კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნებოდა და იხვეწებოდა წამების მეთოდები ციხეში და როგორ გადმოჰქონდათ შემდეგ ის ციხის გარეთ, ქვეყნის მასშტაბით

ისე მოხდა, რომ ლადო ბედუკაძეს მკითხველთან წარდგენა არ სჭირდება: ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებლისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, თვით კოალიციის შიგნითაც, არათუ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის. რაკი ბევრი ითქვა და, ვფიქრობ, კიდევ ითქმება ციხის კადრების დროულ თუ უდროო გავრცელებაზე და იმაზეც, ვის მეტი თუ ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება,  დღეს ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომლებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პატიმრების წამებაში იღებდნენ მონაწილეობას. რატომ უჩნდებოდათ სხვა ადამიანის წამების სურვილი, რა მოტივი ედო საფუძვლად მათ სისასტიკეს და რით ამართლებდნენ არაადამიანურ მოპყრობას, – ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში ლადო ბედუკაძე დაგვეხმარება.

 

– ეს ადამიანები შეიძლება, ქუჩაში გვხვდებიან, ჩვენ მათ ვუცინით, ისინი ჩვენს შვილებს თავზე ხელს უსვამენ, მათ სახლში სტუმრად ვიღებთ და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ადამიანთა წამებაა მათი ცხოვრების წესი. რა კატეგორია ხვდებოდა ციხეში სამუშაოდ, წინასწარ არჩევდნენ ყველაფერზე წამსვლელებს თუ შემდეგ ადგილზე წვრთნიდნენ?

– გეთანხმებით. ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ქუჩაში შეგხვდნენ, სუფრასთან და ვერც კი მიხვდეთ, რომ ისინი მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში და ადამიანებს აწამებენ. ვიზუალურად მათი გამორჩევა შეუძლებელია. ეს ადამიანები ასეთებად აქცია სისტემამ, დაუსჯელობის სინდრომმა და უცბად თავს დამტყდარმა ძალაუფლებამ. დაკომპლექტება ერთგულების პრინციპით ხდებოდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა პროფესიონალიზმს.

– ერთგულება რას ნიშნავს: გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მიბრძანებენ?

– დიახ, ბრმად შემსრულებელი და არ იკითხავს არაფერს. ერთგულების დამტკიცება იყო ცემა: დამიდგები გვერდში, სცემ პატიმარს? გამოცდას უტარებდნენ. ეს შეიძლება, ერთი-ორმა ადამიანმა აღიაროს და ვერც დაამტკიცებ, იმიტომ რომ ისეთი დროა, კადრები თუ არ გაქვს, არავინ გიჯერებს.

–  წინასწარ იცოდნენ თუ ეკითხებოდნენ, აბა, რის გაკეთება შეგიძლიაო?

– ბრძანება რომ გაიცემოდა, აკვირდებოდნენ, ვინ როგორ ასრულებდა. მონდომებით სცემდა თუ არა, მონდომებით აწამებდა თუ არა; ზოგი, თუ ამ დროს უფროსი ბეჭებზე დაარტყამდა ხელს, ყოჩაღო, კიდევ უფრო ხელდებოდა. მე 2001 წელს ინსპექტორად დავიწყე მუშაობა და 2012 წელს ინსპექტორობითვე დავამთავრე.

– რატომ მიხვედით იმ სისტემაში?

