიმრა და მონსტერა. ასევე, კარგია, თუ თქვენს ბინაში მუდამ იქნება ცოცხალი ყვავილები ლარნაკში, განსაკუთრებით – იასამანი, ია, ვარდი ან ღიღილო. ეს ყვავილები თქვენს ბედზე ახდენს დადებით გავლენას. ასევე, ვურჩევ, ყველა მამაკაცს, თუ უნდათ, რომ ადვილად დაიპყრონ ქალის გული, აჩუქონ მას იასამანი. ეს ყვავილი ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და ერთმანეთისკენ იზიდავს. ახალგათხოვილმა ქალმა მუდმივად უნდა იქონიოს სახლში ალუბლის ან მწარე ბლის ტოტები. ასევე,  მწარე ბლის პატარა ტოტი საფულეში უნდა ჩადოთ და ატაროთ, რომ ფული მუდმივად გქონდეთ. ჩვენი სამყაროსეული ბედნიერების არხის გახსნაში გვეხმარება ფერადი, არომატული სანთლებიც. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს. სანთლები ადამიანის აურასაც წმენდს და სახლის ენერგეტიკის აღდგენაზეც ზრუნავს. ცეცხლის ალი, გარდა ფიზიკურისა, ასტრალურ სიბრტყეშიც მოქმედებს და ამიტომ მას უდიდესი მაგიური ძალა აქვს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ, გარკვეული კორექტივები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ – ბედსა და კარიერაში. მოკლედ, სამშაბათს, სასურველია, დაანთოთ იასამნისფერი სანთელი – მისი კვამლი დადებითად იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე. ხუთშაბათს ვარდისფერი სანთლის ანთებას გირჩევთ – ეს თქვენს ბედზე მოახდენს გარკვეულ დადებით გავლენას; შაბათს კი თეთრი სანთელი აანთეთ, რათა ამით ფუძის ანგელოზის გული მოიგოთ და მან თქვენს ბინაში სიმშვიდე და კეთილდღეობა გაამყაროს. ფერადი სანთლების კვამლი ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ამ გზით ბედის სასიკეთოდ შემობრუნება ოდითგანვეა ცნობილი.

– გამიგია, რომ, არ შეიძლება ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილის მიკერება – ეს ადამიანის ბედზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. იქნებ, ამის შესახებაც მოგვაწოდოთ გარკვეული  ინფორმაცია?

–  თუ ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილს მიაკერებთ, კარგა ხანს ნუ ელით რომანტიკულ შეხვედრებსა და რჩეულთან მშვიდ და წყნარ ცხოვრებას. თუ ასე მოიქცევით, უბედობის, უიღბლობისა და პრობლემების მსხვერპლი გახდებით, განსაკუთრებული პრობლემები კი დაოჯახებულ ადამიანებს ექმნებათ. შესაძლოა, ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ღალატის წინაშეც დაგაყენოთ და ამით საყვარელი ადამიანისგან დიდი ტკივილი განიცადოთ. ასევე, არ გირჩევთ ღილის მიკერებას ტანსაცმელზე მზის ჩასვლის შემდეგ – ამით ბედს გაითვალავთ და, შესაძლოა, ორმხრივი სიყვარული დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განიცადოთ. 

 

скачать dle 11.3