კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მდიდარი ქვრივი მსოფლიოში და რამდენი ქალი-მილიარდერი მოხვდა „ფორბსის” მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში

მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა” შეადგინა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ, მათ შორის მილიარდერი ქალები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგშიც შევიდნენ. გთავაზობთ მსოფლიოს 13 ყველაზე გავლენიან ქალს.

ოპრა უინფრი – 2,8 მილიარდი დოლარი

ერთადერთი აფროამერიკელი მილიარდერი ქალი „ფორბსის” რეიტინგში. ოპრა უინფრიმ დიდძალი ქონება საკუთარი ტელეშოუთი გამოიმუშავა, რომელიც 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ამერიკული გადაცემა იყო და 2011 წელს დაიხურა. ამჟამად ოპრა საკუთარი ტელეარხის ორგანიზებით არის დაკავებული, რომლის პოპულარობა ნელ-ნელა იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპრამ სკანდალური ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი ჩაწერა. ოპრა ცნობილი ფილანტროპია. სულ ქველმოქმედებაზე მას 400 მილიონამდე დოლარი აქვს დახარჯული.

მეგ უიტმენი – 1,9 მილიარდი დოლარი

2011 წლის შემოდგომაზე მეგ უიტმენი სათავეში ჩაუდგა კომპანია „ჰიულეტ პაკარდს”. თავისი დიდძალი კაპიტალი მან უმსხვილესი ინტერნეტ-აუქციონის, „იბეის” თავმჯდომარეობის დროს გამოიმუშავა. ამჟამად მეგ უიტმენი „ჰიულეტ პაკარდთან” დაკავშირებული პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. 

ჯორჯინა რაინჰარტი – 17 მილიონი დოლარი

რაინჰარტი უმდიდრესი ავსტრალიელია მსოფლიოში. მას ეკუთვნის სამთო-მომპოვებელი კომპანია „ჰენკოკ პროსპექტინგი”. 2013 წელს რაინჰარტის პოზიციები რეიტინგში შეირყა, მან ქონებიდან მილიარდი დაკარგა. გარდა ამისა, ოთხიდან სამი შვილი დედას სასამართლოში უჩივის, რადგან ჯორჯინამ ისინი კომპანიის მართვას ჩამოაშორა.

ლორენ პაუელ-ჯობსი – 10,7 მილიარდი დოლარი

2013 წლის მაისში ლორენ პაუელ ჯობსმა პირველი საჯარო ინტერვიუ მისცა პრესას სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ. ლორენი ამერიკული კანონმდებლობის შეცვლის ინიციატივით გამოდის, რომელიც საემიგრაციო წესს ეხება. ლორენ პაუელ-ჯობსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვრივია.

შერ ვონგი – 2,4 მილიარდი დოლარი

შერ ვონგი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია HTC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტაივანელია მსოფლიოში.

უ იაცზინი – 4,3 მილიარდი დოლარი

1994 წელს ყოფილმა ჟურნალისტმა უ იაცზინმა დააფუძნა დეველოპერული კომპანია „ლონგფორი”. დღევანდელი მონაცემებით, „ლონგფორი” ლიდერი კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე ჩინეთში.

ჩჟან სინი – 3,6 მილიარდი დოლარი

ჩჟანი მეუღლესთან ერთად დეველოპერული კომპანია „სოჰო ჩაინას” მფლობელია. პეკინსა და შანხაიში მიწის ნაკვეთების შეძენის შემდეგ კომპანია ჩინეთის დედაქალაქის უმსხვილეს დეველოპერად იქცა.

მიუჩა პრადა – 12,4 მილიარდი დოლარი

მიუჩა პრადა სამოდელო სახლ „პრადას” წამყვანი დიზაინერია. სახლი გასულ საუკუნეში მიუჩას ბაბუამ დააარსა. 1970-იან წლებში მიუჩა გატაცებული იყო პოლიტიკით და ქალთა უფლებებს იცავდა. მისი დღევანდელი პრიორიტეტი კი მოდის ბიზნესია, რომელშიც ის მეუღლესთან, პატრიციო ბერტელისთან ერთად არის ჩართული.

აბიგაილ ჯონსონი – 12,7 მილიარდი დოლარი

აბიგაილ ჯონსონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსისტია. ის სიდიდით მეორე ამერიკული საინვესტიციო კომპანია „ფიდელიტ ინვესტმენტის” პრეზიდენტია. აბიგაილის ძირითადი საქმე აქტივების მართვა და საბროკერო მომსახურების გაუმჯობესებაა.

როზალია მერა – 6,1 მილიარდი დოლარი

როზალია მერა აღნიშნული რეიტინგის ყველაზე მდიდარი ქალია, რომელმაც მილიარდიანი კაპიტალი დამოუკიდებლად გამოიმუშავა. მერა კომპანია „ინდიტექსის” აქციათა 5 პროცენტის მფლობელია. კომპანია ბრენდ „ზარას” მფლობელია , რომელიც მან ექსმეუღლესთან, ამანსიო ორტეგასთან ერთად დააფუძნა. ცნობისთვის, ამანსიო ორტეგა მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს.

ტორი ბერჩი – მილიარდი დოლარი

დიზაინერმა ტორი ბერჩმა მილიარდი სამოდელო საქმით გამოიმუშავა. სავაჭრო ნიშანი „ტორი ბერჩი” მან 2004 წელს დააფუძნა, თუმცა ნამდვილი წარმატება ორი წლის წინ ეწვია, როდესაც სამოდელო ბაზარი მისი წარმოების ტყავის „ბალეტკებმა” დაიპყრო – რომელთა ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

მარგარიტა ლუი-დრეიფუსი – 6 მილიარდი დოლარი

მარგარიტა ლუი-დრეიფუსი ლენინგრადშია დაბადებული. 1980-იანი წლების ბოლოს ის შვეიცარიაში წავიდა, როგორც საბჭოელი ემიგრანტი. მისი ქალიშვილობის გვარია ბოგდანოვა. მარგარიტას მეუღლე – რობერტ დრეიფუსი კომპანია „ლუი-დრეიფუსის” მფლობელი და საფეხბურთო კლუბის, მარსელის „ოლიმპიკის” პრეზიდენტი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარგარიტამ დიდძალი კაპიტალი მიიღო ანდერძით და წელს მისი დებიუტი შედგა „ფორბსის” რეიტინგში.

სარა ბლეიკლი – მილიარდი დოლარი

სარა ბლეიკლი ყველაზე ახალგაზრდა  მილიარდერი ქალია, რომელმაც კაპიტალი დამოუკიდებლად გამოიმუშავა. ბლეიკლის საკუთრებაა კომპანია – ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი „სპენქსი”.

 

скачать dle 11.3