– სრულიად შემთხვევით. 2001 წელს პოლიციის აკადემია დავამთავრე, საგზაო პოლიციაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია არ დამხვდა, რასაც აკადემიაში მასწავლიდნენ. ჩემი ხელით დავწერე პატაკი და მივატოვე სისტემა, გადმოვედი სასჯელაღსრულებაში, თუმცა იქ უარესი დამხვდა. მაგრამ 2006 წლამდე ასეთი ვითარება არ იყო. ციხის ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა, რა თქმა უნდა, კანონი ირღვეოდა და ერთ რამეში ვეთანხმები ახალაიას, წესრიგი დასამყარებელი იყო, რადგან კანონიერი ქურდები მართავდნენ ციხეს, ნარკოტიკიც შედიოდა, იარაღიც, დაჭრებიც ხდებოდა და მკვლელობები, მაგრამ შემდეგ ადამიანის წამება და ფიზიკური შეურაცხყოფა ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. ყველა კომისიას, რომელიც შესამოწმებლად მოდიოდა, უკვირდა, რა სიჩუმე იდგა 4 000-კაციან ციხეში. წამების კომიტეტმა, თუ არ ვცდები, 2010 წლის დასკვნაში დაწერა, რომ წამების ტოლფასია, როდესაც 4 000-კაციან ციხეში ჩამიჩუმი არ ისმის. არც ერთი პატიმარი არავისთან ამბობდა, მცემესო, რადგან ყველგან აპარატურა იდგა. ჩვენც გვისმენდნენ, თანამშრომლებს; პატიმრებს,  მოძღვარს. მე გადავეცი პროკურატურას ნივთმტკიცებად ჩემი და ჩემი თანამშრომლების საუბრების უკანონო ჩანაწერები. არა მხოლოდ ეს, საკნებში აგენტურა ჰყავდათ. კანონი ითვალისწინებს ამას, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა ბრძანებას მისცემ ამ აგენტურას?!

– თუ სწორად მივხვდი, ხელმძღვანელობა აკვირდებოდა, ბრძანებას ვინ როგორი გულმოდგინებით ასრულებდა?

– წელიწადში, მინიმუმ, 500 ადამიანს ათავსებდნენ კარცერში, ანუ სამარტოო საკანში. მანამდე პატიმარმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რა ჩაიდინა და ეთანმხება თუ არა კარცერში მოთავსებას. ყველა წერდა, მე დავარღვიე კანონი, ვიხმაურე და არ ვსაჭიროებ ადვოკატს. როგორ, ხუთასივე ინანიებდა და ხუთასივე ადვოკატს არ საჭიროებდა?! ყველა პატიმარს, რომელიც დაწესებულებაში მოჰყავდათ, ვუხსნიდი: შენ მოხვდი სხვა გარემოში, მალე დარწმუნდები ჩემი სიტყვების სიმართლეში, აქ შენი სიცოცხლე ღირს ერთი ფარატინა ფურცელი, ექვსკაციან საკანში ხუთი კაცი „დაინახავს“, როგორ დაგიცურდა ფეხი ან თავი ჩამოიკიდე, ერთი ოქმი დაიწერება და ტელეფონოგრამა იქნება გადასაცემი დეპარტამენტში, ამიტომ, რასაც გთხოვ, შეასრულე, საბაბი არ მისცე ხმაურით. ბევრი იცნობს ჩემს ამ სიტყვებს.

– და რა მიიჩნეოდა საბაბის მიცემად?

– მაგალითად, თანამშრომლებისთვის თვალებში შეხედვა. პატიმარი თავდახრილი უნდა ყოფილიყო.

– წამების მეთოდებს ვინ იგონებდა? ვინ ადგენდა, რომ ამა და ამ ქცევის გამო ესა და ეს სასჯელი უნდა მიეღო პატიმარს?

–  ამას წამების რიგითი მონაწილე ვერ დაადგენდა, ეს დირექტორის, მოადგილისა და რეჟიმის უფროსისგან მოდიოდა. ისინი იგონებდნენ ამ მეთოდებს. როდესაც ციხის თანამშრომელი შედიოდა, პატიმარი უნდა დამდგარიყო სახით კედლისკენ, ხელები უკან უნდა ჰქონოდა დაწყობილი. მე პატიმრებთან შეხება მქონდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დაწესებულებაში მოჰყავდათ ან სასამართლო სხდომაზე მიჰყავდათ. პატიმარს არავინ თვლიდა ადამიანად, არავის აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, რას ჭამდა. სასადილოს უფროსი, მეტსახელად „ბუდიონა“, „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ გადაცემაში იღებდა მონაწილეობას, მეუბნებოდა, მაიძულებენ, რომ საჭმელში იმაზე მეტი ზეთი დავუმატო, ვიდრე საჭიროაო.

