რით გამოირჩევა „კრუიზი“ და როგორ დაიმკვიდრა მან თავი ქართულ ბაზარზე
უკვე მშენებლობის პროცესში, ანუ, მას შემდეგ რაც თბილისში გემის ფორმის შენობა გამოჩნდა, მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და იქ მოხვედრის მსურველიც ბევრი აღმოჩნდა. თანდათან სახელიც მოიხვეჭა და დღეს ქალაქში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად „კრუიზი“ უკვე სრული კომპლექსია და სტუმარს მრავალ მომსახურებას სთავაზობს. ის მოიცავს ორ რესტორანს, სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზს, ტერასას და გემბანს. ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად აქტიურია ტერასები, რომელიც უამრავ სტუმარს მასპინძლობს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის „კრუიზის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერს, ქეთი ალიმბარაშვილს ვესტუმრეთ.
– ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რით გამოირჩევა „კრუიზი” და რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმარს?
– „კრუიზი“ თავისი ექსტერიერით მთელ თბილისში კი არა, მგონი ამიერკავკასიაში გამოირჩევა. გემის ფორმის შენობა, რა თქმა უნდა, იქცევს ყურადღებას და ტურისტებისთვისაც ძალიან საინტერესოა. საწყის ეტაპზე იყო ბევრი სირთულე, მაგალითად, სტუმრის მოზიდვა და იმის ახსნა, თუ რატომ უნდა მოსულიყო ჩვენთან, რადგან, „კრუიზის” გახსნისას ეს ტერიტორიები აუთვისებელი იყო. მაგრამ, ჩვენ ეს შევძელით ევროპული სტანდარტებისა და ქართული სტუმარმასპინძლობის შერწყმით. კომპლექსი დიდია და მომხმარებელსაც, შესაბამისად, დიდ არჩევანსა და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. „კრუიზი”არის ქართული ბრენდი სასტუმრო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ორი მაღალი კლასის რესტორანი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ღია ტერასები ლუდხანითა და გრილბარით და გემბანი დახურული ღონისძიებისთვის. ასევე, გვაქვს ორი ღია კაფე, ლუდხანა და გემბანი ღია სივრცეში დახურული წვეულებებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში უამრავი იდეის განხორციელებას შეძლებთ და ადგილი, სადაც იგრძნობთ განსხვავებას სხვა რესტორნებისგან.
– „კრუიზის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ხართ. როგორი სამუშაოა ეს თქვენთვის?
– პროფესიით გერმანისტი ვარ. ტურიზმის სფეროში შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ, მუშაობის სტილმა, ტემპმა, მუდმივმა სიახლეებმა ისე მიმიზიდა, ამ სისტემაში დარჩენა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მავსებს და ძალაინ მიყვარს. როცა საქმე გიყვარს და ბოლომდე იხარჯები, თან, ამას სიამოვნებით აკეთებ, შედეგსაც შესაბამისს იღებ. „კრუიზს“ გახსნის დღიდან მოვყვები, ბევრი რამე გავიარეთ ერთად. ეს ის დინამიური და განსხვავებული გარემოა, სადაც თავს ყველანაირად კომფორტულად ვგრძნობ.
– გქონდეს თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი და ამ ადგილის შენარჩუნება შეძლო, ძალიან ძნელია. თქვენთან ხშირად დადიან ერთი და იგივე სტუმრები?
– ძალიან ხშირად ვხედავ ნაცნობ სახეებს. ჯერ ქორწილს იხდიან ჩვენთან, მერე ბავშვის ნათლობას, დაბადების დღეებს და ასე შემდეგ. ეს, ის უწყვეტი ჯაჭვია, რაც მისდევს ჩვენთან ერთხელ გატარებულ საღამოს. სწორედ ამისთვის ვიხარჯებით „კრუიზის“ მთელი პერსონალი და მენეჯმენტი, რომ ჩვენთან ერთხელ მოსული ადამიანი ჩვენი მუდმივი სტუმარი გახდეს.
– ზაფხულის პერიოდში რაზეა თქვენთან ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– ზაფხულში, რა თქმა უნდა, აქტიურია ტერასები და გემბანი, რომელიც გემის „სახურავს” წარმოადგენს. ეს ადგილი გახსნის დღიდან ძალიან გლამურულ და თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად ითვლება. ეს არის ღია სივრცე, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, დახურული წვეულებები ეწყობა ძალიან განსხვავებულ გარემოში. რაც შეეხება ტერასებს, ეს ყველაზე აქტუალური ადგილია, სადაც თბილისელები ზაფხულის სიცხეს აფარებენ თავს. გვაქვს, ასევე, ხელოვნური მღვიმე თავისი ჩანჩქერით. გვყავს თევზები, რომლებიც, სტუმარს შეუძლია, დაიჭიროს და შემდეგ მზა კერძად მივართვათ. განსაკუთრებით ტურისტებს და ბიზნესისთვის ჩამოსულ სტუმრებს ხიბლავთ ეს ყველაფერი. გვაქვს როგორც ქართული ტრადიციული, ასევე, ეგზოტიკური კერძებიც, გრილ- ბარი, ჩილიმ-ბარი, უზარმაზარი მონიტორი – გააჩნია, ვის რა სურს. ჩვენ ყველა სტუმრის სურვილის დაკმაყოფილება შეგვიძლია. ეს არის ადგილი, სადაც თავს განსხვავებულად იგრძნობთ.