– რატომ?

– ზეთიც არ იყო, გაურკვეველი წარმოშობის ცხიმი იყო და ერთის ნაცვლად ხუთი ყუთი უნდა დაემატებინა საჭმლისთვის. ეს ღვიძლის გადიდებას და ათას უბედურებას იწვევდა პატიმრებში. ერთ დღეს 4 000 პატიმარს გასტრიტი დაემართა. მაგრამ ჩაიფარცხა ეს ამბავი. როდესაც შიდა მოკვლევა დაიწყო, მაშინ მითხრა ამის შესახებ „ბუდიონამ“, რა ვქნა, ასე მავალებენო. მე ვუთხარი, გადაღვარე უნიტაზში, მათ კი უთხარი, რომ საჭმელს დავუმატეო.

მაგალითად, საკანში რომ ჭუჭრუტანიდან შეიხედავდი, ყველა ფეხზე უნდა ამდგარიყო.

– თუ ვერ დავინახავდი?

– მაშინ შემოვიდოდნენ და გცემდნენ. ამიტომ ერთს ყოველთვის უნდა ეყურებინა ჭუჭრუტანისთვის. მეორე, როდესაც ზედამხედველი შედიოდა საკანში, ყველა პატიმარი პირით კედლისკენ უნდა ჩამწკრივებულიყო. კედელზე არაფრის ჩამოკიდება არ შეიძლებოდა. როდესაც ადამიანი გაირცეხავს ტანსაცმელს, სადღაც ხომ უნდა გააშროს?! გადაკიდება არ შეიძლებოდა, ამიტომ კარადაში აშრობდნენ, რის გამოც ტანსაცმელი სუნს იღებდა. მე ციხის დაუწერელ კანონებზე ვლაპარაკობ, თორემ კანონში მსგავსი არაფერი წერია. ასევე, დღე წამოწოლა არ შეიძლებოდა, არადა რატომ? ავადმყოფიც რომ იყოს საკანში, მაინც უნდა მჯდარიყო.

– ესეც ცემის საბაბი იყო? წამება როდის იწყებოდა, რა ქმედების გამო?

– ცემა შემდეგ წამებაში გადადიოდა, მათ შორის ზღვარი ძნელი გასავლებია. ხშირად ერთ საათს გრძელდებოდა ცემა და, საბოლოოდ, ის სამედიცინო პუნქტში ხვდებოდა. ყოფილა შემთხვევა, მძიმე შედეგით დასრულებულა, მაგრამ ამის კადრები არ არსებობს.

– წამების იარაღებად ცოცხი, სკამის ფეხი საიდან გაჩნდა?

– რაც ადვილი მისაწვდენი იყო, იმას იყენებდნენ: პლასტმასის მილები, ხელკეტი, ნებისმიერი ნივთი, რაც ხელში მოხვდებოდათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან საექსტრადიციო პიროვნებების, ან ცნობილი ფიგურების მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორს მიმართავდნენ.

– რა ტიპის იყო ეს ფსიქოლოგიური ტერორი?

– ვთქვათ, ექვსი კაცია საკანში, ხუთი სცემეს და ერთი არა და ასე მეორდება. საკანი დაიკეტება და შენ რჩები იმ ხუთთან ერთად. ბუნებრივია, იმ საკანში აღარ დაგედგომება, იმიტომ რომ ვერ ხსნი, რატომ არ გცემეს. ან სამარტოო საკანში ჩაგსვამდნენ ცემის ნაცვლად და შენზე ჭორებს გაავრცელებდნენ.

– ვინც თავს გამოიჩენდა ცემასა და წამებაში, გარდა ბეჭზე ხელის დარტყმისა, კიდევ რას იღებდა?

– გარანტია ჰქონდათ, რომ სამსახურს არ დაჰკარგავდნენ, დააწინაურებდნენ.

– რა ხელფასს იღებდნენ ასეთს, რა არ უღირდათ დაკარგვად?

– დირექტორსა და განყოფილების უფროსებს ჰქონდათ პრემიები, მაგრამ რიგით თანამშრომლებს, რომლებსაც ზონდერჯგუფები ერქვათ, არ ჰქონდათ დიდი ხელფასი. სხვათა შორის, ციხეში ცდიდნენ მეთოდებს, იქ ხდებოდა წამების მოდელირება და შემდეგ ეს გადაჰქონდათ ქვეყნის მასშტაბით. 26 მაისს რაც მოხდა, როდესაც მიწაზე დაყარეს ხელებშეკრული ადამიანები, ციხის პრაქტიკაა. თან, იმ ღამით მიტინგის დასაშლელად სწორედ ციხის სპეცრაზმი მოქმედებდა. ანუ ციხეში ხდებოდა მეთოდების დამუშავება, აპრობირება და შემდეგ დიდ სცენაზე გადატანა.

– ხელფასის თემა საინტერესოა, რამდენი ჰქონდათ ამის გამკეთებლებს: 1 000, 2 000 ლარი?

– არა, ათასი ლარიც არ ჰქონდათ ხელფასი.

– და ამის დაკარგვის შიშით აწამებდნენ არაადამიანურად?

– ფული მათთვის შეიძლება, მეორეხარისხოვანიც კი იყო. მისაუბრია მათთან და მეუბნებოდნენ, ჩვენ 50, 60 წელს ვიქნებით მაინცო. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ვერც მათი ნამოქმედარის შესახებ შეიტყობდა ვინმე და ვერც განაჩენებს ნახავდა.

– თქვენ მათთან ყოველდღიური შეხება გქონდათ, როგორი ადამიანები არიან, რით ამართლებდნენ თავიანთ ამ სისასტიკეს?

– ისინი ამას წამებად არ თვლიდნენ. ამას აღიქვამდნენ ყოველდღიურ საქმიანობად. დარწმუნებულები იყვნენ, რომ კანონი ავალებდა ამის გაკეთებას. ყველა თანამშრომელი არ იღებდა ამაში მონაწილეობას, ალბათ, 20-30 პროცენტი მხოლოდ. მაგრამ მათთვისაც ეს იყო სამსახური, ყოფილა შემთხვევები, რომ საკუთარი მეზობლები, ახლობლები, ნათესავებიც უცემიათ. ციხის კადრებზე მოწმედაა დაკითხული ადამიანი, რომელმაც განმარტა, რომ ზემდგომთა დავალებით სცემდა პატიმრებს და აწერინებდა ხელწერილებს თანამშრომლობაზე, მაგრამ დაკავებული არ არის.

– გარეგნულად ვერ ამოვიცნობთ?

– ვერა, ისინი გარეთ მხდალები არიან.

– თქვენ მათ იცნობდით, ბავშვობისდროინდელი ტრავმები აწუხებდათ თუ რატომ ანიჭებდათ სიამოვნებას ადამიანების წამება?

– პრეზიდენტის მაგალითი ავიღოთ, ყველამ იცის, რომ მან მოჭრა ის ხე, რომელზეც ადიოდა, როდესაც ამხანაგები ფეხბურთს არ ათამაშებდნენ. მე დღემდე ვერ გამიგია, რატომ მტოვებდნენ იქ სამუშაოდ და მანდობდნენ ვიდეოკამერას. ყოფილა შემთხვევები, რომ პატიმრების წინ სააკაშვილი მილანძღავს.

– თქვენ როგორ ხსნით?

– ვფიქრობ, ჩემს „დასავერბოვკებლად“ მომცეს კამერა, აი, მისი ხმა ისმის, ჩანს და ვერ გაბედავს ვერაფრის თქმასო.

– ერთად რომ იკრიბებოდნენ ის არსებები, მე მათ ადამიანებს ვერ ვუწოდებ, რაზე საუბრობდნენ?

– მე მათთან არ ვმეგობრობდი, 2008 წელს გადავედი მერვე საპყრობილეში, მაგრამ მათთან ერთად სუფრასთან არასდროს ვმჯდარვარ.

– ისინი ქეიფობდნენ ხოლმე ერთად?

– რა თქმა უნდა და ტრაბახობდნენ, ვინ როგორ სცემეს, თავი როგორ გაუტეხეს, რა დამართეს და მიდიოდა ამის განხილვა.

– ეს კარგ ტონად ითვლებოდა?

– რასაკვირველია, განსაკუთრებით, იგონებდნენ, რა უქნეს ამა თუ იმ ცნობილ პიროვნებას. წამების კიდევ ერთი მეთოდი იყო „შპონკების“, ანუ საწოლის ქვეშ ადამიანის მოთავსება. თქვენი აზრით, ერთი მეტრი სიგანისა და ორი მეტრი სიგრძის საწოლის ქვეშ რამდენი ადამიანი შეიძლება, შეეტიოს?

– არ ვიცი… ორი?

– ექვსი! და რამდენ ხანს შეიძლება, იყვნენ იქ?! ყოფილა შემთხვევები, დავიწყებიათ და ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ერთი დღე და ღამე გაუტარებიათ. ან ტუალეტში შეყრიდნენ რამდენიმე ადამიანს –  ტუალეტის ფართობია ერთი მეტრი ერთ მეტრზე და იქ ტოვებდნენ. თუმცა მათ სისხლი აწყნარებდათ, ამიტომ პატიმრებს ვეუბნებოდი, იყვირე, ვითომ გტკივა, თავი მოაჩვენე, რომ გეშინია. იმიტომ რომ, თუ ვინმე უძლებდა ტკივილს, ეს აღიზიანებდათ და უფრო გამეტებით სცემდნენ. სისხლის დანახვაზე კი თავს ანებებდნენ.

– არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საკნის პატიმრებს თავზე ხელი აეღოთ და, ბოლოს და ბოლოს, მეტი რაღა უნდა ეწამებინათ, თავს დასხმოდნენ საცემად შესულ თანამშრომლებს?

– ათი-თხუთმეტი კაცი შედიოდა საკანში და, თუ წინააღმდეგობას გაბედავდი, ფიზიკურად გაგანადგურებდნენ, წერილს დაწერდნენ, ვითომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

– სხვას აწერინებდნენ წერილებს?

– რა თქმა უნდა, ექსპერტიც ხომ მათი იყო?! მე ვაგზავნიდი ტელეფონოგრამებს დეპარტამენტში პატიმრების დაღუპვის შემთხვევაში და სულ ერთი და იგივე ტექსტია, მხოლოდ გვარები იცვლება, რომ ფეხი დაუცურდა და კუთხეს მიარტყა თავი. ვეუბნებოდი, ტექსტი მაინც შეცვალეთ-მეთქი.

– აი, ის 20-30 პროცენტი, ვინც პატიმრებს აწამებდა, ისევ იქ მუშაობს?

– ისევ მუშაობენ. მე ვფიქრობ, მათთვის ეს სასჯელია და უნდა აიტანონ პატიმრებისგან გინება, თუმცა არც ის ვარგა, პატიმარი რომ აგინებს თანამშრომელს. ყველა პატიმარმა ხომ იცის, ვინ იღებდა მონაწილეობას  მათ ცემასა და წამებაში?!

 

скачать dle 11.3